ზელენსკი ბერლინში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის სხდომას დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ბერლინში ჩავა და საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრას დაესწრება. ზელენსკის პირადად სურს მიმართოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს და მათ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო იარაღის მიწოდებაზე ესაუბროს.

„ბერლინში აცხადებენ, რომ ზელენსკის უკრაინის პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებისთვის სურს, რომ ვითარების სერიოზულობა შთამბეჭდავად აღწეროს. უკრაინის სახელმწიფო მეთაურს აგრეთვე სურს პარტნიორებს ახალი იარაღის მიწოდება, მათ შორის შორი მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გაძლიერება სთხოვოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უკვე გერმანიაშია და მის კოლეგებთან მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს. დღეს მას აგრეთვე გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ბორის პისტორიუსთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, მინისტრები განიხილავენ საკითხს, შეძლებს თუ არა გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას.

მსგავსი თემები