რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის განცხადებას მხარი დაუჭირა. განცხადება მან უკრაინის პარლამენტს კვირის დასაწყისში წარუდგინა, ისევე როგორც რამდენიმე სხვა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა.
გუშინ რადამ კულებას გარდა, ყველა განცხადება განიხილა და ერთის გარდა, დააკმაყოფილა. კულებას გადადგომაზე კენჭისყრა კი დღეს გაიმართა.