თბილისში გლოვოს კურიერს თავს რვა ადამიანი დაესხა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერს თავს 8 ადამიანი დაესხა. არსებული ინფორმაციით ის დაჭრილია. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. დაჭრილი კურიერის დედის თქმით, მისმა შვილმა კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. რასაც, სავარაუდოდ კონფლიქტი მოჰყვა. „დამირეკა დაჭრილი ვარო და ჩამოდიო. ოთხი ბიჭი და ოთხო გოგო ჩამოსულან. ჯერ უცემიათ, მერე დაახალა ერთი მჭიდი  ტყვია“- ამბობს დაჭრილის დედა. დაჭრილი კურიერი ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება.

მეტი...

„ყველა ფეხბურთელს, სურს, რომ რაც შეიძლება დიდი დრო ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე“- ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე ამბობს, რომ ყველას სურს ევროპის ჩემპიონატზე, რაც შეიძლება მეტი დრო ითამაშოს. თუმცა მისი თქმით, იმ წუთებითაც კმაყოფილი და მადლიერია რაც მიიღო. ზივზივაძემ აღნიშნა, რომ ის მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს სცემს. „ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რადგან საოცარი შედეგი დავაფიქსირეთ. პირველად, ისტორიული ევროპის ჩემპიონატი იყო და ჯგუფიდანაც გავედით, რაც ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი მიღწევა იყო და ბიჭები ბედნიერები ვართ იმით, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანეთ და ქართულ ფეხბურთშიც კიდევ ერთი დიდი ისტორია დავწერეთ. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას ვაფასებ, იმიტომ, რომ მთავარი მწვრთნელი ის არის, გადაწყვეტილებებს ის იღებს და…

მეტი...

გომბორის გზაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მანქანა შეეჯახნენ – არის მსხვერპლი

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 33 წლის კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავი-ვაზიანი-გომბორის გზის დასაწყისში მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, მაშველები და სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მანქანები.

მეტი...

ფაშინიანმა მასუდ პეზეშკიანს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ნიკოლ ფაშინიანმა მასუდ პეზეშკიანს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით, სომხეთის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის მიღწეული შეთანხმებები განხორციელდება და სომეხი და ირანელი მეგობარი ხალხების კეთილდღეობისთვის უამრავ ახალ პროგრამას დავიწყებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში. ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, რომ სომხეთსა და ირანს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ისე რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობის კონტექსტში.

მეტი...

“ბელგოროდზე თავდასხმის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა” – გლადკოვი

“ბელგოროდზე თავდასხმის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა”, – აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს. გლადკოვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქის მიმართულებით 27 დრონი გაუშვეს. მისივე ინფორმაციით, დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 4 საცხოვრებელი ბინა, 14 კერძო სახლი, 5 ავტომობილი, სოციალური და ინფრასტრუქტურის ობიექტები და ელექტრომომარაგების ხაზი დაზიანდა.

მეტი...

ჩინეთში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ ჩინეთში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 88 კი დაშავდა. ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, ტორნადომ შანგდონგის პროვინციაში 2 800 სახლი გაანადგურა და ხეები წააქცია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ბიუროში აცხადებენ, ადგილობრივმა მთავრობამ სამეთაურო ცენტრი შექმნა და რეაგირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება დაიწყო.

მეტი...

“ნიდერლანდური და ესპანური ულტრამემარჯვენე პარტიები, ვიქტორ ორბანის ალიანსს, შეუერთდებიან” – politico

„ნიდერლანდური და ესპანური ულტრამემარჯვენე პარტიები გეგმავენ შეუერთდნენ ახალ მემარჯვენე ალიანსს, რომელსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აყალიბებს“, -აღნიშნულთან დაკავშირებით  politico წერს. “უნგრეთის ლიდერს მათი მხარდაჭერა საკუთარ მემარჯვენე ალიანსისთვის და ევროპის პარლამენტში ოფიციალური ჯგუფის კვალიფიკაციისთვის სჭირდება. ეს ნაბიჯები ვიქტორ ორბანს შესაძლებლობას მისცემს, მოიპოვოს წევრების საკმარისი რაოდენობა, რათა ოფიციალურად ჩამოაყალიბოს მემარჯვენე ჯგუფი და პოტენციურად, შეასუსტოს იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის ძალაუფლება, რომელმაც ჯგუფის წევრები უკვე დაკარგა”, – წერს politico. ნიდერლანდელმა ხეერტ ვილდერსმა აღნიშნა, რომ “თავისუფლების პარტია” “პატრიოტებს ევროპისთვის” შეუერთდება. პარლამენტის წესების მიხედვით, ოფიციალურ ჯგუფს შვიდი ქვეყნის 23 დეპუტატი სჭირდება. ინფორმაციისთვის, გასულ კვირას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა…

მეტი...

