,,3 კაცი დამესხა თავს… ერთ-ერთი როგორც ამბობდა, ოდიშარიას შვილია. ძირს დამაგდეს და წიხლები მირტყეს” – აქტივისტი

აქტივისტს, რომელმაც ,,ქართული ოცნების” წევრს, ბექა ოდიშარიას რუსი ეძახა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

,,ფრესკოში” ვიყავი, სადაც შემოვიდა ბექა ოდიშარია. ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და ვკითხე, რუსულ კანონზე ხელი რატომ მოაწერა. დაცვა ახლდა თან და დაცვა და ეგ ერთად მაყენებდნენ შეურაცხყოფას. გარეთ რომ გავედი, 3 კაცი დამესხა თავს. ერთ-ერთი როგორც ამბობდა, ბექს ოდიშარიას შვილია. მარტო ვიყავი, ძირს დამაგდეს და წიხლები მირტყეს. დაზიანებები ზურგის და თავის არეში მაქვს მიღებული”, – ამბობს ბექა პაპაშვილი.

მსგავსი თემები