“მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ”- მაკრონი

“ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ” – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს. მაკრონის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. „თუ პრეზიდენტ ტრამპს ნამდვილად შეუძლია დაარწმუნოს პუტინი, რომ უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული ომი შეაჩეროს, ეს შესანიშნავი ამბავია. ამის შემდეგ, მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ. ჩვენ მათ დავეხმარებით“ – წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი, დღეს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილი დღეს, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გაიმართება მოლდოვას, ჩეხეთის და ესტონეთის პრეზიდენტთან, აშშ-ს დელეგაციასთან, ასევე ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ლატვიის სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან. ის ასევე, შეხვდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეტს. დაგეგმილია მე-5 პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ე.წ. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და „ხმის მიცემა“ 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. ოკუპირებულ აფხაზეთში 152 „საარჩევნო უბანია“ გახსნილი. „პრეზიდენტობისთვის“ ხუთი „კანდიდატი“ იბრძვის: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი. არსებული ინფორმაციით, რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ე.წ. არჩევნებზე დასაკვირვებლად თავისი წარმომადგენლები არ გაუგზავნია. ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნების“ დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო 15 ნოემბერს დაპირისპირება დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას…

მეტი...

“ევროპასთან დაკავშირებით საფრთხე არ არის რუსეთი და ჩინეთი. საფრთხე არის შიგნიდან”- ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ევროპასთან დაკავშირებით საფრთხე არ არის რუსეთი, არ არის ჩინეთი და არც რომელიმე სხვა გარე აქტორი. ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ ევროპაში საფრთხე არის შიგნიდან. „მაშინ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან შეშფოთებულია ევროპულ უსაფრთხოებაზე და სჯერა, რომ შეგვიძლია რუსეთსა და უკრაინას შორის გონივრულ შეთანხმებამდე მისვლა, და ასევე გვჯერა, რომ მომდევნო წლებში ევროპამ დიდი ნაბიჯები უნდა გადადგას საკუთარი თავდაცვის დაფინანსებაში, ევროპასთან დაკავშირებით საფრთხე, რომელზეც მე ვღელავ ყველაზე მეტად, არ არის რუსეთი, არ არის ჩინეთი, არ არის რომელიმე სხვა გარე აქტორი. რაზეც მე ვღელავ, არის საფრთხე შიგნიდან. ევროპის…

მეტი...

“გაუმართლებელი ტარიფები, ევროკავშირზე, უპასუხოდ არ დარჩება”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირზე “გაუმართლებელი” ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება. მისივე თქმით, ძლიერი ევროპა აშშ-სთან ერთად მუშაობს საერთო საფრთხეების შესაკავებლად. „ძლიერი ევროპა აშშ-სთან ერთად მუშაობს საერთო საფრთხეების შესაკავებლად, როგორც პარტნიორები. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ სავაჭრო ომები და დამსჯელი ტარიფები აზრს მოკლებულია. ტარიფები გადასახადივით მოქმედებს, ისინი იწვევენ ინფლაციას. ყველაზე მძიმედ დაზარალებულები გარდაუვალად არიან მუშები, კომპანიები და საშუალო კლასი ატლანტიკის ორივე მხარეს. ჩვენ ვიცით, რამდენად სწრაფად შეუძლია ტარიფებს გავლენა მოახდინოს მნიშვნელოვან ტრანსატლანტიკური მიწოდების ჯაჭვებზე. არ მიგვაჩნია, რომ ეს კარგი ბიზნესია და გვსურს, თავიდან ავიცილოთ გლობალური…

მეტი...

“კი სანქციებს. ეს დღეს ხალხის ძალიან ძლიერი მოთხოვნაა“- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სანქციები ხალხის მოთხოვნაა. “ეს სანქციები მოსახლეობამ მოითხოვა, ხალხი მოითხოვს. სამწუხაროდ, ევროპული სანქციები დიპლომატიურ პასპორტებზე ძალიან მცირე რაღაცაა, ვინაიდან ყველას აქვს მეორე პასპორტი. პოლიციელები, რომლებიც მოდიან და ყალბ ჩვენებებს იძლევიან, და ისინი იდენტიფიცირებული არიან, ვინაიდან სახელები უნდა დაწერონ, და მათგან რამდენიმე მაინც რომ დასანქცირდეს, ეს ძლიერი სიგნალი იქნება, რომ ვერ შეძლებ დაუსჯელად რასაც გინდა იმის კეთებას. ასე რომ, „კი“ სანქციებს და ეს დღეს ხალხის ძალიან ძლიერი მოთხოვნაა“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მეტი...

„მხოლოდ ერთ რუსს შევხვდები – პუტინს”- ზელენსკი

“მე მხოლოდ პუტინს დაველაპარაკები”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს მატყუარა უწოდა და აღნიშნა, რომ პუტინთან უკრაინელებს ჰქონდათ საუბარი ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე და ტყვეების გაცვლაზე, თუმცა მან ტყვეები არ გაცვალა. „მხოლოდ ერთ რუსს შევხვდები – პუტინს, მაშინ, როდესაც მექნება ზოგადი გეგმა ტრამპთან და ევროპასთან ერთად. შემდეგ პუტინთან დავჯდები და ჩვენ ომს შევწყვეტთ. მე მზად ვარ, შევხვდე მხოლოდ ასეთ პირობებში და არა სხვა კომპრომისის პირობებში. ომი უკრაინაში არ არის მხოლოდ ორი სახელმწიფოს კონფლიქტი, არამედ ერთი ქვეყნის მიერ მეორეზე თავდასხმა. ამიტომ, ჩვენ არ გვჭირდება შუამავალი,…

მეტი...

აქციის მონაწილეებმა რუსთაველი გადაკეტეს

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით წამოსული პატიმრების მხარდამჭერი მარში შეუერთდა. მომიტინგეებმა სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოსთან გზა დღესაც გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.  

მეტი...

„არსებობს რუსული კანონი, რომელიც საქართველოს ოფშორების ოფშორად აქცევს“- ზურაბიშვილი

“ეს რევოლუცია არ არის. გვყავს ძალიან შეგნებული მოსახლეობა, რომელიც ძალიან მშვიდობიანია და ძალიან შეგნებულია იმ ფაქტზე, რომ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ, რომელიც რევოლუციური გზის საშუალებას არ იძლევა” – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის პროტესტის ორგანიზატორი არ არის. “მე არ ვარ პროტესტების ორგანიზატორი, მხარდამჭერი ვარ, მაგრამ რაც მესმის ამ ხალხისგან არის ის, რომ გადაწყვეტილი აქვთ ქუჩაში დარჩენა, ზოგიერთს ციხეში დარჩენა თუ საჭიროა. არავის არ გამოუგონებია რა არის სტრატეგია დიქტატურის დასამარცხებლად, გარდა წინააღმდეგობისა. რა თქმა უნდა, გარე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მორალურად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის”- განაცხადა ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილმა, ასევე,…

მეტი...

თურქეთში ქალმა 1 წლის შვილი ზღვაში გადააგდო

იზმირის პოლიციამ ახალგაზრდა ქალი დააკავა, რომელმაც 1 წლის შვილი ზღვაში გადააგდო. მედიის ინფორმაციით, ქალის მიერ ჩადენილი ქმედება იქვე მყოფმა მოქალაქეებმა შენიშნეს. “პოლიციის თანამშრომლებმა გამოძიების ფარგლებში სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს, რის შემდეგაც 30 წლის ქალი დააკავეს” – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში. ბავშვიც წყლიდან თვითონ თვითმხილველებმა ამოიყვანეს.

მეტი...

„ვივამედში“ პატიმრის, სავარაუდო, გარდაცვალების ფაქტზე ომბუდსმენმა მოკვლევა დაიწყო

სახალხო დამცველი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამავე ცნობით, ომბუდსემნმა უკვე მიმართა შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. „მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, კლინიკა „ვივამედში“ ერთ-ერთი პატიმრის გარდაცვალების შესახებ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით და რეაგირებას კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს. ასევე, როგორც აპარატისთვის არის ცნობილი, პატიმრის ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრის კლინიკაში მოთავსების თაობაზე ინფორმაცია მათ დაგვიანებით მიაწოდა. სახალხო დამცველის აპარატი მოცემულ საკითხსაც შეისწავლის. ამასთან, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წარსულში სახალხო…

მეტი...

“ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან საკმარის რეაქციას ვერ ვხედავ”- ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე „საქართველო ყურადღების ცენტრში“ განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან საკმარის რეაქციას ვერ ხედავს. „გვყავს ეს მარიონეტი მთავრობა, რომელსაც სურს პუტინის ინსტრუმენტი იყოს და რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველო მის ევროპულ გზას დააშოროს და რუსულ გზაზე დააბრუნოს. ეს ძალიან სახიფათოა, ვინაიდან თუ ეს საქართველოში იმუშავებს, და ამ მომენტისთვის ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან საკმარის რეაქციას ვერ ვხედავ, მაშინ ეს შეიძლება სხვაგანაც გამოიცადოს. რუსეთმა გამოაცხადა, რომ ახალ სამხედრო საზღვაო ბაზას ხსნის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში. ანაკლიის პორტი, რომელიც ერთ-ერთი დიდი პროექტია, არავინ არ…

მეტი...

“ბაიდენის ადმინისტრაცია ხალხის გაჩუმებას ცდილობდა, ტრამპი საწინააღმდეგოს გააკეთებს”- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ხალხის გაჩუმებას ცდილობდა. „მაგალითად, დეზინფორმაცია არის იდეა, რომ კორონავირუსმა სავარაუდოდ გაჟონა ჩინეთის ლაბორატორიიდან და ჩვენმა საკუთარმა მთავრობამ წაახალისა კერძო კომპანიები ხალხის გასაჩუმებლად, ვინც გაბედა აზრის გამოთქმა, რაც აშკარა სიმართლე აღმოჩნდა. მე აქ მოვედი არა მხოლოდ დაკვირვებებით, არამედ შეთავაზებით. ბაიდენის ადმინისტრაცია ხალხის გაჩუმებას ცდილობდა, ტრამპის ადმინისტრაცია ზუსტად საწინააღმდეგოს გააკეთებს და ვიმედოვნებ, ჩვენ ამაზე ერთად ვიმუშავებთ. ვაშინგტონში, ახალი შერიფია ქალაქში და დონალდ ტრამპის ლიდერობის დროს, ჩვენ შეიძლება, არ ვეთანხმებოდეთ თქვენს მოსაზრებებს, მაგრამ ვიბრძოლებთ თქვენი უფლებების დასაცავად“, – განაცხადა ჯეი დი…

მეტი...

“ტრამპმა ნათელი გახადა, რომ აშშ ერთგულია ძალის მეშვეობით მშვიდობის”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

“წარუმატებელი უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ ასევე დაასუსტებს შეერთებულ შტატებს” – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა ტრამპმა ნათელი გახადა, რომ შეერთებული შტატები მყარად ერთგულია ძალის მეშვეობით მშვიდობის. “როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა დასაწყისიდანვე: უკრაინას უფრო მეტად სურს მშვიდობა, ვიდრე ვინმე სხვას, ისეთი, რომელიც სამართლიანი და მყარია, რათა აღარასდროს დავუბრუნდეთ ბოლო სამი წლის საშინელებებს. მეორე მხრივ, პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ ის მზად არის შეხვედრისთვის, მაგრამ რა პირობებით? მასზეა დამოკიდებული აჩვენოს, რომ მის ინტერესში არ არის ამ ომის გაგრძელება. მასზე დამოკიდებულია აჩვენოს, რომ მან თავი დაანება…

მეტი...

“თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა”- განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 1940 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული გ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”- აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

“აშშ-ის დახმარებით შეგვიძლია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა. ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა საკვანძოა უკრაინისთვის და მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა. „შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულ დელეგაციას შევხვდი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. მადლობელი ვარ ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინამ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისიდანვე მიიღო, და შემოწირულებებისთვის, რომლებიც ათასობით სიცოცხლის გადასარჩენად გაკეთდა. განვიხილეთ უკრაინისთვის მიმდინარე სამხედრო დახმარება და ძალისხმევები, რომლებიც სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად არის საჭირო. რუსეთის ფედერაციას არ სურს ომის დასრულება და აგრძელებს გლობალური დაძაბულობების ესკალაციას. სწორედ ამიტომ შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერა საკვანძოა უკრაინისთვის. მხოლოდ ამ…

მეტი...

“ერთად უფრო ძლიერები ვართ”- ზურაბიშვილმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, რამდენიმე შეხვედრა გამართა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი  მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ლატვიის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩს შეხვდა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს. “ვესაუბრე ლატვიის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩს ქართველი ხალხის ურყევი სურვილის მხარდაჭერისათვის ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ერთად უფრო ძლიერები ვართ!“ – წერს ზურაბიშვილი. ინფორმაციისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, რამდენიმე შეხვედრა გამართა.

მეტი...

ამერიკა ინდოეთს  F-35-ს მიაწვდის, როგორია ჩინეთის პოზიცია

დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატები გაზრდის სამხედრო გაყიდვებს ინდოეთში და საბოლოოდ მიაწვდის F-35 გამანადგურებლებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეფასება ჩინეთის საგარეო უწყებამაც გააკეთა, სადაც აღნიშნეს, რომ „ბლოკურ პოლიტიკაში“ ჩართვა უსაფრთხოებას არ მოიტანს. „არავინ უნდა ეცადოს „ბლოკის პოლიტიკისა“ და დაპირისპირების წაქეზებას. აზია-წყნარი ოკეანე მშვიდობისა და განვითარების მაგალითია და არა გეოპოლიტიკური თამაშების ასპარეზი. ექსკლუზიური დაჯგუფებების ფორმირება და „ბლოკის პოლიტიკაში“ ჩართვა და დაპირისპირება არ მოიტანს უსაფრთხოებას და არავითარ შემთხვევაში არ შეინარჩუნებს აზია-წყნარი ოკეანისა და მთელი მსოფლიოს მშვიდობიან და სტაბილურობას“ – აცხადებენ ჩინეთში.  

მეტი...

ტრამპი რუსეთსა და ჩინეთს თავდაცვის ბიუჯეტის განახევრებას სთავაზობს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ჩინელ და რუს კოლეგებთან შეხვედრაზე განიხილება, თავდაცვის ბიუჯეტის განახევრება იქნება. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პირველ რიგში, ხარჯები თავად ამერიკამ უნდა შეამციროს. „თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აშშ-ს სამხედრო ხარჯებმა შეადგინა 2024 წელს მსოფლიოს ჯამური ხარჯების 40 პროცენტი, რაც ყველაზე მაღალია მსოფლიოში და აღემატება რვა ქვეყნის ერთიან ჯამს. აშშ-ის „ნაციონალური თავდაცვის ავტორიზაციის აქტი 2025 ფისკალური წლისთვის“ კიდევ უფრო გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი დაახლოებით 895 მილიარდ აშშ დოლარამდე. აშშ-ის მხარე მხარს უჭერს „პირველ რიგში ამერიკას“, შემდეგ კი ის პირველი უნდა იყოს, ვინც შეამცირებს სამხედრო…

მეტი...

საქართველოს ორ მოქალაქეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ერგნეთის დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოს ორ მოქალაქეს იასონ გენგიურს და სერგო მერებაშვილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ,,მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებაზე. გაზიარებული იქნა გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ, იასონ გენგიურის და სერგო მერებაშვილის საქმეზე. მათ მიესაჯათ უკანონო პატიმრობა ორი წლით და ექვსი თვის ვადით. მათ ედავებოდნენ ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთას და ასევე უკანონოდ აღმართული ინფრასტრუქტურის დაზიანებას. რაც შეხება უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს, გამახვილდა ყურადღება უკანონო ბორდერიზაციის დესტრუქციულ ხასიათზე და მითითებული იყო კონკრეტული ლოკაციები. ჩვენ მსჯელობის…

მეტი...

