ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს

ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ისინი ითხოვენ ამნისტია უფრო მეტ მუხლზე გავრცელდეს. ახლობლების ინფორმაციით, პატიმრები მეოთხე დღეა შიმშილობენ და ითხოვენ ჟურნალისტებთან შეხვედრას.

,,მიმართეს უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, მეოთხე დღეა რაც შიმშილობენ. პატიმრები ითხოვდნენ ჟურნალისტებთან გასაუბრებას, როდესაც ოჯახის წევრებმა მივაწოდეთ ჟურნალისტის ნომერი, მარტო ჩემ ძმას არა, ყველა პატიმარს დაუბლოკეს ეს ნომერი. არ აძლევენ ტელევიზორის ყურების საშუალებას”, – ამბობს თამარ სოფრომაძე.

 

მსგავსი თემები