ბოლნისში გარდაცვლილ სამხედრო მფრინავს დღეს, 14:00 საათზე, დაკრძალავენ. კახა ზურაბაშვილის ცხედარი გორის საკათედრო ტაძარში უკვე გადაასვენეს.
ქალაქ გორში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, სადაც რიგითი მოქალაქეები, პილოტის მეგობრები და ნათესავები გარდაცვლილისთვის პატივის მისაგებად მიდიან.
ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავი სუ-25 2 ივნისს ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინაეობს.