„მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება ოთხ დღეშია დაგეგმილი“- „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“

„სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24-საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს“- ამის შესახებ, აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დამუშავდა მეწყრული ფერდის ძირითადი ნაწილი, განხორციელდა მაგისტრალური მილის პირველადი დიაგნოსტირება და მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა დაზიანებული მილის ერთი მონაკვეთი. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაგისტრალური მილის შიდა სკანირება სპეციალური ტექნიკით, რათა იდენტიფიცირდეს სხვა დაზიანებული მონაკვეთების ზუსტი კოორდინატები და დაზიანების ხარისხი. სკანირებისა და დიაგნოსტირების სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება მილსადენის დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლება. გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ტერიტორია მეწყრული ზონაა, მილსადენის გრუნტისგან გამოთავისუფლების სამუშაოები საკმაოდ რთულია…

მეტი...

19 წლის ახალგაზრდას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ სამ ადამიანს ბრალდება დაუმძიმდა

საქართველოს პროკურატურა ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულ 3 ადამიანს ბრალდებას დაუმძიმებს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 ივნისს, ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა 19 წლის შ.ი.-ს ხელებით და ფეხებით თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმები მიაყენეს. დაზარალებული უგონო მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად, 21 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 15 ივნისს დააკავეს. თავდაპირველად დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის…

მეტი...

პაკისტანში ტურისტი ყურანის შეურაცხყოფის გამო ლინჩის წესით გაასამართლეს

მედიის ინფორმაციით, პაკისტანში ტურისტი ყურანის შეურაცხყოფის გამო ლინჩის წესით გაასამართლეს. ის ადგილობრივებმა პოლიციის განყოფილებიდან გაიტაცეს, სადაც სამართალდამცველებს უსაფრთხოების მიზნით ჰყავდათ გადაყვანილი. შედეგად, ტურისტი დაიღუპა. ინციდენტის დროს 11 ადამიანი დაშავდა, მათგან რვა პოლიციელია. ინციდენტში მონაწილე ასობით პირის მიმართ ახლა საქმეა აღძრული, მათ შორის ყველაზე პატარა ასაკის 13 წლის მოზარდია. სამართალდამცველები ადგილობრივი მეჩეთის წინამძღვარს ხალხის წაქეზებაში ადანაშაულებენ.

მეტი...

იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, სოფელ იგოეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მომხადრის  შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.  

მეტი...

თურქეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ სომხეთის გადაწყვეტილებას მიესალმება

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ სომხეთის გადაწყვეტილებას მიესალმება. უწყებაში ამბობენ, რომ თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა პალესტინა რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს. „მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორებიცაა ესპანეთი, ირლანდია, ნორვეგია და სლოვენია. როგორც ყოველთვის აღვნიშნავდით, პალესტინის აღიარება საერთაშორისო სამართლის, სამართლიანობისა და სინდისის მოთხოვნაა. თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა პალესტინა რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს“- ნათქვამია განცხადებაში. სომხეთის რესპუბლიკამ პალესტინის სახელმწიფო დღეს აღარა.  

მეტი...

„საარჩევნო ადმინისტრაციის მადისკრედიტებელი განცხადებები ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელდა“- ცესკო

“გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და მისი მმართველ პოლიტიკურ გაერთიანებასთან აფილირების მცდელობის კამპანია. უწყების მადისკრედიტებელი განცხადებები ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კონტექსტში გავრცელდა,”– ამის შესახებ ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, ცესკო შედგება 17 წევრისგან, მათ შორის რვა პროფესიული ნიშნით არის არჩეული, ცხრა კი – პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული. “შესაბამისად, პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან ასეთი უსაფუძვლო შეფასებები, შესაძლოა, ემსახურებოდეს იმ საერთო ნარატივს, რასაც ბოლო პერიოდში ვისმენთ საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ. მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ინსტიტუციას შორის არაერთ ფორმატში თანამშრომლობისა, პრეზიდენტის ინსტიტუტმა აირჩია ადმინისტრაციის დისკრედიტაციის გზა, რაც…

მეტი...

კვებითი ინტოქსიკაციის სავარაუდო ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთში საშაურმე შეამოწმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქობულეთში საშაურმეში “გივის შაურმა ნაკვერჩხალზე”  არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა. “ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორი არ არის რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და იმავე მისამართზე ფლობს საწარმოს, რომელიც ფუნქციონირებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. შედეგად, ობიექტი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 65-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე გაიცა რეკომენდაციები”, – წერია განცხადებაში. სააგენტოს ცნობით, აიღეს…

მეტი...

