მოსკოვში სროლა იყო-დაღუპულია ორი ადამიანი

მოსკოვში Wildberries-ის ოფისში სროლა იყო. შემთხვევის შედეგად დაღუპულია დაცვის  ორი თანამშრომელი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ერთ-ერთი მათგანის სიკვდილი კომპანიის დამფუძნებელმა ტატიანა ბაკალჩუკმა დაადასტურა.

”ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ , Wildberries-ზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად  ჩვენი ოფისის უსაფრთხოების ოფიცერის დაღუპვის გამო” – წერს ის.

დაცვის მეორე თანამშრომლის გარდაცვალება Forbes-მა, Interfax-მა და RIA Novosti-მ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს.

მსგავსი თემები