მსოფლიოში, ფრინველის გრიპის ახალი შტამისგან გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

მსოფლიოში ფრინველის გრიპის ახალი შტამისგან გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმოს ცნობით, 23 მაისს მექსიკის ჯანდაცვის რეგულირების სამსახურმა აცნობა ჯანმოს H5N2-ის ტიპის ფრინველის გრიპით ინფიცირებული ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ეს არის H5N2-ის ტიპის ფრინველის გრიპით ადამიანის დაინფიცირების პირველი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. 59 წლის მამაკაცის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მას ფრინველებთან კონტაქტი არ ჰქონია. 17 აპრილს მას განუვითარდა ცხელება, ქოშინი, დიარეა, გულისრევა და ზოგადი სისუსტე. 24 აპრილს მამაკაცმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ის გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ის იმავე დღეს გარდაიცვალა. ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგად ინფიცირების სხვა შემთხვევები არ დარეგისტრირებულა. გარდაცვლილის 17 კონტაქტის ანალიზებმა უარყოფითი…

მეტი...

არგენტინის მთავრობა კიდევ 50 ათასი საჯარო მოხელის შემცირებას გეგმავს

არგენტინის მთავრობა კიდევ 50 ათასი საჯარო მოხელის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი ხავიერ მილეი ავრცელებს. „სახელმწიფოს მთელი სტრუქტურა ორჯერ შემცირდა. ამას თავისი ფასი ჰქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს ვათავისუფლებდით სამსახურიდან. საერთო ჯამში შემცირებაში მოჰყვება 75 000 ადამიანი, მათგან 25 000 უკვე შემცირებულია“, – აღნიშნა მილეიმ. მისივე თქმით, რეფორმებმა მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენებს და საშუალო კლასს დაარტყა. „ვიცოდით, რომ ჩვენი პროგრამა სოციალურ დაძაბულობას და ეკონომიკური აქტივობის ვარდნას გამოიწვევს“, – აღნიშნა მილეიმ.

მეტი...

“ჩვენ ვიხილეთ გარკვეული შეფერხებები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაში”-სტოლტენბერგი

ფინეთში ვიზიტით მყოფი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს უკრაინაში ძალების განთავსების გეგმა არ აქვს. მისი თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა იზრუნონ, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება აღარ მოხდეს. უკრაინას ნატო-ელი მოკავშირეების მხრიდან სჭირდება „პროგნოზირებადობა და ანგარიშვალდებულება“. „ბოლო თვეებში, ჩვენ ვიხილეთ გარკვეული ხარვეზები, შეფერხებები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაში. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს არ განმეორდეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მეტი...

წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა, ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება – ახალი დეტალები დევდორაკის ხეობაში არსებულ ვითარებაზე

ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, სააგენტოს მიერ გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა, ასევე, ამ დრომდე სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან. ,,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წლის 6 ივნისს, 08:35 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ვერტმფრენის მეშვეობით განხორციელდა დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და…

მეტი...

ზემო ფონიჭალაში მიუსაფარმა ძაღლმა არასრულწლოვანი დაკბინა

ზემო ფონიჭალაში მიუსაფარმა ძაღლმა არასრულწლოვანი დაკბინა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბავშვის მშობელი ავრცელებს. „ეს ვიდეო მტკიცებულება იმისა, რომ ჩემს შვილს სულ ტყუილად წამოუხტა ძაღლი და უკბინა. კიდევ კარგი რძის ბოთლი ეკავა ხელში და თავში ჩასცხო. მაგრამ დაკბენა მაინც მოასწრო. გავარკვიე უკვე როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფერზე რეაგირება. დამიდექით გვერდით კიდევ სხვები რომ არ დაზარალდნენ“, – წერს ბავშვის მშობელი.  

მეტი...

მოსამართლემ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ ცნო, მიღებული ინფორმაცია კი დაუშვებლად

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ იოსებ ბაბაევის საქმეზე, 4-5 ივნისს ჩატარებული ყველას საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ ცნო. მოსამართლე ლევან დარბაიძის გადაწყვეტილებით, უკანონოა ბაბაევის პირადი და მანქანის ჩხრეკა, ასევე მანქანისა და ტანსაცმლის ამოღება. გორის სასამართლოში ჩხრეკის კანონიერებაზე მსჯელობდნენ, ვინაიდან ბაბაევის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს.

