“ჩვენ ვიხილეთ გარკვეული შეფერხებები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაში”-სტოლტენბერგი

ფინეთში ვიზიტით მყოფი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს უკრაინაში ძალების განთავსების გეგმა არ აქვს.

მისი თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა იზრუნონ, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება აღარ მოხდეს.

უკრაინას ნატო-ელი მოკავშირეების მხრიდან სჭირდება „პროგნოზირებადობა და ანგარიშვალდებულება“.

„ბოლო თვეებში, ჩვენ ვიხილეთ გარკვეული ხარვეზები, შეფერხებები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაში. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს არ განმეორდეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები