,,ივანიშვილი საკმაოდ კარგ პოზიციაზეა, არ განიხილება ან პრეზიდენტად, ან პრემიერად” – გია ვოლსკი

,,ივანიშვილი საკმაოდ კარგ პოზიციაზეა, არ განიხილება ან პრეზიდენტად, ან პრემიერად”, – ამბობს ,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ვიცე სპიკერი გია ვოლსკი. ,,ბიძინა ივანიშვილი ამ სიაში რასაკვირველია არ იქნება. ეს მისი განცხადებაა, მისი პოზიციაა, საკმაოდ კარგ პოზიციაზე დგას, პოლიტიკური საბჭოს საპატიო წევრია, თუმცა პოლიტიკურ საქმიანობაში, ყოველდღიურ მუშაობაში მონაწილეობას იღებს და ამაზე იქით არ განიხილება მისი რაიმე ახალი პოზიცია, ან სიაში, ან პრეზიდენტად, ან პრემიერმინისტრად. არ ვიცი, ამ სიაზე ,,ქართული ოცნება” მუშაობს. ჩემთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, არც ღარიბაშვილთან დაკავშირებით არ მაქვს რაიმე კონკრეტული ცნობა, რადგან ამ თემაზე არ გვილაპარაკია დეტალურად. მე ვფიქრობ, რომ პრემიერმინისტრი,…

მეტი...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აკაკი ჩხენკელის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა

„აკაკი ჩხენკელი სრულიად ახალგაზრდა ებრძოდა აფხაზეთში იმპერიულ პოლიტიკას, რომლის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაცია. ამ ბრძოლაში თედო სახოკიასთან, ამბროსი ხელაიასთან ერთად მას დიდი წვლილი მიუძღვის. ამის გამო, მაშინდელმა ხელისუფლებამ აკაკი ჩხენკელი და სხვა მოღვაწეები 1904 წელს კავკასიიდან გადაასახლა. მის საქმიანობაში ძალიან დიდი ადგილი ეკავა ეროვნულ საკითხს. ის იყო დიდი პატრიოტი და მამულიშვილი“ – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. აფხაზეთში, ოქუმში დაბადებული და გაზრდილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის აკაკი ჩხენკელის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია სოხუმის უნივერსიტეტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ჩატარდა. კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ…

მეტი...

სააპელაციომ გააუქმა ბათუმში, აქციაზე დაკავებული შშმ პირის სამართალდამრღვევად ცნობაზე მიღებული დადგენილება – საია

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა შშმ პირის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე მიღებული დადგენილება. საია იცავდა მოქალაქის ინტერესებს, რომელიც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. შშმ პირი ბათუმში მიმდინარე აქციაზე დააკავეს. ,,საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, 2024 წლის 19 აპრილს ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარეობდა უსახლკარობის პრობლემასთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ცდილობდნენ აქციის მონაწილეებისათვის ხელი შეეშალათ პროტესტის გამოხატვაში, რა დროსაც დააკავეს შშმ პირი. მედიით გავრცელებულ კადრებში, ნათლად ჩანს, როგორ…

მეტი...

ოპოზიციის სია საერთო იქნება თუ ცალ-ცალკე, თავადვე აღიარებენ, რომ არჩევნები წაგებული აქვთ – გურამ მაჭარაშვილი

ოპოზიციის სია საერთო იქნება თუ ცალ-ცალკე, თავადვე აღიარებენ, რომ არჩევნები დე ფაქტოდ წაგებული აქვთ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია არჩევნების წაგებას შეგუებულია. „ოპოზიციის სია საერთო იქნება თუ ცალ-ცალკე, თავადვე აღიარებენ, რომ დე ფაქტოდ არჩევნები წაგებული აქვთ. ზოგიერთი კონგრესმენი კი ფერადი რევოლუციით იმუქრება. ზოგიერთი ოპოზიციონერი ამბობს, არ დაუშვებენ, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვიდნენ. ხალხს არ ეკითხებიან და უცხოელებს ეუბნებიან, იქნებ, როგორმე ხელისუფლებაში მოხვიდეთო. არჩევნები წაგებული აქვთ და ამას თავად შეგუებული არიან. ჩვენ კი არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარების შედეგად დე იურედ გავაფორმებთ მოგებას“, –…

მეტი...