მეტი...

,,ჩემი შვილიც წაიყვანეს და ერთი ძმაკაცი, ჩვეულებრივად იყო ბავშვი სახლში, თამაშობდა, არაფერი დაუშავებია” – ტერორისტულ დანაშაულზე დაკავებულის დედა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. სპეციალური ოპერაცია ბათუმში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. დაკავებულების სახლებიდან ამოღებულია ავტომატი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, დროშები ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები. მიმდინარეობს კონტრტერორისტული ღონისძიებები დაკავებულების ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების იდენტიფიცირების მიზნით. დაკავების ადგილის ერთი ლოკაცია გახლავთ ახალი ბულვარის ტერიტორია, მეორე კი ხელვაჩაურის დასახლება – სწორედ ამ ლოკაციებზე მიმდინარეობდა კონტრტერორისტული ცენტრის მიერ სპეციალური ღონისძიებები, რის შედეგადაც საქართველოს ორი მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცები დააკავეს. მათი საცხოვრებელი სახლებიდან კი ნივთმტკიცებულებები ამოიღეს.…

მეტი...

საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მუშაობა დროებით შეჩერებულია

,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო (მდინარე ,,დევდორაკში“ დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, შემოსული სასიგნალო შეტყობინების საფუძველზე, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს) საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგის“ მუშაობა დროებით შეჩერებულია”, – ამის შესახებ აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“ თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე. საფრთხის მოხსნის…

მეტი...

,,ეს იყო კლასიკური აუცილებელი მოგერიების შემთხვევა” – ვარკეთილში, ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

ვარკეთილში, ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა: ,,ეგ იყო კლასიკური აუცილებელი მოგერიების შემთხვევა. შეიძლება საქართველოში ასეთი არც მომხდარა. მიეჭრნენ სახლში, სცემეს, სახე ჩაულეწეს, სახის ძვლები ჩატეხილი აქვს. გაქცევა სცადა მეორე ოთახში, გაყვნენ ცემით და გაფორმებული იარაღი ჰქონდა და შეეცადა მოგერიებას”, – ამბობს დაკავებულის ადვოკატი პაატა მეხრიშვილი. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გასულ ღამეს მოხდა. დაკავებულია იური კალანდარიშვილი, რომელსაც მეზობლად მცხოვრები 39 წლის ბაჩო ბაშარულისა და მისი მეგობრის, 40 წლის ნიკა არჩვაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებიან. ადგილობრივებს მომხდარზე საუბარი უჭირთ და ინფორმაციას არ…

მეტი...

“ვინც ფიქრობს, რომ შეუძლიათ ზიანი მოგვაყენონ და ჩვენ გულზე ხელებს დავიკრეფთ, ცდება”-ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის ლიბანის ტერიტორიიდან „ჰეზბოლას“ თავდასხმებს უკიდურესად ძლიერ პასუხს გასცემს. „ვინც ფიქრობს, რომ შეუძლიათ ზიანი მოგვაყენონ და ჩვენ გულზე ხელებს დავიკრეფთ, ძალიან ცდება. უკიდურესად ძლიერ პასუხს გავცემთ, მზად ვართ ძალიან ძლიერი მოქმედებისთვის ჩრდილოეთში. ამა თუ იმ გზით ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ჩრდილოეთით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, ბოლო დღეებში ლიბანის ტერიტორიიდან „ჰეზბოლას“ თავდასხმები გამწვავდა. ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ კი „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ ჰურფეიშს დრონებით დაარტყა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა.

მეტი...

,,ძვირფასო ქართველებო, დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპულ პარტიები” – როთი

,,ძვირფასო ქართველებო, დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპულ პარტიები”, – წერს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი Facebook-ზე. ,,ძვირფასო ქართველებო, გმადლობთ რომ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამოხვედით ქუჩებში და ევროპული საქართველოსთვის იბრძვით. პოლიტიკა საკმაოდ რთული რამ არის. პოლიტიკა არ არის ბინძური, მას პოლიტიკოსები აბინძურებენ – ეს ყოველივე კარგად ვიცი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება. ამიტომაც, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპულ პარტიები. პოლიტიკური ცვლილებებისთვის ბრძოლა საპარლამენტო დემოკრატიის ფონზე მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაა; საქართველო ამას იმსახურებს!”, – წერს როთი.