,,რუმინეთის არჩევნებში ჩაერია არა რუსეთი, არამედ ბაიდენი USAID-ის მეშვეობით” – ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი

,,რუმინეთის არჩევნებში ჩაერია არა რუსეთი, არამედ ბაიდენი USAID-ის მეშვეობით”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანმა, რიჩარდ გრენელმა X-ზე დაწერა. „USAID-ის პროგრამები ისეთი ადამიანებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებიც „ვოუქიზმს“ არ წარმოადგენდნენ. ბაიდენის გუნდი აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფულს მემარცხენე პროგრამებისა და მთელ მსოფლიოში კანდიდატების მხარდაჭერაში ხარჯავდა. კონსერვატორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავდასხმის ობიექტები იყვნენ. რუმინეთი – უახლოესი მაგალითია“, – დაწერა მან. ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერში გაიმართა. არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება კელინ ჯორჯესკუმ მოიპოვა, თუმცა, დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული ჩარევის მიზეზით საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.

მეტი...

ჩაერთვება თუ არა ჩინეთი რუსეთთან და აშშ-სთან ბირთვულ მოლაპარაკებებში?!

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის გეგმავს ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას. ერთ-ერთი განსახილველი თემა კი იქნება სამხედრო დეესკალაცია, განსაკუთრებით კი ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, შტატებმა და რუსეთმა უნდა შეასრულონ პასუხისმგებლობა ბირთვულ განიარაღებაზე. „მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილია, რომ აშშ და რუსეთი ერთად ფლობენ მსოფლიოს ბირთვული იარაღის 90 პროცენტს. ბირთვული განიარაღება უნდა დაიცვას „გლობალური სტრატეგიული სტაბილურობის შენარჩუნების“ და „ყველასთვის შეუმცირებელი უსაფრთხოების“ ძირითადი პრინციპი. მსოფლიოს უდიდეს ბირთვულ არსენალებზე მყოფმა შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა გულმოდგინედ უნდა შეასრულონ თავიანთი განსაკუთრებული და ძირითადი პასუხისმგებლობა ბირთვულ განიარაღებაზე, განახორციელონ მკვეთრი და არსებითი შემცირება ბირთვულ არსენალებში…

მეტი...

ევროკომისია ტრამპის სავაჭრო პოლიტიკას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს

ევროკომისია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ,,ევროკომისია პრეზიდენტ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ „საპასუხო“ სავაჭრო პოლიტიკას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს. ევროკავშირი ერთგული რჩება პროგნოზირებადი გლობალური სავაჭრო სისტემის მიმართ, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა პარტნიორს. ევროკავშირი ინარჩუნებს ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ტარიფებს მსოფლიოში და მის ექსპორტზე აშშ-ის მიერ ტარიფების გაზრდის გამართლებას ვერ ხედავს. ტარიფები არის გადასახადები. ტარიფების დაწესებით, აშშ საკუთარ მოქალაქეებს ბეგრავს, ზრდის ბიზნესის ხარჯებს, აფერხებს ზრდას და ზრდის ინფლაციას. ტარიფები ზრდის ეკონომიკურ გაურკვევლობას და არღვევს გლობალური ბაზრების ეფექტურობასა და ინტეგრაციას.…

მეტი...

ბორტზე დაწყებული ჩხუბის გამო, თვითმფრინავი თურქეთში ავარიულად დაეშვა

თურქული ავიახაზების თვითმფრინავი, ერზრუმის აეროპორტში ბორტზე დაწყებული ჩხუბის გამო, ავარიულად დაეშვა. თვითმფრინავი ანტალიიდან ასტანის მიმართულებით მიფრინავდა, როდესაც უკრაინელი წყვილსა და ყაზახი ეროვნების ორ ქალს შორის დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა. თურქული მედიის ცნობით, ბორტგამცილებლებმა დაპირისპირებული მგზავრების გაშველება ვერ შეძლეს, რის შემდეგაც თვითმფრინავის კაპიტანმა ერზრუმის აეროპორტში ავარიულად დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. აეროპორტში, ჩხუბში მონაწილე მგზავრები პოლიციამ დაკითხვის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანა. მედიის ინფორმაციით, მათ ერთმანეთის წინააღმდეგ საჩივარი დაწერეს.

