ჩინეთში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ ჩინეთში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 88 კი დაშავდა. ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, ტორნადომ შანგდონგის პროვინციაში 2 800 სახლი გაანადგურა და ხეები წააქცია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ბიუროში აცხადებენ, ადგილობრივმა მთავრობამ სამეთაურო ცენტრი შექმნა და რეაგირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება დაიწყო.

მსგავსი თემები