ძლიერი წვიმის შედეგად, წალენჯიხის ქუჩები დაიტბორა. დაზიანებულია შიდა საუბნო გზები. მიმდინარეობს სტიქიის შედეგების დადგენა. მუნიციპალიტეტს შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია და ინტერნეტი.
ადგილზე მერიის წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.