პოლტავაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა

პოლტავას საგანმანათლებლო დაწესებულებაზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა, 297 ადამიანი დაშავებულია.

,,სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება უსაფრთხოების კომპონენტის გათვალისწინებით. დიდი ალბათობით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ ხუთამდე ადამიანი იყოს”, – აცხადებს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს, დილით, პოლტავას სამხედრო კომუნიკაციების ინსტიტუტზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, რომ ეს იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავდასხმა და თქვა, რომ იერიში მიიტანა უკრაინის შეიარაღებული ძალების 179-ე ერთობლივი სასწავლო ცენტრი.

მსგავსი თემები