,,ჩემთვის ევროპა ბრძოლად ღირდა, ის არასოდეს ყოფილა სრულყოფილი, მაგრამ ჩვენ ვუყურებდით ევროპარლამენტს, როგორც სტანდარტების, შესაძლებლობების და შერიგების სიმბოლოს” – რობერტა მეცოლა

რობერტა მეცოლა ისევ ევროპარლამენტის პრეზიდენტია. წარდგენილი იყო ორი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი და ახლად არჩეული ესპანელი ევროპარლამენტარი, ირენ მონტერო, რომელიც მემარცხენე პარტიის, ,,პოდე-მოსის” წარმომადგენელია.

,,ჩემთვის ევროპა ბრძოლად ღირდა. ის არასოდეს ყოფილა სრულყოფილი, მაგრამ ჩვენ ვუყურებდით ევროპარლამენტს, როგორც სტანდარტების, შესაძლებლობების და შერიგების სიმბოლოს. ეს იყო ჩვენი გარანტია კანონის უზენაესობის, თანასწორობის, დემოკრატიის, თავისუფლების და კეთილდღეობის. მე აქ ვარ, რომ მოვითხოვო თქვენი ნდობა და თქვენი ხმა, რათა მოგვეცეთ საშუალება ვიყოთ ერთად. ჩვენს გზაზე მომავალი გამოწვევები მოითხოვს ძლიერ ლიდერობას, იქნება ეს კანონმდებლობის წინ წამოწევა, რომელიც ხალხს სჭირდება ჩვენგან, მოლაპარაკება სხვა ინსტიტუტებთან, პარლამენტის წარმომადგენლობა წევრ ქვეყნებში, თუ დგომა კიევში, კიშინოვში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ უნდა დავდგეთ მაღლა. როგორც პრეზიდენტს, თქვენ იცით, რომ მე შემიძლია ავაშენო ხიდები”, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

მსგავსი თემები