“„ოცნებამ“ არჩევნებით მანიპულირების და გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო„- გახარია

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც დიდი ხანია განაცხადა, რომ დამოუკიდებლად ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას“- განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ. გახარია ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო.

“დღეს, ჩვენ, ამ პოზიციაზე ვართ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა, ხან ერთიანდებიან, ხან იშლებიან, სხვადასხვა ფორმატები იქმნება, ჩვენ ამასთან საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენ დამოუკიდებლად ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას.

ხმების დაცვა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, სამწუხაროდ, დღეს როგორც მიმდინარეობს პროცესი, განსაკუთრებით, „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, ფაქტია, რომ „ოცნებამ“ არჩევნებით მანიპულირების და გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს ვერ მიაღწევენ, ცდილობენ, მაგრამ არსებობს ის რესურსები, რომლის მობილიზებითაც ჩვენ ყველამ ხმები უნდა დავიცვათ“- ამბობს გახარია.

 

მსგავსი თემები