„გერმანიამ გამოიჩინა განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს“- დარჩიაშვილი

„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გერმანიას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში“ – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის განმარტებით, გერმანიამ გამოიჩინა განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. „სიმბოლურია, რომ გერმანია არის გაერთიანების სიმბოლო და ჩვენ სწორედ ბერლინიდან გამოვხატეთ ძალიან დიდი სურვილი, რომ საქართველო ძალიან მალე გაერთიანდეს. ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გაერთიანებული, გამთლიანებული გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. გერმანია ძალიან სიღრმისეულად იცნობს იმ…

მეტი...

ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა

თბილისში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება ტრაგიკულად დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ვარკეთილში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება უბნელებს შორის მოხდა. დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით მოათავსეს, თუმცა მისი გარდარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჯგუფური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

“საქართველოს ევროპისკენ გზა “ქართული კოშმარის” მიერაა დაბლოკილი”- ჟიგიმანტას პავილიონისი

“საქართველოს ევროპისკენ გზა “ქართული კოშმარის” მიერაა დაბლოკილი”- ამის შესახებ, ლიეტუვის პარლამენტის (სეიმის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონის “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. პავილიონისი სეიმში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “შთამაგონებელი შეხვედრა [მქონდა] სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან – სრული მხარდაჭერა [გამოვუცხადეთ] სომხეთის ევროპულ გზას სპიკერ ვიქტორია ჩმილიტე-ნილსონთან შეხვედრაზე. იმავე დღეს სეიმში მთელი გულით მივესალმეთ ლიბერალურ ოპოზიციას საქართველოდან, რომლის ევროპისკენ გზა “ქართული კოშმარის” მიერაა დაბლოკილი” – წერს პავილიონისი.  

მეტი...

„თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა!“- სალომე ზურაბიშვილი ელჩებს მიმართავს

“ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა! ” – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ელჩებს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას ელჩების ნაცვლად სტიკვა, რომ გაურკვევლობაში არიან, როცა ერთი უნდა თქვან და მეორე სწამთ. “საქართველოს ელჩებო, მოგმართავთ თქვენ. მოგმართავთ დღეს, რამეთუ აქამდე არ მომეცა საშუალება, რომ არც დიპლომატის დღეზე, არც ამბასადორიალზე, არც რომელიმე სხვა ღონისძიებაზე მომემართა თქვენთვის და სხვათა შორის, როცა მე მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნა იქაც, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ ვხვდებით. დღეს ჩავთვალე, რომ საჭირო იყო მომემართა თქვენთვის, რამეთუ თქვენ, ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენი…

მეტი...

„ორშაბათს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ“- იოზვიაკი

“ორშაბათს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. გადაწყვეტილება არ იქნება”, – აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით X-ზე წერს. “ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირი ამბობს, რომ პრინციპში არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება ორშაბათს საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან. უბრალოდ იქნება მსჯელობა, მაგრამ “ადრე თუ გვიან” ვნახავთ, როგორ მოვიქცეთ,” – წერს იოზვიაკი.

მეტი...

“ჯერ მეზობლის აივნის სახურავს დაეცა”- ქუთაისში 2 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადმოვარდა

ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. 2 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც  თვითმხილველებმა განაცხადეს, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ბავშვი ჯერ მეზობლის აივნის სახურავს დაეცა, შემდეგ კი ძირს დავარდა. “საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბედნიერები ვართ, რომ პატარას სიცელქე ტრაგედიით არ დასრულდა”, – აცხადებს თვითმხილველი.

მეტი...

“ჩვენ გვაქვს ჩვენი ოცნებები და მთავარი ოცნება არის რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება”- პრემიერი

„ჩვენც გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პოლიტიკით საბოლოო ჯამში იქნება შესაძლებლი საქართველოს, ქართველების ოცნების ახდენა, საქართველო იქნება ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ოთხი წელიწადი იყო განსაკუთრებით რთული სახელმწიფოებრიობის განვითარების გზზე. „ამ ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ამ ოთხი წლის წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი ბრძოლა გადავიტანეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და განგვემტკიცებინა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და ეს ბრძოლა იყო საბოლოო ჯამში ძალიან წარმატებული. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ვივლით მყარად, სწორი მიმართულებით, განვამტკიცებთ კვლავაც ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს და შევინარჩუნებთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, რაც არის საქართველოს განვითარების აუცილებელი პირობა“-ამბობს პრემიერი. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლების ოცნება ქვეყნის გამთლიანებაა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ოცნებები და მთავარი ოცნება არის რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გაერთიანება და ამ თვალსაზრისითაც სიმბოლურია, რომ ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ გერმანიაში. გერმანია არის სწორედ იმის სიმბოლო, თუ როგორ შეიძლება, მოთმინებით გაამთლიანო საკუთარი ქვეყანა. მოთმინებით ელოდებოდა…

მეტი...

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხაში

ძლიერი წვიმის შედეგად, წალენჯიხის ქუჩები დაიტბორა.  დაზიანებულია შიდა საუბნო გზები. მიმდინარეობს სტიქიის შედეგების დადგენა. მუნიციპალიტეტს შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია და ინტერნეტი. ადგილზე მერიის წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.  

მეტი...

“ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი”- კობახიძე

“დღეს ჩვენმა ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს ევროკავშირის ჰიმნი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვების მომავალი არის ევროკავშირში”- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში,საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის განმარტებით, საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. „ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს ჩვენმა ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს ევროკავშირის ჰიმნი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვების მომავალი არის ევროკავშირში. ეს ბავშვები იცხოვრებენ აუცილებლად ევროკავშირში, ეს ბავშვები…

მეტი...

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის წლის 6 მაისს ბრალდებულმა ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ  შეტყობინება განახორციელა. ადგილზე განხორციელებული შემოწმების შედეგად, სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ აღმოჩნდა“- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. უწყების ცნობით, წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.  

მეტი...

,,აშშ თვითონ როცა ურთიერთობს და ვაჭრობს ჩინეთთან, მაშინ ჩინეთი დემოკრატიული სახელმწიფოა და საქართველოს შემთხვევაში ხდება თურმე „დიქტატორული“ – გურამ მაჭარაშვილი

,,აშშ-ის მხრიდან საქართველოს მიმართ არასამართლიანმა და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა უკვე იმ მასშტაბებს მიაღწია, რომ ისიც კი ვნახეთ, საქართველოში ჩინეთის საელჩომ თუ როგორ უპასუხა ელჩ დანიგანის განცხადებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და არაპროფესიონალიზმსა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მიმართ აშშ-ის ვასალური დამოკიდებულება უკვე ხილული გახდა. „მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ 2022 წლის ნოემბერი იყო, როცა ჩვენ, „ხალხის ძალამ“, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში სიტყვები – „ვასალური დამოკიდებულება“ ვახსენეთ. ორი წლის თავზე ეს სიტყვები გაიმეორეს უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა, თურქეთის პრეზიდენტმა და…

მეტი...

პრეზიდენტის ინსტიტუტმა აირჩია ადმინისტრაციის დისკრედიტაციის გზა – ცესკო

,,მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ინსტიტუციას შორის არაერთ ფორმატში თანამშრომლობისა, პრეზიდენტის ინსტიტუტმა აირჩია ადმინისტრაციის დისკრედიტაციის გზა”, – ასე გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის შენიშვნებს. „გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და მისი მმართველ პოლიტიკურ გაერთიანებასთან აფილირების მცდელობის კამპანია. უწყების მადისკრედიტებელი განცხადებები ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კონტექსტში გავრცელდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები, „ხელს აძლევს მხოლოდ მმართველ პარტიას, რომ მეტი ხმა ექნება ცესკოში“ და ამ ცვლილებებით „აღნიშნული კომისია (ანუ ცესკო) გამოდის ერთპარტიული“. უნდა აღინიშნოს, რომ ცესკო შედგება 17 წევრისგან, მათ შორის 8 პროფესიული ნიშნით არის არჩეული,…

მეტი...

ვინ არის ბიჭი, რომელმაც თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე საქართველოს ნაკრების განლაგება გამოსახა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგი, რომელმაც თბილისში, ზაქარიაძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე საქართველოს ნაკრების განლაგება გამოსახა 24 წლის დავით ოღრაპიშვილია. „ვაპირებდი დამემტკიცებინა, რომ ვარ ნამდვილი ქომაგი. როგორც ხედავთ განვახორციელე ჩემი იდეა, ჩემი მოტივაცია იყო ის, რომ ნაკრების ფეხბურთელები ამ ყველაფერს ნახავდნენ“, – ამბობს დავით ოღრაპიშვილი, რომლის ინტერვიუს „ნატახტარი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, დავითი 22 ივნისს საქართველოს ნაკრებს გერმანიაში უგულშემატკივრებს.

მეტი...

სამშობიაროდან ქალს სხვისი შვილი გაატანეს

წლების წინ, ჩელიაბინსკში ქალმა ეჭვი შეიტანა, რომ მას მშობიარობის შემდეგ, სახლში სხვისი შვილი გაატანეს. თუმცა, დედის საყვედურებს საავადმყოფოში მუქარით შეხვდნენ და ურჩიეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წასულიყო. ქალმა გოგონა გაზარდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დღიდან გრძნობდა, ის მისი შვილი არ იყო. ამ ამბიდან მხოლოდ 30 წლის შემდეგ გაარკვია, რომ მისი შვილი მართლაც სხვის შვილში აერიათ და ის სულ სხვა ოჯახში გაიზარდა. მის ბიოლოგიურ შვილს საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა. ოჯახში მუდმივად ხმაური იყო, მამა სვამდა, ჩხუბობდა და ბავშვი 13 წლის ასაკიდან ბავშვთა სახლში ცხოვრობდა. ქალმა საკუთარი ქალიშვილი მაშინ იპოვა, როცა ის უკვე 30…

მეტი...

თემურ ქეცბაია მიმართვას ავრცელებს

ეროვნული გუნდის ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: „ძალიან დასამახსოვრებელი და ემოციური იყო ჩემთვის, როცა თურქეთთან მატჩის წინ, ქართველმა ქომაგებმა ჩემი გვარის სკანდირება დაიწყეს. არაფერია იმაზე ღირებული, როცა საკუთარი გულშემატკივრისგან იღებ სითბოს და ყურადღებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა აქტიური საფეხბურთო კარიერა დასრულებული გაქვს. 21 ივნისს, სელფის მიერ ორგანიზებულ საგულშემატკივრო სივრცეში, კიდევ ერთხელ მექნება შესაძლებლობა, შევხვდე ქართველ გულშემატკივრებს, ემიგრანტებს და მათთან ერთად ვისაუბრო ფეხბურთზე, ეროვნული ნაკრების მომდევნო თამაშებზე. გელოდებით19:00 საათიდან ჰამბურგში, Klempau Paulaner-ის პაბში,“ – წერს ქეცბაია.

მეტი...

ისრაელში, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან მძევალთა ოჯახის წევრები მეორე დღეა აქციას მართავენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია დღესაც გაგრძელდა. რეზიდენციასთან „ჰამასის“ მძევლების ოჯახის წვერები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად შეთანხმებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა მთავრობა „ჰამასთან“ ომის დარეგულირების უუნარობისა და „ჰეზბოლასთან“ დაძაბულობის გამოც გააკრიტიკეს. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, შეკრებილებს ისეთი მთავრობა სურთ, რომელიც „ხალხისთვის მუშაობს და მძევლების დაბრუნებას ცდილობს“.

მეტი...

ტრამპის კიდევ ერთ მრჩეველს სტივ ბენონს ოთხთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

მერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, კარლ ნიკოლსის გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან, სტივ ბენონი, კონგრესის უპატივცემულობის ბრალდებით ოთხთვიან საპატიმრო სასჯელს მოიხდის. სტივ ბენონის ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, რათა დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის სასამართლო დავის დასრულებამდე, ბრალდებული საპატიმროში არ გაეშვა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით სტივ ბენონის საქმე არ მოითხოვს ზოგადი წესდებიდან გადახვევას, რომელიც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მისჯიდან მის დაუყონებლივ მოხდას გულისხმობს. სტივ ბენონს კონგრესის უპატივცემულობის ბრალდებით ორ საქმეზე ედავებიან. პირველ რიგში 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით კონგრესის საგამოძიებო კომიტეტთან თანამშრომლობაზე უარის თქმას და ასევე, სტივ ბენონს ბრალად ედება დონალდ ტრამპთან დაკავშირებული…

მეტი...

ემანუელ მაკრონის რეიტინგი პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილების შემდეგ ექვსი პუნქტით დაეცა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილების შემდეგ ექვსი პუნქტით დაეცა. სოციოლოგიური გამოკითხვა, RTL-ის დაკვეთით, BVA Xsight-მა ჩაატარა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მაკრონის მიმართ დადებითად გამოკითხულთა 26%-ია განწყობილი, რაც მაისის მაჩვენებელზე 6 პუნქტით ნაკლებია. გამოკითხულთა 74% პროცენტი კი მის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. RTL-ის ცნობით, მაკრონი ასეთი არაპოპულარული არასოდეს ყოფილა, მათ შორის არც 2023 წლის აპრილში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტის დროს. რაც შეეხება ასამბლეის დათხოვნის გადაწყვეტილებას, გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მეთაური პასუხისმგებლობით არ მოქმედებს. 54% მიიჩნევს, რომ ეს ვერ გააუმჯობესებს პოლიტიკურ ვითარებას და ვერც დემოკრატიულ დებატებს გააცოცხლებს. გამოკითხვის მიხედვით, ფრანგების აბსოლუტურ…

მეტი...

იტალიაში ჰაერის ტემპერატურა +39 გრადუსს აჭარბებს – 3 რეგიონში გაფრთხილების ნარინჯისფერი დონე მოქმედებს

იტალიაში ჰაერის ტემპერატურა +39 გრადუსს აჭარბებს. მთავრობა ადგილობრივებს და ტურისტებს მოუწოდებს დალიონ წყალი და თავი აარიდონ მზეზე დგომას. ვარაუდობენ, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ტემპერატურა კიდევ უფრო გაიზრდება. 3 რეგიონში, მათ შორის სიცილიაში გაფრთხილების ნარინჯისფერი დონე მოქმედებს. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ასე იქნება 4 დღეს.

მეტი...

ამერიკელი სენატორები მოითხოვენ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას

აშშ-ის სენატში რუსეთის ტერორისზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ ორპარტიული კანონპროექტი დაინიცირდა. კანონპროექტის ინიციატორები, სენატორები, დემოკრატი, რიჩარდ ბლუმენტალი და რესპუბლიკელი, ლინდსი გრეჰემი არიან. ბლუმენტალმა და გრეჰემმა თქვეს, რომ მათ ,,პირველად ნახეს ტერორიზმის ის სახეობა, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა და დააფინანსა მთელ მსოფლიოში” – ბუჩაში, უკრაინაში ბოლო ვიზიტის დროს. სენატორების განცხადებით, კანონპროექტი აშშ-ს საშუალებას მისცემს დააწესოს უფრო მკაცრი სანქციები, მათ შორის მათთვის, ვინც რუსეთთან ბიზნესს აწარმოებს და აშშ-ის სასამართლო სისტემას გზას გაუხსნის სამართლიანობა მოძებნონ “პუტინის ბარბაროსული ქცევის” მსხვერპლთათვის. ,,ჩემი აზრით, ეს გზავნილი მსოფლიოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია მორალური თვალსაზრისით, როგორც ნებისმიერი პრაქტიკული შედეგი,” – თქვა…

მეტი...

„საქართველოს რკინიგზა” მგზავრებს აფრთხილებს

„საქართველოს რკინიგზა” მგზავრებს აფრთხილებს: „ძვირფასო მგზავრებო, გაითვალისწინეთ, რომ 1-ლი ივლისიდან არაელექტრონული, ლამინირებული პირადობის მოწმობებით, მატარებლებით მგზავრობას ვეღარ შეძლებთ. გამგზავრების წინ, ელექტრონული პირადობის მოწმობები, ე.წ. ID ბარათები უნდა წარადგინოთ”, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები. 15 მარტიდან მიმდინარეობს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათი) უსასყიდლოდ ჩანაცვლების აქცია. არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებისთვის, მიმართეთ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს.

მეტი...

8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაცია – სეს-მა ქობულეთში ერთ-ერთი საშაურმიდან ნიმუშები აიღო

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ქობულეთში საშაურმეში ,,გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ (მის: აღმაშენებლის N416) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. სახელმწიფო კონტროლი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა. ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორი არ არის რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და იმავე მისამართზე ფლობს საწარმოს, რომელიც ფუნქციონირებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. შედეგად, ობიექტი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 65-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე გაიცა რეკომენდაციები. მონიტორინგის…

მეტი...

სტიქიის გამო, სოფელი ხანი გარესამყაროს მოწყდა – 275 ოჯახის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ბაღდათის რაიონის მაღალმთიანი სოფელი ხანი სტიქიამ გარე სამყაროს მოწყვიტა. მდინარემ სოფელთან მისასვლელ ცენტრალურ გზას საძირკველი გამოაცალა, რის გამოც გზაზე გადაადგილება საფრთხისშემცველია. 275 ოჯახიან სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, რადგან სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ადიდებულმა მდინარემ ზეკარის ხეობაში არსებული მინერალური წყლების საწარმოც დააზარალა. ამ დროისთვის, უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ზარალს შესაბამისი კომისია ითვლის. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა სოფელ ხანთან მისასვლელად ალტერნატიული გზის მოწყობაზე.

მეტი...

ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს უფროსად ოლექსი მოროზოვი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამმართველოს (УДО) ახალ უფროსად ოლექსი მოროზოვი დანიშნა. ამის შესახებ ბრძანებულება, სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მანამდე, 9 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი სერგი რუდი გაათავისუფლა. ეს მოხდა ორი დღის შემდეგ, რაც უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ რუდის ორი თანამშრომელი, პოლკოვნიკები, სახელმწიფო ღალატსა და ტერაქტის განხორციელებაში თანამონაწილეობაში ამხილეს. უწყების თქმით, ჩავარდა რუსეთის FSB-ს გეგმა უკრაინის პრეზიდენტისა და მაღალი რანგის სხვა მოხელეების ლიკვიდაციის შესახებ. რუდი უწყებას 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა.

მეტი...

შეიარაღებული ძარცვა რობერტო ბაჯოს სახლში – ფეხბურთელი დაშავებულია

„იუვენტუსისა“ და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო იტალიაში მის სახლში მომხდარი შეიარაღებული ძარცვისას დაშავდა. BBC-ის ცნობით, 57 წლის ფეხბურთელის ვილაში ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათზე 5 ადამიანი შეიჭრა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელი ოჯახთან ერთად ევროპის ჩემპიონატს, იტალია-ესპანეთის თამაშს უყურებდა. ვეტერანი ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას თავზე ნაკერები დაადეს. ფეხბურთელის ოჯახიდან ფიზიკურად არავინ დაშავებულა, თუმცა, ინციდენტის შემდგომ შეშინებულები არიან. იტალიურმა პოლიციამ მომხდართან დაკავშიებით გამოძიება დაიწყო.

მეტი...

,,ახლა მიდის არასამთავრობო ორგანიზაციების დაშანტაჟება, რომ საქართველოში არ იმუშაონ და შემდეგ ეს საქართველოზე შემოტევის ახალ საბაბად აქციონ” – ირაკლი ქადაგიშვილი

,,მე ვფიქრობ, რომ ახლა მიდის არასამთავრობო ორგანიზაციების დაშანტაჟება, რომ საქართველოში არ იმუშაონ და შემდეგ ეს საქართველოზე შემოტევის ახალ საბაბად აქციონ”, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის კრიტიკულ განცხადებას. „მათი ეს პოზიცია საზოგადოებაში ბადებს დამოკიდებულებას, რომ ეს მართლა ხომ არ არის ფერადი რევოლუციების განხორციელების რბილი ძალა, რითაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არიან დაკავებულები. მაშინ უნდა თქვან, რომ ამერიკელი ხალხის ფული ქვეყანაში არაკონსტიტუციური ქმედებების დაფინანსებას ხმარდება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა. სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში მიღებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონს აკრიტიკებს. მისი თქმით, ეს…

მეტი...

სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთი მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში ,,ორი სახელმწიფოს” პრინციპს. სომხეთი ადასტურებს თავის ერთგულებას საერთაშორისო სამართლის და თანასწორობის, სუვერენიტეტისა და ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი და ცნობს პალესტინის სახელმწიფოს. ერევანი გმობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლებად აყვანას, უერთდება საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას მათ უპირობო გათავისუფლებაზე. პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს 193 წევრიდან 140-ზე მეტს.

მეტი...

რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა დონეცკის ოლქის, ქალაქი სელიდოვე დაბომბეს. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ინფორმაციას გუბერნატორი ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს. ფალაშაკინის განცხადებით, საჰაერო მართვადი ბომბები ქალაქის საცხოვრებელ ზონას მოხვდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ექვსი სახლი, ხუთი მაღალსართულიანი კორპუსი და მანქანა. რეგიონული ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის თავდასხმებს უკრაინაზე, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 6 ადამიანი ემსხვერპლა და 13 დაშავდა.

მეტი...

,,ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე” – სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ხელი მოაწერა განკარგულებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. მოლაპარაკებებს დელეგაცია, ლუქსემბურგში, მომავალ კვირას გახსნის. ,,დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვას EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. EU-ის წევრობა ჩვენი გზაა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქისთვის უკეთესი ცხოვრებისკენ. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს დელეგაციას, რადგან ისინი ოფიციალურად დაიწყებენ მოლაპარაკებებს ლუქსემბურგში მომავალ კვირას”, – წერს მაია სანდუ.

მეტი...