მეტი...

ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო

ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო. დღეს ევროდეპუტატებს ესტონეთისა და ნიდერლანდების მოსახლეობა ირჩევს. ინფორმაციას ნიდერლანდური გამოცემა NOS-ი ავრცელებს. საარჩევნო უბნები ნიდერლანდებში ადგილობრივი დროით 7:30 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება. ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის 27 ქვეყანაში იმართება. ხმის მიცემის პროცესისთვის ოთხდღიანი პერიოდია (6-9 ივნისი) გამოყოფილი. ნიდერლანდებში არჩევნებში 12 პარტია მონაწილეობს, ქვეყანას ევროპარლამენტში 31 დეპუტატი ეყოლება.

მეტი...

,,არასდროს მიკადრია, ვიღაცისთვის დამერეკა, მეთხოვა მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა” – კალაძე

„პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც ბიჭებს ვაკადრებ, რომ პოლიტიკაში შემოვიყვანო და პოლიტიკური განცხადებები ვაკეთებინო“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის ადამიანები არიან მოძალადეები, ვისაც უჩნდება კითხვა – ხომ არ იყო ბუდუ ზივზივაძეზე ზეწოლა, რადგან მან თავად მოითხოვა სოციალური ქსელიდან მის მიერ გაკეთებული განცხადებების წაშლა. „რა ზეწოლის საქმეში? ამ კითხვის გაჩენაც, იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების სახით წარმოდგენილი რადიკალები არიან ზუსტად ის მოძალადე ადამიანები, ვინც ამას კადრულობენ. ისინი არიან მკადრებლები…

მეტი...

თელავში 24 წლის ბიჭს ეძებენ

თელავში 24 წლის ალექსანდრე ჩერნოვს ეძებენ. ახალგაზრდა კაცი სახლიდან გუშინ, 5 ივნისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, რომ მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ბოლო პერიოდის განმავლობაში გაუჩინარების სხვა შემთხვევაც ყოფილა. ბოლო ცნობებით, ბიჭი თბილისში ჩავიდა. მომხდარის შესახებ ოჯახმა პოლიციას უკვე აცნობა.

მეტი...

ვინ არიან ვარკეთილში მოკლული ახალგაზრდები – ახალი დეტალები

დააკავეს კაცი, რომელმაც გუშინ, ვარკეთილში ორი ადამიანი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 1980 წელს დაბადებულმა იური კალანდარიშვილი. ის ბრალის წარდგენის მოლოდინშია. მან მეზობლად მცხოვრებ 1985 წელს დაბადებულ ბაჩო ბაშარაულს და მის მეგობარს 1984 წელს დაბადებულ ნიკა არჩვაძეს სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით ჭრილობები მიაყენა. არსებული ინფორმაციით, მათ დაზიანებები თავის არეში აქვთ მიყენებული. ორივე დაჭრილი ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება მხარეებს შორის, ყოფით ნიადაგზე, ბრალდებულის სახლში დაიწყო. რა იყო დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.…

მეტი...

თბილისში 2 პირის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 2 პირის მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზეა დაკავებული. მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა ვარკეთილის ტერიტორიაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მოკლულებს ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ ჭრილობები მიყენებლი და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მოკლულების მეზობელი იყო და მათ შორის შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც მკვლელობით დასრულდა.

მეტი...

,,დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან,სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა, გამშვებ პუნქტ ,,დარიალიდან” მოხდა ევაკუაცია” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე შევიდა სასიგნალო შეტყობინება. ,,შემოსული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო ინფორმაციის გადამოწმება. პარალელურად პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე. ტერიტორიის დათვალიერების მიზნით, უკვე აფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებიან გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და გეოლოგები. ამავდროულად პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა სოფელ გველეთთან. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით…

მეტი...