,,აშშ-სთან შეთანხმება ,,ხიდია” უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება მოკავშირეობის ,,ფილოსოფიას” შეიცავს და ,,ხიდია” უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ. ამის შესახებ მან ჯო ბაიდენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იტალიაში განაცხადა. ,,დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა. უძლიერესი შეთანხმება შეინარჩუნებს ადამიანების სიცოცხლეს და შეიცავს დებულებებს ომის დასრულების შემდეგ მდგრადი მშვიდობისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე”, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ,,რუსეთი რეალური გლობალური საფრთხეა”. ზელენსკი ასევე ამბობს, რომ შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავებისა და სხვა იარაღის გადაცემას მოიცავს, რომელსაც ქვეყანა უკვე დიდი ხანია, ითხოვს.

მეტი...

,,რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს ღამის 12-ის ნახევარზე კრწანისში” – ოდიშარია პაპაშვილზე

დეპუტატი ბექა ოდიშარია აქტივისტს ბექა პაპაშვილს შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებს და ფიქრობს, რომ ის დაფინანსებულია. პაპაშვილმა გუშინ დეპუტატს ერთ-ერთ მარკეტში “მონა” დაუძახა, რის შემდეგაც, უკვე გარეთ, აქტივისტის თქმით, 3 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ,,თუ არ ხარ 100-დოლარიანი, ერთჯერადი მოხმარების პიროვნება, ამბობენ 100-დან 500 დოლარამდეო, მაგრამ მაგას მგონი რომ 100 დოლარს ვერ გაცდება. რა თქმა უნდა, ეს ადამიანი დაფინანსებულია, ახლა რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს ღამის 12-ის ნახევარზე მითხარით კრწანისში, სუპერმარკეტში?!”, – თქვა ოდიშარიამ. ჟურნალისტის კითხვაზე, მისი დავალებით სცემეს თუ არა ბექა პაპაშვილი, ბექა ოდიშარია პასუხობს: ,,სისულელეებს ნუ მეკითხებით. საერთოდ დაიმახსოვროს ყველამ,…

მეტი...

,,მიზანი არის ვესაუბროთ ხალხს, რომელსაც სურს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და კეთილდღეობა” – თეონა აქუბარდია

,,მიზანი არის ვესაუბროთ ხალხს, რომელსაც სურს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და კეთილდღეობა”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანიასთან დაკავშირებით „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“ განაცხადა. „მიზანი არის ვესაუბროთ ხალხს, რომელსაც სურს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და კეთილდღეობა. NDI-ი მათ შორის აძლიერებდა „ქართული ოცნების“ პარტიას, ისევე, როგორც ბრიტანული მხარდაჭერით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი და თუ მათთვის არ იყო პრობლემა ბრიტანული დაფინანსება, „ქართული ოცნების“ პარტიის გასაძლიერებლად, ახლა რატომ არის პრობლემა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მხარდაჭერა?!“ – აღნიშნა აქუბარდიამ.

მეტი...

,,ოპოზიციაში არც გაერთიანების ძალა აქვთ და ვერც ცალ-ცალკე ყოფნის შემთხვევაში აჩვენებენ სერიოზულ შედეგს” – ირაკლი ქადაგიშვილი

პოზიციაში არც გაერთიანების ძალა გააჩნიათ და ვერც ცალ-ცალკე ყოფნის შემთხვევაში აჩვენებენ სერიოზულ შედეგს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია ღრმა კრიზისშია. „მიუხედავად იმის, რომ უცხოეთიდან ბევრ საკვებს აწვდიან, რათა მათი არსებობა შედეგიანი იყოს, ვხედავთ, რომ ოპოზიციას არანაირი ხედვა არ აქვს, როგორი იქნება მათი პოზიციონირება მომავალი თვეების დროს. მათ არც გაერთიანების ძალა გააჩნიათ და ვერც ცალ-ცალკე ყოფნის შემთხვევაში აჩვენებენ რაიმე სერიოზულ შედეგს. ეს ის ღრმა კრიზისია, რაშიც ოპოზიციაა. მათ ვერც NDI-ის დაფინანსება უშველით და ვერც უცხოეთიდან გაკეთებული განცხადებები, რითაც ჰგონიათ, რომ ქართულ საზოგადოებას აღაშფოთებენ“, –…

მეტი...

