სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ვადები კატეგორიების და ქვეკატეგორიების მიხედვით განისაზღვრა

სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ვადები კატეგორიების და ქვეკატეგორიების მიხედვით განისაზღვრა. როგორც მომსახურების სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, AM, A, B, BE, T, S, A1, A2, B1 კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 15 წლით, ხოლო C, CE, D, DE, C1, C1E, D1, D1E და ტრამვაის კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია ხუთი წლით. „საერთაშორისო მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია სამი წლით (განურჩევლად მინიჭებული კატეგორიისა და ქვეკატეგორიებისა). მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მართვის მოწმობის შეცვლა ხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) წარდგენის საფუძველზე“,…

მეტი...

ბაიდენი ზელენსკისთან შეხვედრაზე $225 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს – Reuters

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ორივე ქვეყნის ლიდერი საფრანგეთში ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის მე-80 წლისთავის ღონისძიების გამო ჩავიდა. Reuters-ის ცნობით, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე ბაიდენი კიევისთვის 225 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს. ეს იქნება მათი პირველი პირისპირ მოლაპარაკებები მას შემდეგ, რაც ზელენსკი დეკემბერში ეწვია ვაშინგტონს. წყაროები ამბობენ, რომ 225 მილიონი დოლარის ახალი დახმარების პაკეტი მოიცავს საარტილერიო ჭურვებსა და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, სხვა საკითხებთან ერთად. AP წერს, რომ დახმარებაში შევა HIMARS სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალა, საარტილერიო ჭურვები და ნაღმტყორცნების სისტემები, საჰაერო თავდაცვის რაკეტები, საზენიტო რაკეტები Stinger,…

მეტი...

პროკურატურამ ერთ-ერთი კომპანიის ყოფილ დირექტორს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის, კერძოდ 3 მილიონ ლარზე მეტის გადახდისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, კერძოდ ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რის შედეგადაც მან 2014-2018 წლებში განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადს, ჯამში 3 098 967 ლარს”, – აღნიშნლია განცხადებაში. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე…

მეტი...

,,ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე, ყველანაირი მიმართულებით საქართველო წინ დგამს ნაბიჯებს” – კალაძე

„ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე“, – ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ საქართველოს დასახელებას მმართველობის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში. „ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე. ყველანაირი მიმართულებით საქართველო წინ დგამს ნაბიჯებს. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში, ეს ჩვენი გუნდის და ქართველი ხალხის დამსახურებაა. სასიამოვნოა, როცა თეთრზე გეუბნებიან თეთრს და ნაცარს არ გაყრიან თვალებში“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საქართველო მზადაა, რომ 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ზაფხულისთვის შესრულებული იყოს. „სიმართლე არის ერთი – საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმით და პარამეტრით არის გაცილებით…

მეტი...

„ცნობილ მთამსვლელს“ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს – ის ეროვნულ პარკში ქალებზე სექსუალურად ძალადობდა

პროფესიონალი, ცნობილი მთამსვლელი და სახელმძღვანელოს ავტორი ჩარლზ ბარეტი ქალებზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ბარეტს ბრალდება ორი მუხლით წარუდგინეს. მას ბრალი ედება იოსემიტის ეროვნულ პარკში, ერთი კვირის მანძილზე ჩადენილ ორ დანაშაულში, რაც გამოიხატება სექსუალური ძალადობასა და ქალთან შეურაცხმყოფელი სექსუალური კონტაქტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბრეტს ერთ ქალზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, სასამართლოს მსვლელობისას მის წინააღმდეგ ჩვენება კიდევ სამმა ქალმა მისცა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წელს ბარეტი ცხოვრობდა და მუშაობდა ეროვნულ პარკში. მან ქალს სამჯერ მიაყენა სექსუალური შეურაცხყოფა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მაამდე, კიდევ ერთი მსხვერპლი ბრეტმა სპორტდარბაზში „იპოვა“. 2010…

მეტი...

,,უწესო ადამიანი და დიქტატორია” – ჯო ბაიდენი პუტინის მუქარაზე

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პუტინის მუქარას უპასუხა. “ეიბისის” ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს მან განაცხადა, რომ პუტინი დიქტატორია. მისი თქმით, ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, თუმცა არ აძლევს უფლებას ოფიციალურ კიევს, ამერიკული იარაღით დაარტყას მოსკოვს ან კრემლს. ,,უკრაინისთვის ჩვენ მიერ გადაცემული იარაღის გამოყენება ნებადართულია რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, საიდანაც რუსული შეიარაღება უკრაინაში კონკრეტულ სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენება. რუსეთში 200 მილის სიღრმეში, ასევე, მოსკოვზე ან კრემლზე დარტყმების განხორციელების ნებას არ ვრთავთ. პუტინს ორმოც წელზე მეტია ვიცნობ. ის ორმოც წელზე მეტია პრობლემებს მიქმნის. უწესო ადამიანი და დიქტატორია. ერთდროულად ცდილობს, შეტევა განაგრძოს და საკუთარი ქვეყნის ერთიანობა შეინარჩუნოს”, –…

მეტი...

,,მკვდარი როდის იყო ცოცხლდებოდა?! – ასეა დღევანდელი ოპოზიციაც” – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს უსამართლოს უწოდებს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ერთგვარი წახალისებაა. „მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტი, უსამართლო დამოკიდებულებაა. ვერავინ ახსნის ბუნებაში, თუ რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა პრობლემა და ეწინააღმდეგებოდეს ევროპას ან ევროპულ ღირებულებებს. ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რეალურად რა ხდება და რა პროცესები მიმდინარეობს. ის გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ სანქციებთან დაკავშირებით გაჟღერდა, ერთგვარი წახალისებაა გარდაცვლილი ოპოზიციის, რომელიც არის „ზერო“, ნული. მკვდარი როდის იყო ცოცხლდებოდა?! მკვდარს ვერ გავაცოცხლებთ.…

მეტი...

,,უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღებისთვის” – მდინარაძე

,,უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღებისთვის”, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის სანქციებზე. ,,მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ამბავს. მაგალითად, უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ბოლო-ბოლო, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო! ასევე, ქართულ ოპოზიცია-აგენტურას უფლება აქვს უფრო კონკრეტული ამბებით გაიხაროს და არა მეათედ გამოცხადებული ზოგადი მინიშნებებით. არაადამიანური მოპყრობაა, როდესაც აიძულებენ აგერ უკვე მერამდენედ გამოხატონ აღტაცება ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს კიდევ უარესია, ვიდრე სიტყვა “რუსულის” ძახება შინაარსში შესვლის აკრძალვით. მათ ასეთი მოპყრობა არ დაუმსახურებიათ!”,…

მეტი...

18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, შემთხვევა 2023 წლის 17 ნოემბერს, დაბა ურეკში მოხდა. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში…

მეტი...

,,არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილისმომგვრელია სანქციებზე საუბარი” – კალაძე

,,არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილისმომგვრელია სანქციებზე საუბარი”, – ამბობს ,,ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძე აშშ-ის სანქციებზე. ,,კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. ეს არ ცვლის ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლას, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყნის მომავალზე, ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. არავის ეშინია ამ სანქციების. ერთხელ ვთქვით უკვე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. არასერიოზულია და ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. თქვენ შეგიძლიათ ახსნათ ერთი მიზეზი, რატომ შეიძლება მმართველი გუნდის წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული. ღიმილისმომგვრელია უბრალოდ სანქციებზე საუბარი, გულწრფელად გეუბნებით”, – ამბობს კალაძე.

მეტი...

თელავში დაკარგული 24 წლის ბიჭი იპოვეს

თელავიდან გაუჩინარებული 24 წლის ალექსანდრე ჩერნოვი ქუთაისში იპოვეს. ინფორმაციას ახალგაზრდა ბიჭის დედა ადასტურებს. „დამირეკა, კარგად არის, მადლობა ყველას”, – ამბობს დედა. ჯერჯერობით უცნობია დეტალები, რატომ აღმოჩნდა ახალგაზრდა ქუთაისში. ოჯახის წევრები და ახლობლები მას სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მათი თქმით, ბიჭს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ახლობლებთან ერთად, ძებნის სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია.

მეტი...

,,მირჩევნია ვიყო დასანქცირებული, ვიდრე ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები” – ხუნდაძე

,,მირჩევნია ვიყო დასანქცირებული, ვიდრე ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები”, – თქვა ,,ხალხის ძალის” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ აშშ-ს სანქციებთან დაკავშირებით. ,,ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ეს იყო მორიგი შეცდომა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა, როდესაც კანონმდებლებს ასანქცირებენ კანონის მიღებისთვის, ეს არის დემოკრატიის უკუსვლა… მე მირჩევნია და ჩემ გუნდს ურჩევნია იყოს დასანქცირებული, ვიდრე ჩვენ მაიდანიზაციის გზით მივიდეთ ომამდე და ჩვენმა მოქალაქეებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა მიიღონ ომში გაწვევის ფურცლები”, – განაცხადა ხუნდაძემ.

