,,გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს” – მაკრონი ზურაბიშვილს

,,გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს”, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პლატფორმა X-ზე ,,ბასტილიის დღესთან“ დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მილოცვის პასუხად.

,,მადლობა ამ სურვილებისთვის, ძვირფასო სალომე. გაუმარჯოს ფრანგულ სულს და მის მატარებელ ღირებულებებს: თავისუფლებას, თანასწორობას და ძმობას. და გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოვებს”, – წერს მაკრონი.

მსგავსი თემები