ვინ არის ბიჭი, რომელმაც თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე საქართველოს ნაკრების განლაგება გამოსახა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგი, რომელმაც თბილისში, ზაქარიაძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე საქართველოს ნაკრების განლაგება გამოსახა 24 წლის დავით ოღრაპიშვილია.

„ვაპირებდი დამემტკიცებინა, რომ ვარ ნამდვილი ქომაგი. როგორც ხედავთ განვახორციელე ჩემი იდეა, ჩემი მოტივაცია იყო ის, რომ ნაკრების ფეხბურთელები ამ ყველაფერს ნახავდნენ“, – ამბობს დავით ოღრაპიშვილი, რომლის ინტერვიუს „ნატახტარი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დავითი 22 ივნისს საქართველოს ნაკრებს გერმანიაში უგულშემატკივრებს.

მსგავსი თემები