“ბელგოროდზე თავდასხმის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა” – გლადკოვი

“ბელგოროდზე თავდასხმის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა”, – აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

გლადკოვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქის მიმართულებით 27 დრონი გაუშვეს. მისივე ინფორმაციით, დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 4 საცხოვრებელი ბინა, 14 კერძო სახლი, 5 ავტომობილი, სოციალური და ინფრასტრუქტურის ობიექტები და ელექტრომომარაგების ხაზი დაზიანდა.

მსგავსი თემები