„სცადეს, ჩვეული „ღმუილით“ გადაეფარათ ის ზეიმი, რომელიც ქართველ ხალხს ნაკრების წარმატების შემდეგ დღემდე მოჰყვება”- კობახიძე

“მოსაწყენი ცხოვრების ნაწილია ის, რომ ნაცები ამ ქვეყნის დაუძინებელი მტრები არიან, რაც ქართულმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია კარგად გაიაზრა. სწორედ ამიტომ, მათ კიდევ ერთხელ სცადეს, ჩვეული „ღმუილით“ გადაეფარათ ის ზეიმი და ბედნიერება, რომელიც ქართველ ხალხს ნაკრების წარმატების შემდეგ დღემდე მოჰყვება”- წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსლში.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, როდესაც ქვეყნის მტერი გლანძღავს, ე.ი სწორად იქცევი. მან ქვეყნის მტრებად სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ მოიხსენია.

„ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს არ უნდა ეწყინოთ არცერთი ბოღმიანი სიტყვა, რომელიც ლიბერალურ-ფაშისტურმა უმცირესობამ მათ სრულიად ბუნებრივ მადლიერებას დაუპირისპირა. როდესაც ქვეყნის მტერი გლანძღავს, ეს ნიშნავს, რომ სწორად იქცევი და სწორი ადამიანი ხარ. ისინი ქვეყნის მტრები არიან, თქვენ კი პატრიოტები ხართ და ასეთ პირობებში, მათი თქვენთან დაპირისპირება სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ძაღლი ყეფს და ქარავანი მიქრის – ქვეყნის მტრები წუხან, მაგრამ ქართული ფეხბურთი წინ მიდის. ლიბერალური ფაშიზმი ვერც საქართველოს და ვერც ქართული ფეხბურთის წინსვლას ვერ შეაფერხებს. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ მრავალი გამარჯვება გველის, რასაც ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა და საქართველოს ყველა პატრიოტი ასე ძლიერ იმსახურებს” – აღნიშნავს პრემიერი.

შეგახსენებთ, რომ საერთო სახალხო ზეიმზე, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს, პრემიერის გამოსვლას მოქალქეთა ნაწილის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

 

“როდესაც ქვეყანა წარმატებას ზეიმობს, კოლექტიურ ნაცებს ბოღმა ახრჩობთ”- კობახიძე

 

მსგავსი თემები