“უკრაინის ქვედანაყოფები კურსკის მიმართულებით გადაჯგუფდებიან, რათა შეტევა ახალი მიმართულებით დაიწყონ”- რუსული მხარე

“უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები კურსკის მიმართულებით გადაჯგუფდებიან, რათა შეტევა ახალი მიმართულებით დაიწყონ, თუმცა რუსული ძალები სიტუაციას აკონტროლებენ”- ამის შესახებ „ტასს“ სპეცდანიშნულების რაზმის, „ახმატის“მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, აპტი ალაუდინოვმა განუცხადა.

„ჩვენთან ვითარება კონტროლირებადია. გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო, მოწინააღმდეგემ რამდენიმე შეტევითი ტალღა განახორციელა. მოწინააღმდეგის დიდი ნაწილი, რომელიც გუშინ გვიტევდა, განადგურებულია. განადგურებულია მათი ტექნიკის ნაწილიც. დღეს ვფიქრობთ, რომ მოწინააღმდეგე გადაჯგუფდება, რათა სცადოს სხვა მხრიდან შემოსვლა“ – განაცხადა ალაუდინოვმა.

მისივე ინფორმაციით, რუსული ქვედანაყოფები ყველაფერს აკონტროლებენ, აფიქსირებენ და „მზად არიან მოწინააღმდეგესთან შესახვედრად, იმის მიუხედავად, რას მოიმოქმედებენ ისინი“.

 

მსგავსი თემები