მეტი...

რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოში გადაიყვანეს

რომის პაპი ფრანცისკე, რომის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში დიაგნოსტიკური ტესტებისთვის და ბრონქიტის მკურნალობის გასაგრძელებლად გადაიყვანეს. ,,დღეს დილით, აუდიენციის შემდეგ, რომის პაპი ფრანცისკე გადაიყვანეს აგოსტინო გემელის პოლიკლინიკაში, რათა გაიაროს აუცილებელი დიაგნოსტიკური ტესტები და გააგრძელოს ბრონქიტის მკურნალობა”, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 88 წლის პონტიფიკს, ბოლო 2 წლის განმავლობაში გრიპთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები არაერთხელ შეექმნა. ასევე, მას 2021 წელს დივერკულიტის ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო 2023 წელს პაპს თიაქრის ოპერაცია გაუკეტეს.

მეტი...

,,უკრაინა, ევროპა და აშშ ბოლომდე უნდა გაერთიანდნენ და ჩაერთონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში” – ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, უკრაინის, ევროპისა და შტატების სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის გაერთიანების აუცილებლობის შესახებ, X-ის საკუთარ გვერდზე წერს: ,,უკრაინის პრეზიდენტთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრთან და გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერთან ჩემი სატელეფონო ზარების შემდეგ გზავნილი ცხადია: უკრაინა, ევროპა და შეერთებული შტატები ბოლომდე უნდა გაერთიანდნენ და ჩაერთონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში”, – წერს ტუსკი.

მეტი...

,,უნდა ვიყოთ ჭკვიანები და კარგად ვხედავდეთ, რა გველის წინ” – ლაიენი

,,უნდა ვიყოთ ჭკვიანები და კარგად ვხედავდეთ, რა გველის წინ, დაწყებული აგრესიული რუსეთიდან ჩვენს საზღვრებთან, დამთავრებული გამოწვევებით ჩვენი უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, უსრულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ,,ჩვენ უნდა ვიყოთ ჭკვიანები და კარგად ვხედავდეთ, რა გველის წინ, დაწყებული აგრესიული რუსეთიდან ჩვენს საზღვრებთან, დამთავრებული გამოწვევებით ჩვენი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის. ასევე, ჯეროვნად უნდა შევაფასოთ ის ძირგამომთხრელი პოტენციალი, რაც აქვს ინტენსიურ კონკურენციას და, შეიძლება ითქვას, ბიპოლარულ კონფლიქტს შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის. შესაძლოა, ამის მოსმენა არ იყოს სასიამოვნო, მაგრამ ახლა პირდაპირი საუბრის დროა”, – განაცხადა ლაიენმა.

მეტი...

,,აშშ და ინდოეთი შექმნიან უდიდეს სავაჭრო მარშრუტს” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ და ინდოეთი შექმნიან უდიდეს სავაჭრო მარშრუტს, რომელიც ინდოეთიდან ისრაელში, შემდეგ იტალიაში და ბოლოს აშშ-ში ჩავა. მისი თქმით, აღნიშნული სავაჭრო მარშრუტი მოიცავს პორტებს, რკინიგზებს და წყალქვეშა კაბელებს. „ნამდვილად არსებობს განსაკუთრებული კავშირი შეერთებულ შტატებსა და ინდოეთს, მსოფლიოს უძველეს დემოკრატიასა და მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიას შორის. მიღწეულია შეთანხმება ნავთობისა და გაზის შესახებ, რაც აშშ-ის ინდოეთის წამყვან მიმწოდებლად აქცევს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა

მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა. მას სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი ესწრება. კონფერენციის მონაწილეებს გერმანიის პრეზიდენტი, ფრან ვალტერ შტაინმაიერი მიმართავს. იქამდე კი განცხადება გააკეთა მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარემ, კრისტოფ ჰოისგენიმ. გავრცელებული ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში გაიმართება დებატები მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე. მთავარი საკითხი უკრაინის ომია. დღეს, პანელური დისკუსია დაეთმობა საქართველოსაც, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხებს.

მეტი...

სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო

„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. ,,მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს. ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს. სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ”, – წერს ,,საიას” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.  ცნობისთვის, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს, მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების თაობაზე 13 თებერვალს მიმართეს.

მეტი...

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ გზაზე, ლიპყინულის გამო დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

ჯეი დი ვენსისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გადაიდო

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გადაიდო. უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა შეხვედრის გადადების მიზეზად დაასახელა, რომ აშშ-ს დრო სჭირდება პარტნიორობის მემორანდუმის პროექტზე სამუშაოდ, რომელიც უკრაინამ დაასრულა და ამერიკელებს გადასცა. უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკი და დონალდ ტრამპი ოთხშაბათს, 12 თებერვალს შეთანხმდნენ, რომ უკრაინა დაასრულებდა მემორანდუმის პროექტს პარტნიორობის შესახებ და გადასცემდა მას ამერიკელებს. ამერიკულმა მხარემ უკრაინის მიერ გადაცემულ დოკუმენტზე სამუშაოდ დრო 17:00 საათამდე ითხოვა.

მეტი...

,,რუსეთმა უგუნურად შეუტია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს” – კაია კალასი

,,რუსეთმა კვლავ უგუნურად შეუტია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი მშვიდობას არ ეძებს“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. შეგახსენებთ, რომ უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე დრონით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც განადგურებული მე-4 ენერგობლოკის საფარი დაზიანდა, რომელიც მსოფლიოს რადიაციისგან იცავს. ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურზე უპილოტო აპარატით თავდასხმა მოხდა

მეტი...

,,დემოკრატიაზე ზრუნვა სიმართლის თქმით უნდა დაიწყოს და მისი მამოძრავებელი ძალა თავისუფალი მედიაა” – შალვა პაპუაშვილი

,,ათობით ქართული მედია აქტივისტ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლებიც სოციალურ მედიას გარკვეული პოლიტიკური ხაზის ადვოკატირებისთვის იყენებენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. ,,გავიგეთ, რომ ასობით მედიაკომპანია და არასამთავრობო ორგანიზაცია და ათასობით ჟურნალისტი პირდაპირ ფინანსდებოდნენ აღნიშნული მთავრობების მიერ შექმნილი საერთაშორისო პროპაგანდისტული ქსელის მიერ, რომელიც შეიქმნა და გამოიყენებოდა სასურველი ნარატივის გასაძლიერებლად და ალტერნატიული მოსაზრებების ჩასახშობად. ათობით ქართული მედია, ფაქტობრივად, აქტივისტ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლებიც სოციალურ მედიას გარკვეული პოლიტიკური ხაზის ადვოკატირებისთვის იყენებენ და არა ფაქტების გაშუქებისთვის. აგიტაციის გზით, მაგრამ, ასევე, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელებით, ეს მედიაკომპანიები აძლიერებენ…

მეტი...

სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში ძლიერ ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ ბუსანში მდებარე სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქის სახანძრო სააგენტოს ცნობით, დაახლოებით 25 ადამიანმა მიიღო მსუბუქი დაზიანებები, მათ შორის ზოგიერთს აღენიშნება კვამლის შესუნთქვა. ვერტმფრენმა, თავის გადარჩენის მიზნით სახურავზე ასული 14 ადამიანი გამოიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ შენობის პირველ სართულზე დახურული საცურაო აუზის მახლობლად საიზოლაციო მილში გაჩნდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჩოი სანგ-მოკმა გასცა ბრძანება, რომ გამოყენებული იქნას ყველა არსებული რესურსი ხანძრის ჩასაქრობად.  

მეტი...

თბილისის მეტროს ,,საბურთალოს ხაზზე” მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტროს ,,საბურთალოს ხაზზე” მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ თითქმის 2 საათის განმავლობაში, ,,საბურთალოს ხაზი” მატარებლის დაზიანების გამო გაჩერებული იყო.  

მეტი...