“თუ ყოვლისშემძლე უფალი დაეშვება დედამიწაზე და მეტყვის, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო, შესაძლოა”- ბაიდენი

“თუ ყოვლისშემძლე უფალი დაეშვება დედამიწაზე და მეტყვის, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო, შესაძლოა, ასეც მოვიქცე, მაგრამ ყოვლისშემძლე უფალი დედამიწაზე არ ჩამოვა”- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ABC News-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.  პრეზიდენტი ამბობს, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ მოხსნის. “მე მჯერა, რომ ასეა. მე რომ ასე არ ვფიქრობდე, აქ არ ვიქნებოდი. აჰა, მე ისევ ვიღებ მონაწილეობას, რადგან მგონია, რომ ყველაზე კარგად მესმის, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ერი სრულიად ახალ დონეზე ავიყვანოთ. ჩვენ გზაში ვართ. ჩვენ გზაში ვართ და, ნახეთ, ახლახან მიღებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ იმუნიტეტის შესახებ, თქვენ იცით,…

მეტი...

“ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის“- ელჩი აშშ-ს მიერ სამხედრო სწავლების შეჩერებაზე

“ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის – ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა” – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი, აშშ-ს თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება. რობინ დანიგანის განმარტებით, ახლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადახედვის პროცესი მიმდინარეობს. ელჩი იმედოვნებს, რომ ურთერთობები დაბალანსდება. „ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის, ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ და სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა, შესაბამისად, ამ…

მეტი...

მევიოლინე ლიანა ისაკაძეს 7 ივლისს მახათას მთაზე დაკრძალავენ

მევიოლინე, ლიანა ისაკაძეს 7 ივლისს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი პანაშვიდი 6 ივლისს წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში გაიმართება. მუსიკოსს 7 ივლისს, 14:00 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან გამოასვენებენ. ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

მეტი...

თურქეთი რუსეთსა და უკრაინას ომის დასასრულებლად “მშვიდობის პლატფორმის” შექმნას სთავაზობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა უკრაინას ომის დასასრულებლად “მშვიდობის პლატფორმის” შექმნა შესთავაზა. მისინისტრის განცხადებით, ომის დასასრულებლად ძალისხმევა “უფრო დიდ ფართობზე უნდა გავრცელდეს”. „უნდა შეიქმნას სამშვიდობო პლატფორმა, რომელიც ხელს შეუშლის პოლარიზაციის გაღრმავებას, ექნება მაღალი ჩართულობა და წარმომადგენლობა და პრიორიტეტს დიპლომატიას მიანიჭებს” – განაცხადა ფიდანმა. რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებების დაწყებას შესთავაზებს ბულგარეთიც. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დიმიტარ გლავჩევი აცხადებს, რომ სურს სახელმწიფოს შორის შუამავალი ბულგარეთი იყოს.  

მეტი...

ვლადიმერ პუტინმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

ვლადიმერ პუტინმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და თეირანთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. შესაბამისი განცხადება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „იმედი მაქვს, რომ თქვენი, როგორც პრეზიდენტის საქმიანობა ჩვენი მეგობარი ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ხელს შეუწყობს“ – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

“ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი ქართველზე ზეწოლას ახორციელებს”- რა წერენ ხვიჩა კვარაცეხლიაზე

ფრანგული გამოცემა Sport.Fr-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას კარიერის გაგრძელება პსჟ-ში სურს, თუმცა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველ ფეხბურთელზე უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებს. იტალიურ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს. შეგახსენებთ, Corriere dello Sport-ის ცნობით, “ნაპოლიმ” კვარცახელიას  თაობაზე “პარი სენ ჟერმენისგან” მიღებული 110-მილიონიანი წინადადება უკვე იუარა. ჯერჯერობით უცნობია კვლავ ეცდება თუ არა პარიზული კლუბი ქართველის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. „ხელფასის მნიშვნელოვნად მომატება შესთავაზეს“- რას წერს იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე

მეტი...

გიორგი მიქაუტაძით „მონაკო“ დაინტერესდა

ფრანგული „მონაკოს“ დირექტორმა, ტიაგო სკურომ გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. როგორც ის აცხადებს, კლუბი ქართველ ფეხბურთელთან მოლაპარაკებას აწარმოებს. „გიორგი მიქატაუძესთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. ვიმედოვნებ, წარმატებულ და სამართლიან შეთანხმებას მალე მივაღწევთ. ჩვენ ასევე ველოდებით, რომ ვიპოვით გზას, რომელიც „მეცის“ მოლოდინებს დააკმაყოფილებს. ამ მომენტისთვის მათი კლუბის პრეზიდენტს ვესაუბრები“- განაცხადა სკურომ.  

მეტი...

თავდასხმების შედეგად უკრაინაში ხუთი ადამიანი დაიღუპა

რუსეთმა სარაკეტო იერიში უკრაინის 12 რეგიონზე მიიტანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. „6 ივლისის ღამეს მტერმა იერიში განახორციელა შაჰედის ტიპის 27 დრონით, საიდანაც 24-ის განადგურება შევძელით” – აცხადებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვაში.  

მეტი...

ავიაკატასტროფის დროს დაღუპული მფრინავი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ბოლნისში, ავიაკატსტროფის დროს დაღუპული პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი გორის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვას, დაღუპულის ახლობლების გარდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მანმადე, სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის შობის სახელობის გორის საკათედრო ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25 ტიპის საფრენმა აპარატმა კატასტროფა გეგმური სწავლების დროს, 2 ივლისს განიცადა. კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.  

მეტი...

„ხელფასის მნიშვნელოვნად მომატება შესთავაზეს“- რას წერს იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე

იტალიური მედიისინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სიახლეებია. „ჯოვანი დი ლორენცოსა და ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტების გაფორმების საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა, მაგრამ აღარ არის ის დიდი დაძაბულობა, რაც აგენტების სიტყვებმა გამოიწვია. უახლოეს დღეებში „ნაპოლი“ დი ლორენცოს დარჩენის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას გეგმავდა, მაგრამ მოლაპარაკებები შეფერხდა. რაც შეეხება ხვიჩას მომავალს, ქართველი თავდამსხმელის ნეაპოლში დარჩენა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. კვარაცხელიას კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება კიდევ სამი წლით აკავშირებს, ამიტომ კლუბი თავს დაცულად გრძნობს. თუმცა „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა ხვიჩასთან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გახანგრძლივებას ცდილობს, რასაც ქართველი ფეხბურთელიც მიესალმება“-  იტყობინება Sky Sports-ის რედაქცია. „კორიერე დელო სპორტი“ კი ამტკიცებს, რომ…

მეტი...

“მინდა, გამოვხატო ჩემი აღტაცება, ვიქტორ ორბანის მიმართ, რომ უყოყმანოდ წავიდა კიევსა და მოსკოვში“- რობერტ ფიცო

“მინდა, გამოვხატო ჩემი აღტაცება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ, რომ უყოყმანოდ წავიდა კიევსა და მოსკოვში” – ამის შესახებ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სლოვაკეთის სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჯანმრთელობის მდგომარეობას რომ ხელი შეეწყო, მეც სიამოვნებით შევუერთდებოდი“ – აღნიშნა ფიცომ. აღასანიშნავია, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთში გუშინ ჩავიდა. მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს.  

მეტი...

“შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერებაც”- გარემოს ეროვნული სააგაენტო

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის ბოლოდან 7 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.  გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერებაც. „6 ივლისის დღის ბოლოდან 7 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

“გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას”- ჩიქოვანი

აშშ-ს თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი „გაუგებარ გადაწყვეტილებას“ უწოდებს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი არსებობს, შესაბამისად, ემზადებიან წვრთნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2025 წელს.  „გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას. თუმცა, მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩვენ, თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებებში, რომლებშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ქვედანაყოფები არის…

მეტი...

„აჩქარებულ ვადებში უნდა მოხდეს მართლმსაჯულების სისტემის გამოსწორება“- სალომე ზურაბიშვილი

„ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ითხოვს, მოვხსნათ მართლმსაჯულების სიტემიდან ის კლანური წნეხი, რომელიც მას არ აძლევს გასაქანს, ამიტომ ვერ ამუშავდა ჩვენთან მართლმსაჯულების სისტემა“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი ამბობს, რომ მართლმსაჯულების სისტემის გამოსწორება დაჩქარებულ ვადებში უნდა მოხდეს. „ძალიან აჩქარებულ ვადებში უნდა მოხდეს მართლმსაჯულების სისტემის გამოსწორება. ის აუცილებელი გამოსწორება, რომლის გარეშეც ჩვენ ვართ შიშველნი, იმიტომ, რომ თუ არ ხარ შენს ქვეყანაში მართლმსაჯულების მიერ დაცული, მაშინ შენ არ გაგაჩნია არაფერი. არც პირადი ცხოვრება, არც  პირადი ცხოვრების დაცვა. არც ეკონომიკა. არც შენი ინვესტიციების დაცვა და ასეთი ქვეყანა არ არის სახელმწიფო. ეს არის რაღაც ქვეყანა,…

მეტი...

“ხელისუფლება ვერ მიხვდა, თუ სად არიან მისი მეგობრები და სად არიან მისი მტრები”- პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს მიერ  საქართველოში სწავლება “ღირსეული პარტნიორი” განუსაზღვრელი ვადით გადადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. პრეზიდენტი ამბობს, რომ ე.წ „რუსული კანონის“ მიღება ქვეყნისთვის დამაზიანებელია. „ეს არის ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის, შეიძლება იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორც არის რუსული კანონი ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს არის ასეთივე დაზიანება ჩვენი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რომელიც ჩვენი თავდაცვისთვის და ყველაფრისთვის, რაც აქამდე შენდებოდა ჩვენ ჯართან ამ დახმარებით და იმითი, ეს ყველაფერი არის უკვე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ. და ეს მხოლოდ იმიტომ რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები, სად…

მეტი...

„პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ უნდა დაისაჯონ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები“- ჯუანშერ ბურჭულაძე

„ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ათეულობით წლების განმავლობაში იცავდნენ არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატო-ს წევრები არიან, არამედ მსოფლიო მშვიდობას“ – ამის შესახებ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა  ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. ბურჭულაძე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ უნდა დაისაჯონ სამხედრო მოსამსახურეები. „მინდა, ჩვენს პარტნიორებს ვთხოვო, ვინც გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე ასეთ საკითხებზე, გასაგებია, რომ ამ მასშტაბის ღონისძიება არ არის მხოლოდ სამხედრო ღონისძიება, ეს არის სამხედრო პოლიტიკური ღონისძიება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ათეულობით წლების განმავლობაში იცავდნენ არამხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატო-ს…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა გააპროტესტეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია სლოგანით „თავისუფლება მიშას“ გაიმართა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, მათ საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის, დროს გატარებული რეფორმები შეახსენეს და  ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა გააპროტესტეს. „მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, უამრავი ინსტიტუციური რეფორმა გატარდა, რომელმაც თანამედროვე სახელმწიფო შექმნა. ის, რომ დღეს რეალური შანსი გვაქვს გავხდეთ დასავლური ინსტიტუციების სრულუფლებიანი წევრი, სწორედ ამ პროექტების და ამ რეფორმების დამსახურებაა. მიხეილ სააკაშვილის ღვაწლი თანამედროვე სახელმწიფოს შექმნაში ფასდაუდებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი ადამიანი გარეთ იყოს“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.  

მეტი...

გორში სატვირთო ავტომობილი დაიწვა  

გორში პროდუქციით სავსე მტვირთავი სრულად განადგურდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. სატვირთო ადგილობრივ ბიზნესმენს ეკუთვნოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. შემთხვევის მიზეზად, ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.  

მეტი...

„უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება“- ბრიტანეთის პრემიერი

„უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება“- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, კეირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას მოუთმენლად ელის. „რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება“, – განაცხადა კეირ სტარმერმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კეირ სტარმერს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.    

მეტი...

ბოლნისში დაღუპულ სამხედრო მფრინავს დღეს დაკრძალავენ

ბოლნისში გარდაცვლილ სამხედრო მფრინავს დღეს, 14:00 საათზე, დაკრძალავენ. კახა ზურაბაშვილის ცხედარი გორის საკათედრო ტაძარში უკვე გადაასვენეს. ქალაქ გორში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, სადაც რიგითი მოქალაქეები, პილოტის მეგობრები და ნათესავები გარდაცვლილისთვის პატივის მისაგებად მიდიან. ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავი სუ-25 2 ივნისს ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინაეობს.

მეტი...

