„ყველა ფეხბურთელს, სურს, რომ რაც შეიძლება დიდი დრო ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე“- ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე ამბობს, რომ ყველას სურს ევროპის ჩემპიონატზე, რაც შეიძლება მეტი დრო ითამაშოს. თუმცა მისი თქმით, იმ წუთებითაც კმაყოფილი და მადლიერია რაც მიიღო. ზივზივაძემ აღნიშნა, რომ ის მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რადგან საოცარი შედეგი დავაფიქსირეთ. პირველად, ისტორიული ევროპის ჩემპიონატი იყო და ჯგუფიდანაც გავედით, რაც ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი მიღწევა იყო და ბიჭები ბედნიერები ვართ იმით, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანეთ და ქართულ ფეხბურთშიც კიდევ ერთი დიდი ისტორია დავწერეთ.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას ვაფასებ, იმიტომ, რომ მთავარი მწვრთნელი ის არის, გადაწყვეტილებებს ის იღებს და მე, როგორც ერთი რიგირთი ნაკრების წევრი, ყველა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მეც, როგორც ყველა ფეხბურთელს, სურს, რომ რაც შეიძლება დიდი დრო ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა რამდენი წუთიც მივიღე, იმ წუთებითაც ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ.  ჩემს სტატუსებს ამაში არანაირი როლი არ მიუღია. ეგრეც რომ იყოს, მაგაში ვერავის ვერ გავყვები. მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა” – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

 

 

 

მსგავსი თემები