კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ორბელიანების სასახლეში მივიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. ოპოზიციური პარტიის ლიდერებს დღეს პირისპირ შეხვედრაც ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში პირველად 16 სექტემბერს მიიწვია. ორბელიანების სასახლეში ხაზარაძესა და გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.