ისრაელზე „ჰეზბოლას“ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა

„ჰეზბოლას“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას  „სიენენი“ ავრცელებს. როგორც „სიენენი“ წერს, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ შემთხვევა ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში მოხდა. მათივე ცნობით, „ჰეზბოლამ“ თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა. „სიენენის“ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქალაქში საჰაერო განგაშის სიგნალი არ ამოქმედებულა და მომხდარის გამო მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. უწყების თქმით, სპეციალური ოპერაცია ქალაქ ბათუმში ორ ადგილზე ერთდროულად ჩატარდა. ,,დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულებები”, – ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით აწარმოებს, რაც 3-დან 6 წლამდე და 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუს-ი ამბობს, რომ…

მეტი...

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს მოსწავლის მიმართ ბულინგში სდებენ ბრალს

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს მშობელი მოსწავლის მიმართ ბულინგში სდებს ბრალს. მეექვსე კლასის მოსწავლის დედა, ლელა ვერძაძე ამბობს, რომ სკოლის დირექტორი, რომელიც პარალელურად მათემატიკის მასწავლებელია, მოსწავლეს გამუდმებით სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. როგორც მან აღნიშნა, იძულებული გახდა ბავშვი სხვა სკოლაში გადაეყვანა. ოჯახმა საჩივრით უკვე მიმართა აჭარის განათლების მინისტრს. ,,სკოლის დირექტორმა, დამრიგებელთან ერთად კლასელების წინაშე განიხილა, რომ ბავშვის და მისი ერთად მუშაობა იქნებოდა შეუძლებელი. თვითონ ბავშვს აღარ აქვს სურვილი იმ სკოლაში ისწავლოს, რადგან მეუბნება, რომ დედა მე მრცხვენია ბავშვების წინაშე, ყოველ დღე შეურაცხყოფას მაყენებს, მე თავს დაჩაგრულად ვგრძნობ, მეშინია იმის ყოველ დღე რა…

მეტი...

მოტყუებით დაეუფლნენ ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში 704 714 ლარს – სისხლისსამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში, ბრალდებულების მიერ, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები, რომლებშიც შეტანილ იქნა ფიქტიური მონაცემები რეალიზებულ საქონელთან მიმართებაში, რა გზითაც კომპანიებს შეუქმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი. დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში 704 714 ლარს”, – წერია უწყების განცხადებაში. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9…

მეტი...

ჩეხეთში მატარებლის შეჯახების შედეგად 4 ადამინი დაიღუპა, 26 დაშავდა

ჩეხეთში მატარებლების შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. შემთხვევა ქალაქ პარდუბიცეში მოხდა, რა დროსაც სატვირთო და სამგზავრო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ. „არსებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმემ კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, – აცხადებს გუბერნატორი. პოლიციის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და ხორციელდებოდა მგზავრების ევაკუაცია.

მეტი...

მეორე დღეა, თბილისში 83 წლის ქალს ეძებენ

მეორე დღეა, თბილისში 83 წლის ქალს ეძებენ. ინფორმაციას დაკარგულის ოჯახის წევრი, ნინი ბალახაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს: ,,ძალიან გთხოვთ, სახლიდან გავიდა და შინ არ დაბრუნებულა 83 წლის მოხუცი ბებო. ვინმემ სადმე თუ შენიშნეთ ან შეხედეთ და იფიქრეთ რომ ეს ის ქალბატონია მარო ბებო გთხოვთ შემეხმიანეთ 571186848 არის შავ სამოსში ზედაც ქვედაც შავი ფერის აცვია უფრო ლილო, ვარკეთილი, ვაზისუბანი, სამგორი, ისანი შორს ვერ წავიდოდა… გუშინ შუადღის მერე ვეძებთ და ჯერ ამაოდ ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ”, – წერს ახლობელი.

მეტი...