„სცადეს, ჩვეული „ღმუილით“ გადაეფარათ ის ზეიმი, რომელიც ქართველ ხალხს ნაკრების წარმატების შემდეგ დღემდე მოჰყვება”- კობახიძე

“მოსაწყენი ცხოვრების ნაწილია ის, რომ ნაცები ამ ქვეყნის დაუძინებელი მტრები არიან, რაც ქართულმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია კარგად გაიაზრა. სწორედ ამიტომ, მათ კიდევ ერთხელ სცადეს, ჩვეული „ღმუილით“ გადაეფარათ ის ზეიმი და ბედნიერება, რომელიც ქართველ ხალხს ნაკრების წარმატების შემდეგ დღემდე მოჰყვება”- წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსლში. ირაკლი კობახიძის განმარტებით, როდესაც ქვეყნის მტერი გლანძღავს, ე.ი სწორად იქცევი. მან ქვეყნის მტრებად სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ მოიხსენია. „ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს არ უნდა ეწყინოთ არცერთი ბოღმიანი სიტყვა, რომელიც ლიბერალურ-ფაშისტურმა უმცირესობამ მათ სრულიად ბუნებრივ მადლიერებას დაუპირისპირა. როდესაც ქვეყნის მტერი გლანძღავს, ეს ნიშნავს, რომ სწორად იქცევი და…

მეტი...

რას სთავაზობს ჩინეთი მსოფლიოს მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის?! (video)

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მშვიდობიანი თანაარსებობის 5 პრინციპის დოკუმენტის გამოქვეყნებიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ქვეფორუმი, რომელიც ამ დარბაზში იმართება, ეხება გლობალური მმართველობის ხელშეწყობას ფართო კონსულტაციებითა და ერთობლივი ჩართულობით. მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპი მოიცავს: სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემას, არა ორმხრივ აგრესიას, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობას, თანასწორობასა და ორმხრივ სარგებლობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას. ეკა გულუა პეკინიდან „ღმერთმა დაიცვას მშვიდობა, ვისიამოვნოთ მშვიდობით“ – პრეზიდენტი სი ძინპინი (video)

მეტი...

“როდესაც ქვეყანა წარმატებას ზეიმობს, კოლექტიურ ნაცებს ბოღმა ახრჩობთ”- კობახიძე

“ყველა მიჩვეულია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ყველგან, სადაც ქართულ საქმეს მხარდაჭერა ჭირდება. უცნაური სწორედ ის იქნებოდა, ის ქართული ფეხბურთის წარმატებას გვერდში რომ არ დადგომოდა”-  წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუქზე. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მადლიერება ღირსების ელემენტარული გამოხატულებაა, რომელიც ნაკრების ბიჭებმა საფეხბურთო მოედანზე და მოედნის მიღმაც უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს. “ეს ერთი თვეა, საქართველოში მოვლენები ჩვეულ რიტმში ვითარდება და განსაკუთრებული არაფერი ხდება, გარდა ერთისა: ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველოს უდიდესი სიხარული აჩუქეს, როდესაც პირველივე ევროპის ჩემპიონატზე უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და ევროპა ქართული საფეხბურთო ნიჭის შესახებ აალაპარაკეს. ეს წარმატება იყო უდიდესი ბედნიერება ჩვენი…

მეტი...

წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო თბილისის ნაწილს წყალმომარაგება  შეეზღუდება

თბილისის ნაწილი ისევ წყალმომარაგების გარეშე რჩება – ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. “გლდანი, წინამძღვრიშვილის ქ. N 4 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 7/5/2024 18:25 დან 7/6/2024 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზაჰესში – თავისუფლების, ყაზბეგის კეცხოველის, წინამძღვრიშვილის, მაყაშვილის, პლატინის და კასკადის ქუჩებს. რეაქტორს, სოფელი მუხათგვერდს ვაკე, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. N 11ა თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 7/5/2024 19:00 დან 7/6/2024 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:ალექსანდრე ყაზბეგის N11 ,11ა ,13, ვაჟა ფშაველას N8, ტაშკენტის N17 ნომრებს საბურთალო, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. N 14 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების…

მეტი...

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების მოპარვის ბრალდებით 30 წლის ქართველი დააკავეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავის სახლის ჩხრეკის შედეგად თითქმის 5 000 ზლოტის ღირებულების მოპარული საქონელი ამოიღეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით ემუქრება.

მეტი...

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

მეტი...