ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სამუშაო ვიზიტით მოლდოვას 10 ოქტომბერს ეწვევა. კიშინიოვში ფონ დერ ლაიენი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდება.
მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი კიშინიოვსა და ბრიუსელს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე მიუთითებს.
მედიის ცნობით, ეს იქნება ფონ დერ ლაიენის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც ის ევროკომისიის პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩიეს.