6 წლამდე პატიმრობა ემუქრება 2 პირს, რომლებიც პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანების გამო დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ო.ო. და წარსულში ნასამართლევი 2001 წელს დაბადებული ს.მ. დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 მაისს, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ს.მ.-მ და ო.ო.-მ სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს. გამოძიება…

მეტი...

,,ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს” – კალაძე

„ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერი გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოს მოწოდებას, 17 მაისის ერთად აღნიშვნასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება. „როგორც იცით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. ოჯახი არის ის, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო. დაცული, ხელშეუხებელი, ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს. სამშობლოს სიყვარულიც სწორედ ოჯახიდან იწყება. მეგობრებო, საქართველოს საპატრიარქო მოგვიწოდებს, ერთად აღვნიშნოთ ეს დღე. ხვალ, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, პარაკლისის…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, რუსული კანონის წინააღმდებ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებული  ძალადობის ფაქტები განიხილეს. სახალხო დამცველმა პრეზიდენტს საპროტესტო აქციებზე დაკავებულებისა და სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია”, – წერს ადმინისტრაცია.

მეტი...

,,თქვენთან ერთად ვდგავართ ამ ბრძოლაში, მადლობა!” – საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტები გაფიცულ სტუდენტებს

საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტები გაფიცულ სტუდენტებს სოლიდარობის წერილით მიმართავენ: ,,ძვირფასო სტუდენტებო საქართველოში, ჩვენ, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტები გიცხადებთ სოლიდარობას თქვენს გადაწყვეტილებაში, სასწავლო პროცესის ნაცვლად მონაწილეობა მიიღოთ საპროტესტო აქციებში მანამდე, სანამ პარლამენტი რუსულ კანონს არ გაიწვევს. ჩვენ, თქვენთან ერთად ვდგავართ ამ ბრძოლაში, ვინაიდან ის ყველა ჩვენთაგანისაა. ეს არის ბრძოლა დემოკრატიისთვის და ქართული, მაშასადამე ევროპული ღირებულებებისთვის. თქვენი პროტესტი განასახიერებს ჩვენს საერთო მისწრაფებებს და სულისკვეთებას ჩვენი ევროპული მომავლის მიმართ. მადლობა ყველა ქართველ სტუდნეტს, რომ დღეს იქ დგას სადაც ჩვენ, უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტები, ვერ ვახერხებთ ყოფნას. არა რუსულ კანონს! არა რუსეთს! კი ევროპას! საქართველო ევროპაა! ურყევი…

მეტი...

მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას, გადახედონ საქართველოსთვის ჩვენ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ,,ქართულ ოცნებას” გაიწვიოს გამჭვირვალობის შესახებ კანონი მანამ, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს ქვეყნის შიგნით და კიდევ უფრო მეტად შეუქმნის საფრთხეს საქართველოს ევროპულ მომავალს. ,,ვწუხვართ საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოეთის აგენტების კანონის” მიღების გამო. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ მმართველმა უმრავლესობამ უგულებელყო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის შეშფოთება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი მანამ, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს საქართველოს შიგნით და კიდევ უფრო მეტად შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის ევროპულ მომავალს”, – ნათქვამია განცხადებაში. ევროპარლამენტარები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ…

მეტი...

წვიმა, ელჭექი, ნალექი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით…

მეტი...

პორტუგალიის პარლამენტში ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად კენჭისყრა ჩატარდება

,,უცხოური აგენტების” შესახებ კანონის მიღების შემდეგ პორტუგალიის საკანონმდებელო ორგანოში პარტია ,,ლიბერალურმა ინიციატივამ” ქართველი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატ კენჭისყრის ჩატარების წინადადება წარადგინა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ კანონის მიღება სამოქალაქო საზოგადოებაზე პირდაპირი თავდასხმაა და გადაწყვეტილება ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს. ,,საქართველოს მმართველი პარტია, სახელად ,,ქართული ოცნება”, ცდილობს, რომ ევროკავშირში ყოფნის ქართველი ხალხის ოცნება ,,უცხოეთის აგენტების” კანონპროექტის წინ წაწევით გაყიდოს აღნიშნული კანონპროექტი სერიოზული თავდასხმაა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, ეჭვქვეშ აყენებს როგორც ქვეყნის გახსნილობას გარე სამყაროსთან მიმართ, ასევე იმ კავშირებს, რომელთა გაღრმავებასაც საქართველო დანარჩენ ევროპის კონტინენტთან ცდილობდა. ლიბერალური ინიციატივა ქართველი ხალხის მხარეზეა მათ ბრძოლაში, იყვნენ…

მეტი...

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

მთავრობამ “ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის” დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადა. 15 მაისის დადგენილებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

მეტი...

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მე-12 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მიზეზი ინტენსიური წვიმის შედეგად გზის ამ მონაკვეთზე ჩასული კლდოვანი მასაა, რომლის გაწმენდითი სამუშაოებიც მიმდინარეობს. უწყება არ აკონკრეტებს რამდენი ხნით იზღუდება მოძრაობა.

მეტი...

