ბათუმში კორპუსის მე-6 სართულიდან 2 წლამდე ბავშვი გადმოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა. 2 წლამდე ბავშვი მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსმასახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სისცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი თემები