მეტი...

,,EU-მ მკაფიო გზავნილი უნდა გაგზავნოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებით” – რინკევიჩი

საერთაშორისო კონფერენციაზე ,,Riga StratCom Dialogue 2024″ ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა მწვავე კრიტიკა გამოხატა ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის მიმართ და ხაზი გაუსვა მკაფიო და ძლიერი გზავნილების აუცილებლობას ამ რეგიონში სტაბილურობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის. მან თქვა, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საერთაშორისო რეაგირება არასაკმარისი იყო. ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება მოითხოვს ევროკავშირის სწრაფ და მკაცრ მოქმედებას. მან შეშფოთება გამოხატა საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის გამო. რინკევიჩმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გააგზავნოს მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებით, რათა სიტუაცია არ გაუარესდეს. ,,თუ ჩვენ არ გავაგზავნით…

მეტი...

გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაციისთვის შსს-ს თანხმობა იქნება საჭირო

მიმდინარე წლის 7 ივნისიდან, გაზის (აირის) იარაღის, შეძენის/რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა. ,,სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად: თუ პირს სურს გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაცია საჭიროა მომსახურების სააგენტოში წარადგინოს იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან თანხმობა. დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, თანხმობის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო”, – აღნიშნულია…

მეტი...

ადამიანის ქვეყანაში შემოსვლაზე უკანონო უარის გამო შსს_ს ჯარიმა დაეკისრა

,,საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, კერძოდ, ბათილად ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს არ მიეცა საქართველოში შემოსვლის უფლება და სამინისტროს დააკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება. მათი თქმით, მოსარჩელე, რომელსაც გერმანიაში ჰქონდა ბინადრობის ნებართვა, 2020 წლის 20 დეკემბერს გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა ტრანზიტულად, თურქეთის გავლით, ხოლო აეროპორტში მას უთხრეს, რომ ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ ჰქონდა. ,,მოსარჩელეს აეროპორტში განუმარტეს, რომ საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, მას არ ჰქონდა ქვეყანაში შემოსვლის უფლება და მას მოუწია უკან გაბრუნება. ამ პერიოდში, კოვიდ პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში მოქმედებდა საერთაშორისო მიმოსვლის…

მეტი...

ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში კაცი დაჭრეს. ახალგაზრდა კაცს საკუთარი სახლის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მეტი...

,,ეს არის მორიგი შეცდომა” – წულუკიანი აშშ-ის სანქციებზე

,,ეს არის მორიგი შეცდომა”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა და აშშ-ის მიერ სანქციების პირველი პაკეტის დაწესებას გამოეხმაურა. ,,ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც სამწუხაროდ, მათდა სამწუხაროდ, ჩვენდა სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატები უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში. აქედან უკვე უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მორიგი შეცდომის, ეს არ არის პირველი შეცდომა, მორიგი შეცდომის შემდეგ ალბათ კიდევ სხვა შეცდომებიც იქნება. იმედი გვაქვს, რომ არა, მაგრამ დინამიკა ამას მე პირადად მავარაუდებინებს და ეს კიდევ უფრო გაწელავს დროში, გაახანგრძლივებს იმ დროს, რომელიც საჭიროა ასეთ დროს ორმხრივ ურთიერთობებში დადგეს დღე, როდესაც დაიწყება ფურცლის გადაშლა…

მეტი...

,,აშშ ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად უყურებს… კონგრესში MEGOBARI Act-ზე ყურადღება იზრდება” – ჰელსინკის კომისია

,,აშშ ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად უყურებს… კონგრესში MEGOBARI Act-ზე ყურადღება იზრდება”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია X-ზე წერს. ,,შეერთებული შტატები ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად უყურებს და კონგრესში MEGOBARI Act-თან დაკავშირებით ყურადღება იზრდება. დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს ჯგუფის ახალ თანათავმჯდომარეებს, ოსტინ სკოტი და ჯერი კონოლი დონ ბეკონთან, ლოიდ დოჯეტსა და მაიკ ლოულერთან ერთად”, – წერს კომისია.

მეტი...

,,რუსეთი საფრთხეა საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და საბოლოოდ ნატოსთვის, უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა” – პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინის საზღვრებზე არ გაჩერდება და რომ რუსეთი საფრთხეა საქართველოსთვის, მოლდოვისთვისა და საბოლოოდ ნატოსთვის. ამ თემაზე მან გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. მისი თქმით, ,,რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს, არის თავდასხმა ჩვენს მშვიდობაზე ევროპასა და მთელ მსოფლიოში”. პისტორიუსმა აღნიშნა, რომ რუსეთი დიდი ხანია ომის ეკონომიკაზე გადავიდა, აგრძელებს შეიარაღებას და დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა იფიქრონ, რომ ის უკრაინის საზღვრებთან გაჩერდება. ,,საბოლოოდ, რუსეთიც საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, მოლდოვასა და საბოლოოდ ნატოსთვის. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, ქალბატონებო და…

მეტი...

უფლებადამცველებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში რუს პროპაგანდისტებს უჩივლეს

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH), სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრმა (CCL) და ხარკოვის ადამიანის უფლებათა ჯგუფმა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) რუს პროპაგანდისტებს უჩივლა. ჯგუფმა სასამართლოში წარადგინა მოხსენება, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი რუსი პროპაგანდისტების მიერ უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი სიძულვილის დანაშაულები. კერძოდ, ისინი ადანაშაულებენ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ვლადიმირ სოლოვიოვს, დმიტრი კისელიოვს, მარგარიტა სიმონიანს და სერგეი მარდანს და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, დმიტრი მედვედევს. მომზადებულ მოხსენებაში საუბარია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, ალექსეი გრომოვის პასუხისმგებლობაზეც, რომლის მითითებითაც ხდება პროპაგანდისტული მასალების გავრცელება. გადაცემების (500 საათზე მეტი) ზედმიწევნითი ანალიზის შედეგად ავტორებმა გამოავლინეს სიძულვილის ენის 300-ზე მეტი…

მეტი...

რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები?

რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები?, – ამის შესახებ Fox News-ის ქართველი ჟურნალისტი ნანა საჯაია წერს და აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სანქციების პირველ პაკეტს განმარტავს. ,,რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები? პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ პროცესი დაიწყო და ოცნების ჩინოვნიკები ხელშეუხებელნი არ არიან; “ჯინი თავისუფალია”, შეერთებული შტატები საქართველოსთან მთავრობასთან (და არა საქართველოსთან) გადადის თვისობრივად ახალ ეტაპზე და ეუბნება, რომ მათ ქმედებებს ხედავენ და არ “გაატარებენ”; როგორც სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს თქვა, ეს არის სანქციების პირველი ეტაპი. შეზღუდვა ეხება 20-ზე მეტ ადამიანს (ზუსტი რიცხვი სპიკერს არ უთქვამს, მან თქვა between 2 and…

მეტი...

,,ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული” – მილერი

,,ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერიმ განაცხადა. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ გადადგამენ ნაბიჯებს ქვეყნის “დიდხნიანი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ”. ,,იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს, რათა წინ წაიწიონ თავიანთი ქვეყნის დიდხნიანი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ. მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, შეერთებული შტატები მზად არის განახორციელოს დამატებითი ქმედებები. ის ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული. ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოს მთავრობასთან…

მეტი...

,,ჩემი კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის და ნათლად აჩვენებს, რომ ეს მოკლევადიანი არ იქნება” – შაჰინი სანქციებზე

,,ჩემი კანონპროექტი [“ქართველი ხალხის აქტი”] ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის და ნათლად აჩვენებს, რომ ეს მოკლევადიანი არ იქნება”, – წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და სახდეპის მიერ სანქციების პირველი პაკეტის გამოცხადებას ეხმაურება. ,,მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს, დააწესოს სავიზო შეზღუდვები იმ პირებისთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიის შელახვასა და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაზეა პასუხისმგებელი. ჩემი ორპარტიული კანონპროექტი [“ქართველი ხალხის აქტი”] ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის და ნათლად აჩვენებს, რომ ეს გადაწყვეტილება მოკლევადიანი არ იქნება”, – წერს შაჰინი.

მეტი...

