ბაიდენი ზელენსკისთან შეხვედრაზე $225 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს – Reuters

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ორივე ქვეყნის ლიდერი საფრანგეთში ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის მე-80 წლისთავის ღონისძიების გამო ჩავიდა.

Reuters-ის ცნობით, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე ბაიდენი კიევისთვის 225 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს.

ეს იქნება მათი პირველი პირისპირ მოლაპარაკებები მას შემდეგ, რაც ზელენსკი დეკემბერში ეწვია ვაშინგტონს. წყაროები ამბობენ, რომ 225 მილიონი დოლარის ახალი დახმარების პაკეტი მოიცავს საარტილერიო ჭურვებსა და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, სხვა საკითხებთან ერთად.

AP წერს, რომ დახმარებაში შევა HIMARS სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალა, საარტილერიო ჭურვები და ნაღმტყორცნების სისტემები, საჰაერო თავდაცვის რაკეტები, საზენიტო რაკეტები Stinger, Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, 155 მმ ჰაუბიცები.

ბაიდენი და ზელენსკი კვლავ შეხვდებიან მომავალ კვირას იტალიაში G7-ის ქვეყნების სამიტზე, სადაც ქვეყნების ლიდერები განიხილავენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფისთვის.

მსგავსი თემები