ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში კაცი დაჭრეს. ახალგაზრდა კაცს საკუთარი სახლის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი თემები