,,დავხვდეთ კობახიძეს” – თსუ-ის II კორპუსის წინ, 8 ივნისს, 09:00 საათზე, აქცია დაანონსდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის წინ, 8 ივნისს, 09:00 საათზე, საპროტესტო აქცია დაანონსდა. ,,შაბათს, დილის 9 საათიდან ვიკრიბებით თსუ-ის II კორპუსის წინ, სადაც მოსვლას აპირებს პრემიერად წოდებული მხდალი კაცი. ,,ლექტორი”, რომლის ლექციებსაც ფაქტობრივად მხოლოდ მის მიერ მიყვანილი პარტიის ახალგაზრდული ესწრება და ,,კაცი”, რომელიც უნივერსიტეტში მუდმივად ზონდერებით დადის, მათი მეშვეობით ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმებს აწყობს აკადემიურ სივრცეში კრიტიკულად განწყობილი სტუდენტების მიმართ. “პრემიერი”, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი საქართველოს რუსეთიზაციისა და დეევროპიზაციის პოლიტიკის, სასტიკი დარბევების, ტერორის და რეპრესიების. მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ყველა – არ აქვს მნიშვნელობა, ხართ თუ არა სტუდენტი. ეს პროტესტი ყველა თაობისაა.…

მეტი...

,,ბატონო პრემიერო, თუ თქვენ ეძებთ თქვენს მტრებს, გაიხედეთ ჩრდილოეთისკენ” – იან კელი კობახიძეს

,,ბატონო პრემიერო, თუ თქვენ ეძებთ თქვენს მტრებს, გაიხედეთ ჩრდილოეთისკენ”, – წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი და პრემიერის განცხადებას ეხმაურება MEGOBARI აქტზე. ,,ბატონო პრემიერო, თუ თქვენ ეძებთ თქვენს მტრებს, გაიხედე ჩრდილოეთისკენ, სადაც რუსული ჯარები აგრძელებენ ოკუპაციას, მუქარასა და დაპატიმრებას. თქვენი მეგობრები თქვენს შორის არიან, მუშაობენ, რომ დაგეხმარონ დასავლეთთან შეერთებაში, ოცნებასთან, რომელსაც ყოველი ტყუილითა და შეურაცხყოფით აშორებთ”, – წერს იან კელი.

მეტი...

,,მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს!” – ზავრადაშვილი

,,მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს!”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნებიდან” ირმა ზავრადაშვილი აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სანქციების პირველ პაკეტს ,,მე არ ვიცი, პირადად მე მეხება თუ არა ეს “სანქცია”, მაგრამ თუ მეხება ან მომავალში შემეხება, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით მეც და “ქართული ოცნების” ყველა დეპუტატიც. მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს! P.S. ისა და, ბლინკენს ეხლა გაახსენდა, სანქცირებულის ვინაობის გასაჯაროება რომ არ შეიძლება? მოსამართლეების დასანქცირებისას არ ახსოვდა ეგ საკითხი?”, – წერს ზავრადაშვილი.

მეტი...

„მზად ვართ საქართველოს მთავრობასთან ჩვენს ურთიერთობებს გადავხედოთ“-მეთიუ მილერი

„კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, ეს ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია – ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა. მილერის განცხადებით, აშშ-ის ქმედებები არა მხოლოდ სანქციებს ეხება, არამედ აშშ მზად არის საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების სრული გადახედვისთვის. „კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია… ყველას შევახსენებ, რომ სავიზო მონაცემები კანონით კონფიდენციალურია, ამიტომ რამე დონის დაკონკრეტებით [სახელების] თქმა არ შემიძლია. მაგრამ, როგორც ვთქვი, ისეთი ხალხი გამოვიძიეთ, ვინც ქმედებები განახორციელა დეზინფორმაციის გასავრცელებლად, დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის გამოყენებით თავდასხმისთვის…

მეტი...

„სავიზო შეზღუდვები მოიცავს “ქართული ოცნების” წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს“- მილერი

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა. სანქციები “ქართული ოცნების” წევრებს, დეპუტატებს, ძალოვნებს და კერძო პირებს ეხება. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე გააკეთა. მილერმა ბრიფინგი სწორედ საქართველოს საკითხით გახსნა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, სანქციები გავრცელდება მათ ოჯახის წევრებზეც და სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს. “შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებული რჩება “ქართული ოცნების” პარტიის ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, ისევე როგორც მისი ბოლო დროის განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადახვევის რისკს აჩენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მისი ხალხის ნებას. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა…

მეტი...

ამერიკამ საქართველოს ხელისუფლების წევრები დაასანქცირა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდაჭერისთვის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობისთვის, დემოკრატიის უგულვებელყოფისთვის, სანქციების პირველი პაკეტი გამოცხადდა. ამის  შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე ისაუბრა. მილერი ამბობს, რომ  სანქციები “ქართული ოცნების” წევრებს, დეპუტატებს და ძალოვნებს შეეხებათ. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, სია 30-მდე ადამიანისგან შედგება, თუმცა მილერი მათ ვინაობას არ ასახელებს. სანქციები ასევე შეეხებათ, ამ სიაში მყოფი პირების ოჯახის წევრებსაც. „ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და სავიზო შეზღუდვებს ეხება“- ამბობს მილერი

მეტი...

ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული სამი აქტივისტი დაზარალებულად ცნეს

თბილისში ე.წ „რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციის სამი მონაწილეს, პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტზე, დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. ამის შესახებ ერთ-ერთმა დაზარალებულმა გურამ ადამიამ განაცხადა. როგორც ადამია ამბობს, შესაბამისი დოკუმენტაცია პროკურატურამ მას დღეს გადასცა. ის ასევე გაეცნო სამართალდამცავების ჩვენებებს და თქვა, რომ რასაც პოლიცია ჩვენებაში წერს სიმართლეს არ შეესაბამება. „დაზარალებულად მაღიარა პროკურატურამ და ეს დოკუმენტაცია გადმომცეს. სასამართლოდან გადმომცეს პოლიციელების ჩვენებები და საერთოდ „კომედიები“წერია, საერთოდ სხვაგან ვიყავი და სხვა რამეები წერია“- თქვა  გურამ ადამიამ. ადამია ამბობს, რომ დამნაშავეების დასჯის იმედი არა აქვს.  

მეტი...

მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

შეფერხების შემდეგ თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მეტროში შეფერხება  ძაბვის ვარდნამ გამოიწვია. “აღნიშნულ ხაზზე სადგურებმა მგზავრთა მომსახურება შეაჩერეს. საჭირო გახდა მეტროსადგურ „წერეთელის“ გვირაბიდან მგზავრების გამოყვანა. ხარვეზის გამოსწორებისა და მგზავრთა გამოყვანის შემდეგ, ყველა სადგური გაიხსნა. ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”- აღნიშნულია განცხადებაში.   წერეთლის მეტროში მგზავრები გვირაბიდან გამოიყვანეს

მეტი...

წერეთლის მეტროში მგზავრები გვირაბიდან გამოიყვანეს

საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ისევ შეჩერებულია. მეტროში შეფერხების გამო, მოქალაქეები  გვირაბიდან გამოიყვანეს. ინფორმაციისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა, დაახლოებით, ნახევარი საათზე მეტია, რაც შეჩერებულია. სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე აღდგენითიო სამუშაოები დაწყებულია.   მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით არ მუშაობს

მეტი...

„ჩვენი იარაღით კრემლზე დარტყმის უფლებას არ ვიძლევით“- ბაიდენი

„ჩვენი იარაღით კრემლზე დარტყმის უფლებას არ ვიძლევით – პუტინს 40 წელზე მეტია რაც ვიცნობ, ის წესიერი ადამიანი არ არის”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება აქვს საზღვართან ახლოს. “უფლებას ვაძლევთ [ამერიკული იარაღი] გამოყენებულ იქნას საზღვართან ახლოს…მოსკოვზე, კრემლზე დარტყმების უფლებას არ ვაძლევთ” – განაცხადა ბაიდენმა.    

მეტი...

მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით არ მუშაობს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით არ მუშაობს. მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრების მომსახურებას დაახლოებიოთ ერთი საათია, ვერ ახერხებს. მათივე ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ადგილზე  ჯგუფი მუშაობს.

მეტი...

“ჩვენ არ ვართ რევოლუციებით და რეჟიმების ცვლილებებით დაკავებული”- ჰერჩინსკი

„როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვართ რევოლუციებით და რეჟიმების ცვლილებებით დაკავებული, ევროკავშირი მუშაობს ყველა დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან საქართველოში“- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ამჟამინდელ მთავრობასთან. „ვიმუშავებთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც აირჩევა, ვიმედოვნებ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე 26 ოქტომბერს“-განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.      

მეტი...

“„ოცნებამ“ არჩევნებით მანიპულირების და გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო„- გახარია

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც დიდი ხანია განაცხადა, რომ დამოუკიდებლად ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას“- განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ. გახარია ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო. “დღეს, ჩვენ, ამ პოზიციაზე ვართ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა, ხან ერთიანდებიან, ხან იშლებიან, სხვადასხვა ფორმატები იქმნება, ჩვენ ამასთან საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენ დამოუკიდებლად ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას. ხმების დაცვა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, სამწუხაროდ, დღეს როგორც მიმდინარეობს პროცესი, განსაკუთრებით, „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, ფაქტია, რომ „ოცნებამ“ არჩევნებით მანიპულირების და გაყალბების…

მეტი...