მოსკოვი დასავლეთის წინააღმდეგ რეაგირებას განიხილავს

„გავაუმჯობესებთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა გავანადგუროთ რაკეტები“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. მისი შეფასებით, თავდასხმები დასავლელი სპეციალისტების მიერაა განხორციელებული. „რა უნდა გავაკეთოთ საპასუხოდ? გავაუმჯობესებთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა გავანადგუროთ რაკეტები. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ მსგავსი იარაღის მიწოდება საბრძოლო ზონაში შესაძლებელია ჩვენ ტერიტორიებზე თავდასხმისთვის,  რატომ არ გვაქვს უფლება, მივაწოდოთ იმავე კლასის იარაღი მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დარტყმები განხორციელდება იმ ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე, რომლებიც ამას რუსეთთან მიმართებაში აკეთებენ? როგორც ეს ქვეყნები იქცევიან, არის პირდაპირი ჩართულობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვიმოქმედოთ იგივე გზით. მთლიანობაში, ეს იწვევს სერიოზულ პრობლემებს“, – განაცხადა პუტინმა.…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, დმანისთან ახლოს 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს და წერს, რომ ეპიცენტრი დმანისის დასავლეთით, 22 კმ-ში, სოფელ ფარავანთან 8 კილომეტრში დაფიქსირდა.

მეტი...

რუსეთმა, შესაძლოა, სხვა ქვეყნებს დასავლეთზე დასარტყმელად იარაღი მიაწოდოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების მიწოდება და უფლების მიცემა, რომ ისინი გამოყენებული იყოს რუსეთის შიგნით თავდასხმებისთვის არის “საშიში ნაბიჯი”, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოსკოვის მიერ სხვა ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდება. ,,თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შესაძლებელია ასეთი იარაღის გაგზავნა საბრძოლო ზონაში, რათა ჩვენს ტერიტორიაზე დარტყმები მოხდეს და შეგვექმნას პრობლემები, მაშინ რატომ არ გვაქვს უფლება გავაგზავნოთ ჩვენი იგივე კლასის იარაღი მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დარტყმები განხორციელება იმ ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე, რომლებიც ამას აკეთებენ რუსეთის წინააღმდეგ?” – თქვა პუტინმა. მან გამოყო გერმანია, და თქვა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო…

მეტი...

დრონებით თავდასხმა იყო როსტოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ბელგოროდის ოლქში – ნავთობსაცავზე

დრონებით შეტევა იყო როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ბელგოროდის ოლქში ნავთობსაცავზე. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა დაწერა, რომ უკრაინა დრონებით დაესხა თავს ნავთობსაცავს სტარი ოსკოლის ურბანული რაიონის ტერიტორიაზე, გაჩნდა ხანძარი. მისი თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა. წინა თავდასხმა ნავთობსაცავზე სტარი ოსკოლში, ბელგოროდის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 13 მაისს იყო. ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობსაცავია, ამიტომ ჯერ უცნობია დარტყმა ერთი და იგივე სამიზნეზე იყო, თუ სხვადასხვაზე. როსტოვის ოლქის, გუბერნატორმა კი დაწერა, რომ დარტყმა ქარხანაზე ორჯერ მოხდა, პირველი თავდასხმის შემდეგ გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა განმეორებითი თავდასხმის გამო პროცესი შეჩერდა. გუბერნატორი აცხადებს, რომ ქარხანაში ხანძარი…

მეტი...

თბილისში 2 ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში 2 ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ინფორმაცია ერთ-ერთი მოკლულის ახლობელმა ,,მთავარ არხს” მიაწოდა. მისი თქმით, შემთხვევა ვარკვეთილში მოხდა. ამ დროისთვის, ცხედრები ექსპერტიზიდან სახლში გადაასვენეს. მისივე თქმით, მოკლულებს ,,3-3 ტყვია აქვთ თავში მოხვედრილი”.

მეტი...

უკვე რამდენიმე დღეა, ოჯახი ჭიათურაში 72 წლის ქალს ეძებს

უკვე რამდენიმე დღეა, ოჯახი ჭიათურაში 72 წლის ქალს ეძებს. ,,ჭიათურაში დაიკარგა 72 წლის ქალბატონი ლენა ქურციკიძე. აქვს მეხსიერების პრობლემა. სავარაუდოდ სახლიდან 29 მაისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ძებნის მიუხედავად არ ჩანს არანაირი კვალი. გთხოვთ ყურადღებით დააკვირდეთ ფოტოებს და თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას ან შეგიმჩნევიათ სადმე დაუკავშირდეთ ოჯახს ნომრებზე: 598 779 999, 551 557 558”, – წერს ოჯახი.

მეტი...