ლიბანში “ჰეზბოლას” მებრძოლებს რაციები აუფეთქდათ

ლიბანში “ჰეზბოლას” მებრძოლებს რაციები აუფეთქდათ. ინფორმაციას გამოცემები Reuters და The Times of Israel ავრცელებენ. გამოცემების ცნობით, ლიბანში მეორე დღეა აფეთქებები ისმის, ამჯერად ტერორისტული დაჯგუფება “ჰეზბოლას” მებრძოლებს პორტატიული რადიომიმღებები და რაციები აუფეთქდათ.

Reuters-ის ცნობით, მათ პორტატიული რადიომიმღებები აუფეთქდათ, რომლებიც “ჰეზბოლამ” ხუთი თვის წინ შეიძინა, დაახლოებით იმ პერიოდში რაც პეიჯერები, რომლებიც გუშინ აუფეთქდათ.

The Times of Israel წერს, რომ ამ მომენტისთვის ცნობილია სამი დაღუპულისა და ასობით დაჭრილის შესახებ.

მსგავსი თემები