კუნძულ კრეტაზე, რამდენიმე დასახლებაში ევაკუაცია გამოცხადდა

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან. თავდაპირველად ცეცხლი ჰერაკლიონის ნაწილში გაჩნდა და ამ დროისთვის უკვე ოთხ სოფელშია მოდებული. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მიმდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.

ხანძარი ადგილობრივი დროით, საღამოს ხუთ საათზე გაჩნდა. ხანძრის ქრობაში ჩართულია სამი ვერტმფრენიც.

მსგავსი თემები