ზელენსკისა და ბაიდენს შორის გაფორმებული შეთანხმება უკრაინისთვის F-16-ების გადაცემასაც მოიცავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავებისა და სხვა იარაღის გადაცემას მოიცავს, რომელსაც ქვეყანა უკვე დიდი ხანია, ითხოვს. ამის შესახებ მან ჯო ბაიდენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იტალიაში განაცხადა. ზელენსკის განცხადებითვე, აშშ-სთან გაფორმებული შეთანხმება მოკავშირეობის ,,ფილოსოფიას” შეიცავს და ,,ხიდია” უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ. ,,ნამდვილად ისტორიული დღეა. უძლიერესი შეთანხმება შეინარჩუნებს ადამიანების სიცოცხლეს და შეიცავს დებულებებს ომის დასრულების შემდეგ მდგრადი მშვიდობისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე”, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ,,რუსეთი რეალური გლობალური საფრთხეა”.

მეტი...

იძალადეს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად – ადვოკატის თქმით, ანტირუსულ აქციაზე დაკავებული ციხეში მძიმე პირობებშია

გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ ბრალდებული გლდანის ციხეში მძიმე პირობებში იმყოფება. მას სხვა პატიმრები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ავიწროებენ, რის უკანაც ხელისუფლება დგას. ,,რუსულმა ხელისუფლებამ და რუსულმა სისტემამ თავისუფალი ახალგაზრდები აიყვანა ტყვედ და  გამოკეტა გლდანის ციხეში, მაგრამ ამ ყველაფრით არ დაკმაყოფილდა და უკვე ახალგაზრდებთან კრიმინალი ტიტუშკები შეაგზავნა ციხის დაწესებულებაში და თვითონ საკანში, სადაც აღნიშნულ ადამიანზე, დაკავებულზე, იძალადეს ფსიქოლოგიურად, იძალადეს ფიზიკურად და უნდოდათ მასზე განეხორციელებინათ ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ იქვე მყოფმა პატიმრებმა გადაარჩინეს ეს ახალგაზრდა. ეს ყველაფერი სისხლის სამართლის დანაშაულია, როცა პატიმარ…

მეტი...

ბელარუსმა და სომხეთმა ერევნიდან და მინსკიდან ელჩები გაიწვიეს

ბელარუსმა და სომხეთმა ერევნიდან და მინსკიდან თავიანთი ელჩები გაიწვიეს. ერთი დღით ადრე სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ არც ის და არც სომხეთის სხვა წარმომადგენელი არ ეწვევა ბელარუსს, სანამ ხელისუფლებაში ალექსანდრე ლუკაშენკოა. გადაწყვეტილების მიზეზად კი ლუკაშენკოს განცხადება დასახელდა ბაქოსა და ერევანს შორის კონფლიქტზე. მაისის შუა რიცხვებში ბაქოში ვიზიტის დროს ლუკაშენკომ ომს ,,განთავისუფლება” უწოდა. ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ ბელარუსის ლიდერის პოზიციამ მთიანი ყარაბაღის ომზე გავლენა მოახდინა სომხეთის გადაწყვეტილებაზე ,,კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან” შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით. მოგვიანებით ელჩი კონსულტაციებისთვის მინსკში დაიბარა ბელარუსმაც. საგარეო ამბობს, რომ არ აპირებენ სომხეთთან ურთიერთობების გაუარესებას.

მეტი...

რუსეთმა ,,ქართული ლეგიონი” ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

რუსეთმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა ,,ქართული ეროვნული ლეგიონი”, რომელიც უკრაინაში იბრძვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით ლეგიონის საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალა. ФСБ-ის გ განცხადებაში წერია, რომ ,,ქართული ლეგიონი” 2014 წელს შეიქმნა ,,უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პატრონაჟით” და დღეს ,,ეროვნული ნიშნით დაკომპლექტებულ ყველაზე დიდი შეიარაღებული ფორმირება”. განცხადებაში წერა, რომ ლეგიონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში და ,,რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული და ტერორისტული აქტების ორგანიზებაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წამებაში და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში”. შეგახსენებთ, რომ ლეგიონის წევრების მიმართ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. ლეგიონის ხელმძღვანელს მამუკა მამულაშვილს მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად…

მეტი...

დაკავებულია 38 წლის მამაკაცი, რომელმაც დედა მოკლა, დაანაწევრა და ტყეში გადამალა

სანქტ-პეტერბურგის მახლობლად აღმოაჩინეს ქალის დანაწევრებული გვამი. Mash on the Moika-ს ინფორმაციით, ბოროტმოქმედი გარდაცვლილის 38 წლის ვაჟი, ნიკოლაი აღმოჩნდა. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, მამაკაცმა მოკლა 66 წლის დედა, რომელთანაც ცხოვრობდა. გარდაცვლილ ქალს სავარაუდოდ სიკვდილამდე თავში ჩაარტყეს. დანაშაულის დასაფარად ვაჟმა ცხედარი აბაზანაში დაანაწევრა და შავ პლასტმასის ჩანთებში ჩაალაგა. მან თავი და სხეული მინდორში გადაიტანა, სადაც გამვლელებმა აღმოაჩინეს. მკვლელმა კიდურების თავიდან მოშორება ვერ მოასწრო: ის სადარბაზოდან გასვლისას დაიჭირეს – სხეულის ნაწილებით სავსე ჩანთები ეჭირა, რომელთა დამალვა ჯერ ვერ მოასწრო. ნიკოლაი რეგისტრირებულია ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში. საკუთარი დედის სასტიკი მკვლელობის მოტივების შესახებ კითხვაზე, მამაკაცმა მიზეზად ეჭვიანობა დაასახელა.…

მეტი...

თბილისში უკრაინაში დაღუპულ ხვიჩა გვირჯიშვილს ემშვიდობებიან

თბილისში უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ხვიჩა გვირჯიშვილის ემშვიდობებიან. ის სამშობლოში ორი დღის წინ ჩამოასვენეს. მებრძოლი უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე, ლიმანის ტყეში, აფეთქების დროს 3 ივნისს დაიღუპა. ოჯახი ყვება, რომ გვირჯიშვილი პირველად 14 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომში გაიპარა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ის ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობდა, მაგრამ ახლობლები ამბობენ, რომ 2022 წელს რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ვერ მოითმინა და ისევ მოხალისედ წავიდა ბრძოლაში. ,,ბოლო კონტაქტი გვქონდა როცა ის წავიდა გერმანიიდან, მე ვთვლიდი, რომ ოჯახი უნდა დაეყენებინა პირველ ადგილზე, მან კიდევ ჩათვალა, რომ სამშობლო იყო პირველი. ერთადერთი, რაც შემიძლია,…

მეტი...

რუსთავში, ქუჩაში მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა

რუსთავში, ქუჩაში მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. შემთხვევა მე-17 მიკრორაიონში მოხდა. ,,ინფო რუსთავის” ცნობით, გარდაცვლილი 50 წლამდე კაცია. სავარაუდო მიზეზად, გულის შეტევა სახელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია.

მეტი...

,,პუტინი ვერ დაგვყოფს. ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ ამ ომში” – ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს. ამის შესახებ მან იტალიაში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ნათლად აჩვენა, რომ მსოფლიოში ნებისმიერი ბანკი, რომელიც სანქცირებულ რუსულ ბანკებთან მუშაობს, დაისჯება. ბაიდენის თქმითვე, პუტინი ენერგეტიკული პროექტებიდან შემოსავალზეა დამოკიდებული, თუმცა ახალი სანქციები მათ შეაფერხებს. ,,პუტინი ვერ დაგვყოფს. ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ ამ ომში”, – განაცხადა ბაიდენმა.

მეტი...

,,ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ თითქოს ,,გლობალური ომის პარტია” ვართ, ცუდი ზრახვები გვაქვს” – დანიგანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი ამბობს, რომ საქართველოში ვრცელდება დეზინფორმაცია ამერიკაზე, რომ თითქოს ის არის ,,გლობალური ომის პარტია”, აფინანსებენ რევოლუციას, რისი მოსმენაც გულსატკენია. დანიგანმა ისაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის ,,საბჭოთა მეხსიერება” საინაუგურაციო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ,,ჩვენ ამას ვხედავთ აქ, ვხედავთ ევროპაშიც და შეერთებულ შტატებშიც. ამიტომ, ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვეძლევა ამ პროექტის დაფინანსების შესაძლებლობა, რადგან ის იბრძოლებს რუსულ დეზინფორმაციასთან და ისტორიულ რევიზიონიზმთან და გაავრცელებს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საქართველოში რუსული მმართველობის დროს”, – თქვა დანიგანმა. მისი თქმით, ეს იქნება სამოქალაქო განათლების ღონისძიებები, ასევე გამოფენები და დოკუმენტური ფილმები. პროექტი…

მეტი...

ორმა მასწავლებელმა შიმშილობა დაიწყო – აქცია განათლების სამინისტროსთან

განათლების სამინისტროსთან სკოლის დირექტორობის კანდიდატებმა პროტესტი გამართეს. მაია ეკალაძემ და დათო ფერაძემ ღამე უწყებასთან გაათენეს და შიმშილობა დაიწყეს. ისინი აცხადებენ, რომ დირექტორობის შესარჩევი პროცესი ფასადურია. ეკალაძის თქმით, გაუშვეს სკოლაში, სადაც კონკურსში მონაწილეობას მოქმედი დირექტორი იღებს და არავინ უცო პირს იქ არ აირჩევს. ,,27 მარტიდან გვაქვს შეტანილი განცხადება, გვინდა დირექტორების კონკურსზე პასუხისმგებელ პირთან შეხვედრა და კითხვებზე პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, წინა კვირას ვუთხარი, რომ მივმართავთ რადიკალურ ფორმებს. არაფერ არ გაიგეს, არ გაითვალისწინეს მესამე თვე სრულდება დირექტორების კონკურსზე პასუხისმგებელ პირებს ვერ შეხვდით. ამ დროს გამოცხადდა შედეგები, გაგიშვეს სკოლებში, ოღონდ იმ სკოლებში,…

მეტი...

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, ქვეყანამ ფიზიკური და იურიდიული პირები დაასანქცირა. სანქციები შეეხო მათ, ვინც ჩართულია დეზინფორმაციასა და პროპაგანდისტულ ოპერაციებში. სანქციები, ასევე შეეხო მედიამენეჯერ არამ გაბერლიანოვის, რომელიც დგას რუსული LifeNews-ის პროექტების უკან, “Российская газета-ს”, ტელეარხებს – “Таврия ТВ”;”Мариуполь 2″; საიტ-ZaMediaს; Voice of Europe-ს რომელსაც ვიქტორ მედვედჩუკი აკონტროლებს. სიაში მოხვდა ავიაკომპანია “პობედა.” სანქციები შეეხება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორგანიზაციებს, რომლებიც ომის მცდელობების მხარდასაჭერად, რუსეთს ძირითად ტექნოლოგიასა და ელექტრო კომპონენტებს აწვდიან. ,,გარდა ამისა, სანქციები მიზნად ისახავს სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გვერდის ავლაში, რაც ხელს უწყობს რუსეთს…

მეტი...

სემეკში წყალმომარაგების საკითხებზე FCC Aqualia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ), ქ. თბილისის, ქ. რუსთავისა და ქ. მცხეთის წყალმომარაგების საკითხებზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინვესტორი კომპანიის FCC Aqualia-ს აღმასრულებელ დირექტორთან სანტიეგო ლაფუენტეს პერეს ლუკასთან, რეგიონულ დირექტორთან ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრესთან და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტთან შეხვედრა გაიმართა. ​სემეკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, კომისიის წევრები და წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სექტორში არსებული მარეგულირებელი ნორმები და სტანდარტები, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომსახურების არეალში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები. ასევე, ისაუბრეს კომპანიის სამომავლო გეგმებზე.…

მეტი...

