5 წელში 127 მილიონზე მეტი მგზავრი პეკინის Daxing-ის  აეროპორტში

პეკინის Daxing-ის  საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირების ხუთ წელს აღნიშნავს. ეს აეროპორტი “ჩინეთის სამოქალაქო აეროპორტის მომსახურების ხარისხის ბრწყინვალების ჯილდოს” მფლობელია და 5 წელიწადში 127 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა და 860 000 ტონა ტვირთი გადაზიდა.

აეროპორტი ულტრათანამედროვე სისტემებითა და ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც შესაძლებლობას იძლევა, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მგზავრებმა თავიანთი ბარგის გადაადგილება აკონტროლონ.

აეროპორტი აღჭურვლია ე.წ. ჭკვიანი კლიმატ კონტროლის სისტემებით როგორც საბარგო ადგილებში, ისე მგზავრთა გადაადგილების სივრცეებში.

აქ ყველანაირი კონტროლი, შემოწმება შესაძლებელია გამარტივებულად, მხოლოდ და მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სახის ამოცნობის გამოყენებით.

მას შემდეგ, რაც ჩინეთი თანდათან აფართოებს უვიზო სატრანზიტო პოლიტიკას და მოიცავს უფრო მეტ ქვეყანას, საერთაშორისო ნაკადი იზრდება და იზრდება. 18 სექტემბრის მდგომარეობით, ამ წლის შემდეგ აეროპორტში 3,27 მილიონი შესვლა და გასვლა დაფიქსირდა.

 

მსგავსი თემები