კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, ქვეყანამ ფიზიკური და იურიდიული პირები დაასანქცირა.

სანქციები შეეხო მათ, ვინც ჩართულია დეზინფორმაციასა და პროპაგანდისტულ ოპერაციებში. სანქციები, ასევე შეეხო მედიამენეჯერ არამ გაბერლიანოვის, რომელიც დგას რუსული LifeNews-ის პროექტების უკან, “Российская газета-ს”, ტელეარხებს – “Таврия ТВ”;”Мариуполь 2″; საიტ-ZaMediaს; Voice of Europe-ს რომელსაც ვიქტორ მედვედჩუკი აკონტროლებს.

სიაში მოხვდა ავიაკომპანია “პობედა.” სანქციები შეეხება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორგანიზაციებს, რომლებიც ომის მცდელობების მხარდასაჭერად, რუსეთს ძირითად ტექნოლოგიასა და ელექტრო კომპონენტებს აწვდიან.

,,გარდა ამისა, სანქციები მიზნად ისახავს სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გვერდის ავლაში, რაც ხელს უწყობს რუსეთს ჰქონდეს წვდომა სანქცირებულ საქონელზე ან შემოსავალზე ნავთობიდან,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები