გომბორის გზაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მანქანა შეეჯახნენ – არის მსხვერპლი

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 33 წლის კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავი-ვაზიანი-გომბორის გზის დასაწყისში მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, მაშველები და სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მანქანები.

მსგავსი თემები