,,საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს” – პრემიერი

,,საქართველოს მთავრობა ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებისთვის ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებისთვის 250 ათას ლარს გამოყოფს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლპმიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა წლიდან წლამდე უფრო მეტად გაიზრდება. „ტრადიციულად წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 ათასი ლარი ბრინჯაოს პრიზიორებისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენ დამატებითი მოტივაცია…

მეტი...

ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესმა 10 000 მარშრუტი განახორციელა

„სწრაფი, უსაფრთხო, მაღალი ხარისხის და სტაბილური მომსახურებით, ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესი გახდა „ქამარი და გზის“  თანამშრომლობის საფირმო ბრენდი. რკინიგზას გადააქვს 50 000-ზე მეტი სახის საქონელი 53 კატეგორიაში, კვირაში 17 სატვირთო მატარებლით“ – აცხადებენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც პრეს სპიკერმა ლინ ჯიანმა აღნიშნა,  წელს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესმა განახორციელა 10 000 მგზავრობა და გაგზავნა მილიონ TEU (ოცი ფუტის ეკვივალენტური ერთეული)-ზე მეტი საქონელი, რაც 11 პროცენტით მეტია. „დასავლეთის, შუა და აღმოსავლეთის ძირითადი მარშრუტების რაოდენობა 13 პროცენტით, 20 პროცენტით და 5 პროცენტით გაიზარდა. სამხრეთ მარშრუტზე მოგზაურობების რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა გასულ წელთან შედარებით. ექსპრეს სერვისმა…

მეტი...

ნატო შვეიცარიაში სამეკავშირეო ოფისს ხსნის

ნატო საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსითვის მრავალმხრივ სამეკავშირეო ოფისს ხსნის ჟენევაში. მხარეებმა ხელშეკრულებას ხელი ბერნში 15 ივლისს მოაწერეს. ნიუ-იორკისა და ვენის შემდეგ, ნატო ახლა ცდილობს გააძლიეროს კავშირები საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჟენევაშიც. შვეიცარიამ მიიღო ნატოს ოფიციალური მოთხოვნა სამეკავშირეო ოფისის გახსნის შესახებ 2023 წლის ბოლოს. შვეიცარიამ ნეიტრალიტეტი 1815 წელს გამოაცხადა.1907 წლის ჰააგის კონვენციით კი დადგინდა, რომ შვეიცარია არ მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში და მხარს არ დაუჭერს მხარეებს ჯარით ან იარაღით. 2022 წელს რუსეთის ომის დაწყებამ უკრაინაში შეცვალა ევროპის უსაფრთხოების ჩარჩო. 2023 წელს ფინეთი ნატოს წევრი გახდა, 2024 წელს შვედეთი. შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანა…

მეტი...

ბათუმის სანაპიროზე დამსვენებელი დაიღუპა

ბათუმში, ზღვაში კაცი შეუძლოდ გახდა და ნაპირზე გამოსული, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. ამ დროისთვის, ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

მეტი...

,,გილოცავთ არჩევას, მადლობას გიხდით ქართველების ევროპული არჩევანის მიმართ ევროპარლამენტის მხარდაჭერისათვის” – ზურაბიშვილი მეცოლას

,,გილოცავთ არჩევას, მადლობას გიხდით ქართველების ევროპული არჩევანის მიმართ ევროპარლამენტის მხარდაჭერისათვის”, – წერს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე. ,,ვულოცავ პრეზიდენტ მეცოლას ხელახალ არჩევას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ქართველი ხალხისა და მათი მტკიცე ევროპული არჩევანის მიმართ თქვენი თავდადებისა და ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისათვის. ველი თქვენთან მომავალ თანამშრომლობას!”, – წერს პრეზიდენტი.

მეტი...

ბათუმში 27 წლის ახალგაზრდა მოკლეს

ბათუმი 27 წლის ბიჭი მოკლეს. სამწუხარო ინფორმაციის სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ეხმაურება და წერს: ,,გლოვობს ჩემი ბათუმი ეს რა ტრაგედია დატრიალდა… გაქვავებულები ვართ. მზე სიკეთის ბიჭი გაგვიფრინდა გლოვობს ბათუმი 27 წლის აჩიკო წუწუნავას. დავმუნჯდი მე… ხალხო ისეთი საცოდაობა ტრიალებს, ცრემლებით, გაცრეცილი, სასოწარკვეთილი სახეებით ჯერ ვერ დაჯერებული და ვერ გააზრებული ტრაგედიითა და ტკივილით სავსეები. შეძრული, თავზარდაცემული ვარ და ვერ გამიგია რა ვქნა, ან აზრი აქვს ამას რომ ვწერ…“, – წერს შოთო სიხარულიძე.

მეტი...

ფინელ მესაზღვრეებს რუსეთიდან თავშესაფრის მაძიებლების დაბლოკვის უფლება ეძლევათ

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც მესაზღვრეებს უფლებას აძლევს რუსეთიდან თავშესაფრის მაძიებლები დაბლოკონ. ეს ხდება მას შემდეგ, რაც 1 300 ადამიანზე მეტი ადამიანი ჩავიდა ქვეყანაში და ჰელსინკი იძულებული გახდა დაეხურა საზღვარი. პრეზიდენტის თქმით, კანონი სცდება ფინეთის კონსტიტუციას, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ,,მე მესმის ამ აქტთან დაკავშირებული სამართლებრივი და ჰუმანური მოსაზრებები. დებატები მიუთითებს ფინელი ხალხის მტკიცე ერთგულებაზე ეროვნული უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის მიმართ. განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ ყველანი ვიცავთ ფინეთის საუკეთესო ინტერესებს. მოდით, ყოველთვის შევინარჩუნოთ დისკუსიის ატმოსფერო, რომელშიც მოვუსმენთ და პატივს ვცემთ ერთმანეთის შეხედულებებს”,…

მეტი...

ბათუმში კორპუსის მე-6 სართულიდან 2 წლამდე ბავშვი გადმოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა. 2 წლამდე ბავშვი მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსმასახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სისცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მეტი...

სასტუმრო და დასვენება ჩინეთის დიდ კედელთან (ნაწილი 3)

საბაგირო გზა ჩინეთის დიდ კედლამდე (ნაწილი 2) ჩინეთის დიდი კედელი – ვიდეორეპორტაჟი (ნაწილი 1)

მეტი...

თბილისში ხანძარს 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა

თბილისში, ე.წ. ზეემკის დასახლებაში ხანძარი იყო. საგანოებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ხანძარს 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა. რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა, ამ ეტაპზე, უცნობია.

მეტი...

,,თავად „ენჯეო“ სექტორიც კი აღიარებს, რომ დიდ ნაწილს არ აქვს გამჭვირვალობა” – გურამ მაჭარაშვილი

,,თავად „ენჯეო“ სექტორიც კი აღიარებს, რომ დიდ ნაწილს არ აქვს გამჭვირვალობა”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ენჯეო“ წარმომადგენელს რა თანხაც არ უნდა ჰქონდეს, უნდა იყო გამჭვირვალე. „თავად „ენჯეო“ სექტორიც კი აღიარებს, რომ დიდ ნაწილს არ აქვს გამჭვირვალობა. ის გადაბრალება, რომ დიდი „ენჯეო“ სექტორი ნაწილობრივ მაინც არის გამჭვირვალე და პატარა „ენჯეო“ სექტორი არ არის გამჭვირვალე და ეს პრობლემას არ წარმოადგენს, უკვე არის აღიარება იმისა, რომ ქართულ საზოგადოებას ყველა აინტერესებს. რას ნიშნავს დიდი და პატარა? დეპუტატი, რომელსაც აქვს ნაკლები შემოსავალი ან რომელსაც ბევრი…

მეტი...

ტრამპზე თავდასხმამდე პოლიციამ საიდუმლო სამსახურს აცნობა, რომ წინასაარჩევნო ყრილობის ტერიტორიაზე საეჭვო პირს ეძებდა – NBC News

დონალდ ტრამპზე თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე, ადგილობრივმა პოლიციამ საიდუმლო სამსახურს აცნობა, რომ პენსილვანიაში, სადაც ტრამპს წინასაარჩევნო ყრილობა უნდა გაემართა, საეჭვო პირს ეძებდა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. მათი თქმით, ღონისძიებაზე მყოფ პოლიციელებს თვითმხილველებმა საფრთხის შესახებ, ცეცხლის გახსნამდე, სულ მცირე, 2 წუთით ადრე აცნობეს. მედია სვამს შეკითხვას, თუ რატომ არ გაიყვანეს ტრამპი სცენიდან დროულად და რატომ ვერ შეძლო საიდუმლო სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება. გასულ შაბათს პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა…

მეტი...

,,ჩემთვის ევროპა ბრძოლად ღირდა, ის არასოდეს ყოფილა სრულყოფილი, მაგრამ ჩვენ ვუყურებდით ევროპარლამენტს, როგორც სტანდარტების, შესაძლებლობების და შერიგების სიმბოლოს” – რობერტა მეცოლა

რობერტა მეცოლა ისევ ევროპარლამენტის პრეზიდენტია. წარდგენილი იყო ორი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი და ახლად არჩეული ესპანელი ევროპარლამენტარი, ირენ მონტერო, რომელიც მემარცხენე პარტიის, ,,პოდე-მოსის” წარმომადგენელია. ,,ჩემთვის ევროპა ბრძოლად ღირდა. ის არასოდეს ყოფილა სრულყოფილი, მაგრამ ჩვენ ვუყურებდით ევროპარლამენტს, როგორც სტანდარტების, შესაძლებლობების და შერიგების სიმბოლოს. ეს იყო ჩვენი გარანტია კანონის უზენაესობის, თანასწორობის, დემოკრატიის, თავისუფლების და კეთილდღეობის. მე აქ ვარ, რომ მოვითხოვო თქვენი ნდობა და თქვენი ხმა, რათა მოგვეცეთ საშუალება ვიყოთ ერთად. ჩვენს გზაზე მომავალი გამოწვევები მოითხოვს ძლიერ ლიდერობას, იქნება ეს კანონმდებლობის წინ წამოწევა, რომელიც ხალხს სჭირდება ჩვენგან, მოლაპარაკება სხვა ინსტიტუტებთან, პარლამენტის წარმომადგენლობა წევრ ქვეყნებში,…

მეტი...

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

მალტელი პოლიტიკოსი რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 623-მა ევროპარლამენტარმა მიიღო, რომელთაგან 562-მა მხარი სწორედ რობერტა მეცოლას დაუჭირა, 61 დეპუტატის ხმა მიიღო ესპანელმა მემარცხენე პოლიტიკოსმა ირენ მონტერომ. რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს 2.5 წლის ვადით უხელმძღვანელებს. მან ეს თანამდებობაზე პირველად 2022 წლის დასაწყისში დაიკავა.

მეტი...

სემეკთან არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა კომუნალური მომსახურებების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროქტის ფარგლებში შემუშავებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. კვლევა შეეხება საქართველოში არსებულ კომუნალური მომსახურების ხარისხსა და გამოწვევებს. კვლევის ფარგლებში განხორციელდა საქართველოში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მარეგულირებელი, ეროვნული და საერთაშორისო/ევროპული საკანონმდებლო აქტების, ქართული კანონმდებლობის ევროპულ დირექტივებთან ჰარმონიზაციის პროცესის მიმოხილვა, ასევე ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებასთან დაკავშირებული…

მეტი...

60-ზე მეტი ევროპარლამენტარი უნგრეთისთვის ორბანის ქმედებების გამო ხმის უფლების ჩამორთმევის ინიციატივით გამოდის – Politico

ევროპარლამენტის 63 დეპუტატი ევროკავშირის ხელმძღვანელობას უნგრეთისთვის მისი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ქმედებების გამო ხმის უფლების ჩამორთმევის ინიციატივით მიმართავს. Politico-მ მოიპოვა ევროპარლამენტარების წერილი, რომელშიც ისინი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროპარლამენტის ხელმძღვანელს რობერტა მეცოლას მიმართავენ და სთხოვენ უნგრეთს ევროკავშირში ხმის უფლება ჩამოერთვას, რადგან ვიქტორ ორბანმა „უკვე მიაყენა ევროკავშირს სერიოზული ზიანი მისი, როგორც თავმჯდომარის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო“. ევროპარლამენტარების წუხილი მდგომარეობს იმაში, რომ ივლისის დასაწყისში ორბანი ჯერ მოსკოვში ჩავიდა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა, ხოლო შემდეგ ჩინეთში ჩავიდა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან სი ძინპინთან გამართა მოლაპარაკებები.…

მეტი...

კუნძულ კრეტაზე, რამდენიმე დასახლებაში ევაკუაცია გამოცხადდა

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან. თავდაპირველად ცეცხლი ჰერაკლიონის ნაწილში გაჩნდა და ამ დროისთვის უკვე ოთხ სოფელშია მოდებული. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მიმდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ხანძარი ადგილობრივი დროით, საღამოს ხუთ საათზე გაჩნდა. ხანძრის ქრობაში ჩართულია სამი ვერტმფრენიც.

მეტი...

ტრამპის კამპანიის მხარდასაჭერად ილონ მასკი ყოველთვიურად $45 მილიონის დახარჯვას გეგმავს – WSJ

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის მხარდამჭერი კომიტეტისთვის ყოველთვიურად 45 მილიონი დოლარის გადაცემას გეგმავს. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს. მასკი თანხებს პოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტს, America PAC-ს გადაურიცხავს, რომლის სხვა დონორები არიან Palantir Technologies, მეწარმე ტყუპი ძმები ტაილერი და კამერონ ვინკლევოსები, აშშ-ის ყოფილი ელჩი კანადაში კელი კრაფტი და მისი მეუღლე ჯო კრაფტი, რომელიც ხელმძღვანელობს Alliance Resource Partners-ს. კომიტეტის ერთ-ერთი წევრის თქმით, მისი საქმიანობა, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს ტრამპის ამომრჩევლების წახალისებას, დარეგისტრირდნენ და დაარწმუნოს ისინი ადრე ხმის მიცემაში ეგრეთ წოდებულ საკვანძო შტატებში – ანუ ისეთ შტატებში, სადაც კენჭისყრამ შეიძლება…

მეტი...

ვოლგოგრადში რუსმა სამხედრომ ბავშვებს ხმამაღალი მუსიკის გამო ესროლა

ვოლგოგრადის ოლქში, რუსმა სამხედრომ ბავშვებს ცეცხლი გაუხსნა. ფრონტიდან დაბრუნებულმა 48 წლის სამხედრომ მის სახლთან მიმავალ ბავშვებს სანადირო თოფიდან ესროლა. ის იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ბავშვებს მუსიკა ჰქონდათ ჩართული. ჟურნალისტების ინფორმაციით,  9-დან 13 წლამდე ასაკის მოზარდები მუსიკალური დინამიკით სეირნობდნენ, რა დროსაც ფრონტიდან შვებულებაში მყოფი სამხედრო ძმასთან ერთად, რომელიც ასევე მონაწილეობდა უკრაინის ომში, ქუჩაში გავიდა და სროლა დაიწყო. ბავშვებმა გაქცევა სცადეს, თუმცა 12 წლის ბიჭი ფეხში დაიჭრა. ის ადგილობრივ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია შემთხვევის ადგილზე ერთი საათის შემდეგ მივიდა, თუმცა სამართალდამცველები სამხედროების სახლში შესვლას სროლის შიშით, ვერ ბედავდნენ. საბოლოოდ ორივე ძმა დააკავეს.…

მეტი...

რუსეთი კიევისა და ხერსონის ოლქებს დრონებით დაესხა თავს

რუსეთი კიევის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. ჩამოგდებული ,,შაჰიდების” ნამსხვრევები კერძო ეზოში დაეცა, დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობები. ამის შესახებ სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსლან კრავჩენკო იტყობინება. ,,სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები არ დაზიანებულა“, – აცხადებს კრავჩენკო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 16 ივლისს, დილით, რუსებმა დაბომბეს ხერსონის ერთ-ერთი ბაზარი, დაზიანდა ბიზნეს ცენტრი და სავაჭრო ფართი, მსხვერპლი არ ყოფილა. ასევე, რუსეთი თავს დაესხა ჯგუფს, რომელიც ხერსონის ოლქში, ანტონოვკაში გაზის აპარატურას არემონტებდა, რის შედეგადაც მუშა დაშავდა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქი ნინოწმინდა, სოფელი სამებაა. ბიძგების სიმძლავრემ 3,1 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

არჩევნებში მონაწილეობისთვის, რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოგვმართა – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. ცესკოს რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა, საიდანაც უკვე რეგისტრირებულია 9 პოლიტიკური პარტია, ხოლო რეგისტრაციის პროცედურებს გადის 19. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. გარდა ზემოაღნიშნული პოლიტიკური პარტიებისა, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება…

მეტი...

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. 18 ივლისის 12:00 საათიდან რიგგარეშე სესიის მოწვევაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ მას 15 ივლისს მიმართა. პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, სხვა საკითხებთან ერთად კენჭი უყაროს მის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას. ,,დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ. პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი”, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის…

მეტი...