,,სატელეფონო საუბარი მქონდა ჩინეთის ლიდერთან. მითხრა, რომ რუსეთს არანაირ იარაღს არ მიჰყიდდა” – ზელენსკი

,,სატელეფონო საუბარი მქონდა ჩინეთის ლიდერთან. მითხრა, რომ რუსეთს არანაირ იარაღს არ მიჰყიდდა”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიაში, დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში ჯო ბაიდენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,სატელეფონო საუბარი მქონდა ჩინეთის ლიდერთან. მითხრა, რომ რუსეთს არანაირ იარაღს არ მიჰყიდდა. ვნახოთ. თუ წესიერი ადამიანია, არ მიაწვდის, იმიტომ რომ ამის სიტყვა მომცა”, – თქვა ზელენსკიმ.

მეტი...

111 მოქალაქის კუთვნილ 10 108 695 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ – 5 ადამიანს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს დ თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, სხვადასხვა წლებში შპს „დელუქს დეველოპმენტი“ და შპს „დემაქს გოთუა“ დააფუძნეს. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა ბინის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლის საფუძველზეც კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღეს, რის შემდეგაც დაზარალებულებმა ორივე კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩარიცხეს. აღნიშნულის მიუხედავად, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და…

მეტი...

სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე სამართალდამცავი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი გ. ნ. ,,საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 მაისს, ქალაქ სიღნაღში, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზარალებული ვლადიმერ მჭედლიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდა. ამ დროს მასთან მივიდნენ სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. ერთ-ერთმა პოლიციელმა – გ. ნ.-მ მოუწოდა, შეეწყვიტა საჯარო სივრცეში ალკოჰოლური სასმელის დალევა, რასაც მოჰყვა მათ შორის შელაპარაკება. პოლიციის თანამშრომლებმა მჭედლიშვილი…

მეტი...

ფულის სანაცვლოდ ტექნიკურად გაუმართავ მანქანაზე ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში გასცეს – ბრალდებულია 3 ადამიანი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი პირი მისცეს. უწყების ცნობით, მოქალაქეს, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ოფიციალურად დადგენილი გადასახადის გარდა, დამატებით მოსთხოვეს და გამოართვეს 250 ლარი, რომლის სანაცვლოდაც, ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში გასცეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთაგან ერთ-ერთი მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში, უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტესტირების ჩატარების პროცესში, ოფიციალურად დადგენილი გადასახადის გარდა, მოქალაქეს დამატებით მოსთხოვეს და გამოართვეს 250 ლარი, რომლის სანაცვლოდაც, ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე გაცემულ იქნა ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში”,…

მეტი...

G7-ის გადაწყვეტილებით, გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას სესხის სახით 50 მილიარდი დოლარი გადაეცემა

დიდი შვიდეულის ქვეყნები შეთანხმდნენ, უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის სესხის გაცემაზე რუსეთის გაყინული აქტივების პროცენტის გამოყენებით. იტალიაში მიმდინარე სამიტში მონაწილეობას იღებდა უკრაინის პრეზიდნეტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინის ამ გზით დახმარების წინადადება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წამოაყენა. წინადადების არსი არის ის, რომ უკრაინა ახლავე მიიღებს 50 მილიარდს მოკავშირეებისგან, ხოლო სესხი დაფარდება პროცენტით გაყინული რუსული ოქროსა და სავალუტო რეზერვებიდან რომელიც შეადგენს დაახლოებით 300 მილიარდი ევროს. ისინი ინახება დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებში და წელიწადში რამდენიმე მილიარდი შემოსავალი მოაქვს. ტექნიკური დეტალები უახლოეს კვირებში დაზუსტდება, ახალი ფულადი სახსრები კიევში, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლომდე მიაღწევს G7-ის ყველა სახელმწიფოს კონტრიბუციის წყალობით.

მეტი...

იაპონია რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობის გამო რამდენიმე კომპანიას დაასანქცირებს

იაპონია რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობის გამო რამდენიმე კომპანიას დაასანქცირებს. არსებული ინფორმაციით, სანქციები დაუწესდებათ კომპანიებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინაში იმ მასალების მიწოდებით, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს მოსკოვის სამხედროების მიერ. მოხსენების თანახმად, შესაძლო სანქციები დაეკისრება “ჯგუფებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან მატერიალურ დახმარებაში, მათ შორის ჩინურ კომპანიებს.” მათ იაპონიიდან ექსპორტი აეკრძალებათ. სანქციები მზადდება და თუ გეგმები დასრულდება, იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა შესაბამის გადაწყვეტილებს, G7-ის სამშვიდობო სამიტზე, კვირის ბოლოს გამოაცხადებს.

მეტი...

ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს

ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, მას შემდეგ რაც სერვისის მიმწოდებელმა კერძო კლინიკამ, სამინისტროსთან შეუთანხმებლად, შეწყვიტა სერვისის მიწოდება. შესაბამისი განცხადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ფოთში, დიალიზის პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ფოთის მუნიციპალიტეტში, ბენეფიციარები, დიალიზის სერვისით 2021 წლიდან სარგებლობდნენ, თუმცა ლიცენზიის მქონე კლინიკა „ბომონდმა“, 12 ივნისს, თვითნებურად შეწყვიტა პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდება. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ბენეფიციარებს, ადგილზე, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, შეხვდნენ მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ უმოკლეს დროში, ბენეფიციარები,…

მეტი...

სითბური ტალღა და +37 გრადუსი – მეტეოროლოგის გაფრთხილება

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსახლეობას აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში სითბური ტალღა დაფარავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს. „მომდევნო 2 დღის განმავლობაში სითბური ტალღა დაფარავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს. კერძოდ, ტემპერატურა +32…+35-მდე, ზოგან +37-მდეა მოსალოდნელი. +36 გრადუსამდე დაცხება – იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში, რაც შეეხება აღმოსავლეთის რეგიონებს +34 გრადუსი იქნება მაქსიმალური ტემპერატურა, მათ შორის დედაქალაქშიც. სანაპირო კურორტებზე – ასევე ცხელი დღეები გვექნება +33 გრადუსამდე დაცხება, მაგრამ მომატებული ტენიანობა გააძლიერებს სითბოს ეფექტს. მაღალი ტემპერატურისა და მოწმენდილი ცის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია ანტიციკლონი, რომელიც მშვენიერ მზიან დღეებს გვჩუქნის ჩვენი რეგიონების…

მეტი...

შავი ზღვის წყლის ხარისხზე უახლესი ინფორმაცია ვრცელდება

შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. უახლეს მონიტორინგის შედეგებს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. შემოწმება ითვალისწინებს წყალში ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრების, მათ შორის, მძიმე მეტალების განსაზღვრას. ცნობისთვის, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი ყოველთვიურად, 12 წერტილში ტარდება.

მეტი...

10 საკითხი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ენერგეტიკული გაერთიანების ჩამოყალიბებამდე

ენერგეტიკული გაერთიანებები, რომლებიც აერთიანებს რამდენიმე ათას მოქალაქეთა ინიციატივას ევროკავშირის მასშტაბით, ეწევიან მრავალფეროვან აქტივობებს, როგორიცაა ელექტროენერგიის და სითბოს გამომუშავება, მიკროქსელის ექსპლუატაცია და ენერგიის მიწოდება. აღნიშნული საკითხები ოფიციალურად იქნა აღიარებული და რეგულირდება ევროკავშირის „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის” პაკეტის (CEP) ფარგლებში, რომელიც ხაზს უსვამს მოქალაქეების და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერებას ენერგეტიკულ ბაზრებზე. ამგვარი საკითხების საკანონმდებლო ჩარჩო შეიქმნა ელექტროენერგიის შიდა ბაზრის (EU) 2019/944 (IMED) და განახლებადი ენერგიის დირექტივის (EU) 2018/2001 (RED II), შესაბამისად. საქართველო, როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა, უახლოეს მომავალში გეგმავს ენერგეტიკული გაერთიანებების კონცეფციის შემოღებასა და მის სამართლებრივ დარეგულირებას. ქართულ კანონმდებლობაში ენერგეტიკული…

მეტი...

თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე 1 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ო.გ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ივნისს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ მ.წ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს”, – აღნიშნულია განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების…

მეტი...

,,3 კაცი დამესხა თავს… ერთ-ერთი როგორც ამბობდა, ოდიშარიას შვილია. ძირს დამაგდეს და წიხლები მირტყეს” – აქტივისტი

აქტივისტს, რომელმაც ,,ქართული ოცნების” წევრს, ბექა ოდიშარიას რუსი ეძახა, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ,,ფრესკოში” ვიყავი, სადაც შემოვიდა ბექა ოდიშარია. ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და ვკითხე, რუსულ კანონზე ხელი რატომ მოაწერა. დაცვა ახლდა თან და დაცვა და ეგ ერთად მაყენებდნენ შეურაცხყოფას. გარეთ რომ გავედი, 3 კაცი დამესხა თავს. ერთ-ერთი როგორც ამბობდა, ბექს ოდიშარიას შვილია. მარტო ვიყავი, ძირს დამაგდეს და წიხლები მირტყეს. დაზიანებები ზურგის და თავის არეში მაქვს მიღებული”, – ამბობს ბექა პაპაშვილი.

მეტი...

რუსთავში მამა-შვილს მანქანა დაეჯახა

რუსთავში, ქვეითად მიმავალ მამა-შვილს მანქანა დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კაცი და მისი არასრულწლოვანი შვილი ზებრა-გადასასვლელზე გადადიოდნენ. ორივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.  ამ დროისთვის, სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

უკრაინამ და აშშ-მ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს, რომელიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ აშშ G7-ის ქვეყნებიდან ბოლო და ჯამში მე-17 ქვეყანაა, რომელმაც უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი მოაწერა. დიდი შვიდეულის (G7) სამიტს წელს ფორუმის პრეზიდენტი ქვეყანა, იტალია მასპინძლობს. სამიტი ქალაქ ფასანოში 13 ივნისს დაიწყო და 15 ივნისამდე გაგრძელდება.  

მეტი...

ადამიანის ქსოვილებისგან დამზადებული მინი-ტვინებით ,,ცოცხალი კომპიუტერი” შექმნეს

შვეიცარიაში დაფუძნებული სტარტაპი FinalSpark აცხადებს, რომ შექმნა უნიკალური პროცესორი, რომელიც ადამიანის ტვინის ქსოვილისგანაა დამზადებული. კომპანიაში ამ ქსოვილებს მინი-ტვინებს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ,,ცოცხალ კომპიუტერს” სილიკონის ველზე გამოთვლებისთვის იყენებენ. ასევე: ლაბორატორიაში ადამიანის “მინი-ტვინებს” კომპიუტერული თამაში ასწავლეს და, აი, ახლა მკვლევრებს მასზე დისტანციური წვდომა ექნებათ. ამ მოწყობილობით ცდების ჩატარება შეეძლებათ, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც როგორც წესი, დიდ რესურსებს მოითხოვს. ,,ბიოლოგიური გამოთვლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ ნეირონებს ინფორმაციის დასამუშავებლად გაცილებით ნაკლები ენერგია სჭირდებათ, ვიდრე კლასიკურ კომპიუტერებს. ნეირონები ამისთვის საშუალოდ მილიონჯერ ნაკლებ ენერგიას იყენებენ”, – წერს FinalSpark-ის მეცნიერი და სტრატეგიული მრჩეველი,…

მეტი...

„დიდი შვიდეული“ წლის ბოლომდე უკრაინას სესხების სახით დაახლოებით 50 მილიარდ დოლარს გამოუყოფს” – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეული“ წლის ბოლომდე უკრაინას სესხების სახით დაახლოებით 50 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, „დიდი შვიდეული“ გამოიყენებს გაუთვალისწინებელ შემოსავალს რუსეთის სუვერენული აქტივებიდან სესხების დასაფარად.

მეტი...