მოსამართლემ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ ცნო, მიღებული ინფორმაცია კი დაუშვებლად

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ იოსებ ბაბაევის საქმეზე, 4-5 ივნისს ჩატარებული ყველას საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ ცნო.

მოსამართლე ლევან დარბაიძის გადაწყვეტილებით, უკანონოა ბაბაევის პირადი და მანქანის ჩხრეკა, ასევე მანქანისა და ტანსაცმლის ამოღება.

გორის სასამართლოში ჩხრეკის კანონიერებაზე მსჯელობდნენ, ვინაიდან ბაბაევის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს.

მსგავსი თემები