დღეს პარალიმპიადაზე ზურაბ ზურაბიანი იასპარეზებს

დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი (60 კგ) იასპარეზებს. მისი პირველი მეტოქე ჩილელი ჯოან ერერა იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 13:10 საათზე დაიწყება.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ოთხი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედალს ლადო ჭინჭარაული დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვეს.

მსგავსი თემები