რუსეთში, ბელგოროდის ოლქზე თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

 ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციიტ, უკრაინის მიერ ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 37 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ექვსი ბავშვია.

მისივე განცხადებით, შვიდი მოზრდილი და სამი ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მისი თქმით, რამდენიმე საჰაერო სამიზნე ქალაქთან მიახლოებისას ჩამოაგდეს. ბელგოროდში დაზიანდა მრავალსართულიანი სახლები, რამდენიმე სოციალური და კომერციული ობიექტი, ავტომობილები.

უკრაინის სამხედროებს თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

მსგავსი თემები