,,მე რატომ უნდა დავდანაშაულდე?!” – ბათუმელი ბაიკერი

ბათუმელი ბაიკერი, ზურაბ მგელაძე სამართალდამცავებს დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ბათუმში ავარია მოხდა. კაცი ამტკიცებს, რომ დაეჯახა სამართალდამცავი, რომელიც არაფხიზელი მართავდა მანქანას. როგორც ზურაბ მგელაძე ამბობს, მას მოძრაობის წესები არ დაურღვევია, თუმცა საპატრულო პოლიციამ ის დააჯარიმა. ავარიის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ მოტოციკლეტი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ზოლში გადასახვევად უხვევს, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი მანქანა ეჯახება. ,,პიროვნება, რომელიც საჭესთან იჯდა ადგა და დაიმალა, წავიდა, გაქრა. შემდეგ დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ერთი ეკიპაჟი მოვიდა, ვკითხე ამათ მძღოლი სად არის, ამათ არ დაუნახავთ, ამათ ეგონათ მძღოლი პიროვნება, რომელიც მას ახლდა,…

მეტი...

ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებასთან ერთად პატიმრებმა შიმშილობა რუსთავის N5 ციხეშიც დაიწყეს

ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ბრალდებულებმა და მსჯავრდებულებმა, პროტესტის უკიდურეს ფორმას ამნისტიის უფრო მეტ მუხლზე გავრცელების მიზნით მიმართეს. ახლობლების ინფორმაციით, პატიმრები მეოთხე დღეა, შიმშილობენ. რუსთავის ნომერ მეხუთე დაწესებულებაში მყოფი პატიმარი ქალი, ამბობს, რომ ამ პენიტენციურ დაწესებულებაში 50 პატიმარი შიმშილობს. ადვოკატი ნათია ჩხეტიანის თქმით, ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში მისი ინფორმაციით, 20 ადამიანი შიმშილობს. ,,როგორც შევისწავლეთ, ეხება მსუბუქ მუხლებს, პირველ ნაწილებს, ნასამართლეობის არ მქონე პირებს და ასეთ პირებს, როგორც წესი, არც პროკურატურა, არც სასამართლო ციხეში არ უშვებს”, – ამბობს ის.

მეტი...

,,გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს” – მაკრონი ზურაბიშვილს

,,გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს”, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პლატფორმა X-ზე ,,ბასტილიის დღესთან“ დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მილოცვის პასუხად. ,,მადლობა ამ სურვილებისთვის, ძვირფასო სალომე. გაუმარჯოს ფრანგულ სულს და მის მატარებელ ღირებულებებს: თავისუფლებას, თანასწორობას და ძმობას. და გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოვებს”, – წერს მაკრონი.

მეტი...

ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს

ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ისინი ითხოვენ ამნისტია უფრო მეტ მუხლზე გავრცელდეს. ახლობლების ინფორმაციით, პატიმრები მეოთხე დღეა შიმშილობენ და ითხოვენ ჟურნალისტებთან შეხვედრას. ,,მიმართეს უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, მეოთხე დღეა რაც შიმშილობენ. პატიმრები ითხოვდნენ ჟურნალისტებთან გასაუბრებას, როდესაც ოჯახის წევრებმა მივაწოდეთ ჟურნალისტის ნომერი, მარტო ჩემ ძმას არა, ყველა პატიმარს დაუბლოკეს ეს ნომერი. არ აძლევენ ტელევიზორის ყურების საშუალებას”, – ამბობს თამარ სოფრომაძე.  

მეტი...

ჭავჭავაძეზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი ძაღლთან ერთად გზაზე გადარბოდა, რა დროსაც, მას ავტობუსი დაეჯახა. ის სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. კადრებში ჩანს, რომ ჩამსხვრეულია ავტობუსის საქარე მინაც. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია.

მეტი...

“სერგეი ლავროვი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობას მიიღებს”- რუსული მედია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ლავროვი, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, უხელმძღვანელებს მინისტრთა დებატებს თემაზე „მრავალმხრივი თანამშრომლობა უფრო სამართლიანი, დემოკრატიული და მდგრადი მსოფლიო წესრიგის შექმნის ინტერესებში“, 17 ივლისს კი მინისტრები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად შეიკრიბებიან. რუსული მედია წერს, რომ ლავროვის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილება საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მათ შორის ახლო აღმოსავლეთი და ღაზაში არსებული ვითარება, უკრაინის საკითხი და გაერო-ს წესდების დაცვის ძალისხმევა.  

მეტი...

