,,რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს ღამის 12-ის ნახევარზე კრწანისში” – ოდიშარია პაპაშვილზე

დეპუტატი ბექა ოდიშარია აქტივისტს ბექა პაპაშვილს შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებს და ფიქრობს, რომ ის დაფინანსებულია. პაპაშვილმა გუშინ დეპუტატს ერთ-ერთ მარკეტში “მონა” დაუძახა, რის შემდეგაც, უკვე გარეთ, აქტივისტის თქმით, 3 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.

,,თუ არ ხარ 100-დოლარიანი, ერთჯერადი მოხმარების პიროვნება, ამბობენ 100-დან 500 დოლარამდეო, მაგრამ მაგას მგონი რომ 100 დოლარს ვერ გაცდება. რა თქმა უნდა, ეს ადამიანი დაფინანსებულია, ახლა რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს ღამის 12-ის ნახევარზე მითხარით კრწანისში, სუპერმარკეტში?!”, – თქვა ოდიშარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მისი დავალებით სცემეს თუ არა ბექა პაპაშვილი, ბექა ოდიშარია პასუხობს:

,,სისულელეებს ნუ მეკითხებით. საერთოდ დაიმახსოვროს ყველამ, რომ საქართველოში გინებაზე, მით უმეტეს, დედის გინებაზე, ჯერჯერობით არავის არ აუკრძალავს ის, რომ მიიღოს ისეთი პასუხი, როგორიც უნდა მიიღოს, მოწმე არის იქ უამრავი, რომ ჩვენ არ შეგვიგინებია, მას უბრალოდ იმ ტერმინს ვუწოდებდი, რაც ის არის, რაც ეკუთვნის ერთჯერადი მოხმარების საგანს, ერთჯერადი მოხმარების ადამიანს”, – ამბობს ოდიშარია.

მისივე თქმით, პაპაშვილი “მომწამვლელი გაზით” იყო ჩასაფრებული და ეს ყველაფერი კამერებზეა ასახული.

,,ის უსაფრდება პოლიტიკოსს, საქართველოს პარლამენტის წევრს, შურისძიების მიზნით, ამაზე პასუხს რომ გამცემს, მერე მიიღებს პასუხს ყველაფერზე”, – თქვა მან.

,,3 კაცი დამესხა თავს… ერთ-ერთი როგორც ამბობდა, ოდიშარიას შვილია. ძირს დამაგდეს და წიხლები მირტყეს” – აქტივისტი

მსგავსი თემები