პუტინი ჩინეთში სი ძინპინს ხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში სი ძინპინს ხვდება. ეს მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტია უპრეცედენტო, მეხუთე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ. პუტინს მასშტაბური დახვედრის ცერემონიალი მოუწყვეს, შესრულდა რუსეთისა და ჩინეთის ჰიმნები, პრეზიდენტის მარშრუტი გაფორმებული იყო წითელი ხალიჩით. ჩინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მის ქვეყანასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 75-ე წლისთავია და რომ ის და პუტინი ერთმანეთს 40-ზე მეტჯერ შეხვდნენ. მან აღნიშნა, რომ ურთიერთობები “იოლი არ ყოფილა” და რომ ორივე მხარემ კიდევ უფრო მეტად უნდა დააფასოს და დაიცვას ის.

მეტი...

თბილისში 68 წლის ქალს ეძებენ

თბილისში 68 წლის ქალს ეძებენ. ოჯახის ცნობით, მანანა ყაზაიშვილი სახლიდან 14 მაისს გავიდა და მას შემდეგ, მისი ადგილსამყოფელი უცნობია: ,,მეორე დღეა არ ვფლობთ ინფორმაციას და ვეძებთ მანანა ყაზაიშვილს, 68 წლის. სახლიდან (ქ.თბილისი, გოგებაშვილის ქუჩა) 14მაისს, საღამოს დაახლოებით 9 საათზე გავიდა. ტელეფონი გათიშული აქვს. არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის არც ალცჰაიმერი. გთხოვთ გააზიარეთ და დაგვეხმარეთ მის პოვნაში”, – წერს სოციალურ ქსელში მამუკა ყაზაიშვილი. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ოჯახს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 599-77-72-84 577-95-04-43

მეტი...

,,ევროპულ ქვეყნებში ან ამერიკაში პოლიტიკოსებს რისთვის ირჩევსმოსახლეობა, რომ სხვა ქვეყნების ინტერესები გაატაროს?” – კალაძე

„წარმოიდგინეთ, ჩვენ, ხელისუფლებას რომ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა და დაგვეშვა შეცდომა, მივერთებოდით სანქციებს, გაგვეხსნა მეორე ფრონტი ქვეყანაში, დღეს სად ვიქნებოდით? ჯოჯოხეთი იქნებოდა საქართველოში“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, მაშინ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო და ამით ქვეყანას ომი აარიდა. „გავიხსენოთ, როდესაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, რა განცხადებები კეთდებოდა იმავე ადამიანებისა და ორგანიზაციების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, სანქციების მიერთება-არმიერთებასთან დაკავშირებით. მე ერთი რამ მიკვირს – ჩვენ რა გვგონია, ევროპულ ქვეყნებში ან ამერიკაში პოლიტიკოსებს ირჩევს მოსახლეობა და რისთვის ირჩევს,…

მეტი...

დღეს „დონორების რევოლუციის“ მოწყობის მცდელობა აქვთ – კალაძე

„მინდა ყველას ვუთხრა – როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ – უკრაინიზაცია საქართველოში ვერ მოხდება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პროცესები, რაც დღეს საქართველოში ხდება, ერთი-ერთში არის იმ პროცესების ანალოგი, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა. მისივე თქმით, დღეს არის მცდელობა, რომ „დონორების რევოლუცია“ მოაწყონ. „გადავხედოთ წარსულს, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მიმართ მიზანმიმართული რყევები მიმდინარეობს. პირველად, ოპოზიცია რევოლუციის მოწყობას ცდილობდა, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები ხალხს მოუწოდებდნენ, მთავრობა უნდა გადადგესო. ამას მოჰყვა „ჟურნალისტების რევოლუციის“ მცდელობა. დღეს, 2024 წელს „დონორების რევოლუციის“ მოწყობის მცდელობა…

მეტი...

,,ვერც ერთი ადამიანი მოიყვანს მაგალითს, რომ ჩვენ გადაგვედგას ნაბიჯი, რომელიც გაატარებდა რუსულ ინტერესს” – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვერავინ მოიყვანს თუნდაც ერთ მაგალითს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გადაედგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ინტერესებში იქნებოდა. როგორც კალაძემ „ღამის კურიერში“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლებს „რუსეთუმეს“ უწოდებენ ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს დაუთმო. „თუკი გადავხედავთ ბოლო წლებს, თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ევროინტეგრაცია მოხდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. 2012 წლიდან მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ვარ ხელისუფლებაში და ვერც ერთი ადამიანი მოიყვანს მაგალითს, რომ ჩვენ გადაგვედგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც დამაზიანებელი…

მეტი...

,,ევროპაში თავაწეული დავდივარ. რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?” – კალაძე

„ჩვენ არ ვართ კოლონია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რუსთავი2-ის ეთერში, აშშ-სთან პარტნიორობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, საქართველომ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ საიმედო პარტნიორია, თუმცა ეს ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს. „რა გვინდა ახლა, ვიღაცის თავდახრილი მონები ვიყოთ? – არა, ღირსეული ხალხი ვართ, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გვეამაყება, რომ აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ. ევროპაში თავაწეული დავდივარ. რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ? ჩემს ქვეყანაში მოსახლეობის მიერ არჩეული პარლამენტი კანონს იღებს და გვეუბნებიან, რომ ამას თუ მიიღებთ, სანქციებს დაგიწესებთ. თუ რამეს…

მეტი...