საქართველოში გასულ წელს უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა

საქართველოში გასულ წელს უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა, რომელთაგან 89 მოიძებნა, მათ შორის 16 გარდაცვლილია ნაპოვნი – 60 პირი კვლავ დაკარგულად ითვლება. 2023 წელს დაკარგულ პირთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი – 54, მოიძებნა 35; ქვემო ქართლი – 6, მოიძებნა 4; კახეთი – 21, მოიძებნა 17; შიდა ქართლი 7, მოიძებნა 1; სამცხე-ჯავახეთი 2, მოიძებნა 2; გურია – 5, მოიძებნა 3; მცხეთა-მთიანეთი 6, მოიძებნა 1; იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 20, მოიძებნა 4; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 24, მოიძებნა 21; აჭარა – 4, მოიძებნა 1; აფხაზეთი 0. 2023 წელს დაკარგულთა შორის ყველაზე მეტი…

მეტი...

“2019-2024 წლებში საქართველოს მთავრობამ ევროკავშირისგან 517 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსება მიიღო”- ევროკავშირის წარმომადგენლობა

ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზის საფუძველზე, 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა- 46.1 მილიონ ევროა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „ევროკავშირის 46.1 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ 47 პროექტს: ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა: 8.6 მილიონი ევრო; დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია: 8 მილიონი ევრო; ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება: 7.9 მილიონი ევრო; უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა: 4.9 მილიონი ევრო;…

მეტი...

ონკოლოგიური პაციენტებისთვის, პრეპარატების მიღების გზა მარტივდება

ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ, განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილების შედეგად, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, პრეპარატების მიღების გზა მარტივდება. უფრო კონკრეტულად, მანამდე მათ, მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში მათი შეძენა და სამედიცნო პროცედურის ჩასატარებლად, ისევ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ. სხდომა ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, პაციენტთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში, პაციენტებისთვის, ამ პროცედურების გავლა სირთულეს წარმოადგენდა და აუცილებელი იყო, ამ მიმართულებით, ნაბიჯების გადადგმა. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, უახლოეს მომავალში, ბენეფიციარები, მათთვის საჭირო მედიკამენტებს, სააფთიაქო ქსელის ნაცვლად,…

მეტი...

3 ათასზე მეტი კურსდამთავრებული საჯარო სამსახურში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

საქართველოს მთავრობამ კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა შეიმუშავა. პროექტის დეტალები, საკონკურსო პირობები, ვადები და შერჩევის კრიტერიუმები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განიხილა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მკაფიო საკონკურსო კრიტერიუმების განსაზღვრის აუცილებლობას, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ახალგაზრდებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება ექნებათ. პროექტის დეტალებზე პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება, რის შემდეგაც კონკურსი გამოცხადდება. პროგრამა 3 ათასზე მეტ კურსდამთავრებულს საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობას მისცემს.

მეტი...

„მოხუცი ვარ, მაგრამ მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ ტრამპზე“- ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას არ აპირებს. ბაიდენის განცხადებით, კომენტარები მისი ასაკის შესახებ ლეგიტიმურია, მაგრამ აღნიშნა, რომ ის მხოლოდ სამი წლით უფროსია კონკურენტ დონალდ ტრამპზე. „მოხუცი ვარ, მაგრამ მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ ტრამპზე – ეს ერთი და მეორე, ჩემი გონებრივი სიმახვილე საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. სამნახევარი წლის განმავლობაში იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე ნებისმიერმა პრეზიდენტმა ხანგრძლივი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მესმის, მესმის, რატომ ამბობს ხალხი: “ღმერთო, ის 81 წლისაა. უფ! როგორი იქნება ის, როცა 83 წლის იქნება, ან 84 წლის?” – ეს ლეგიტიმური კითხვაა“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მეტი...

დაბა წაღვერში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაბა წაღვერში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ადგილობრივმა მკვიდრმა 6 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული ოქმი. მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“. „კანონდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგები. მნიშვნელოვანია, რომ სატყეო სამსახურის თანამშრომლები მონიტორინგს დრონების საშუალებითაც ახორციელებენ, რაც ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის ეფექტური საშუალებაა“ – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

მეტი...

მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიას დღეს ოფიციალურად გახსნის

„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას დღეს ოფიციალურად გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დღესვე გაიხსნება პარტიის ახალი ცენტრალური ოფისი. ღონისძიება დღეს, 20:30 საათზე გაიმართება.

მეტი...