“ნიდერლანდური და ესპანური ულტრამემარჯვენე პარტიები, ვიქტორ ორბანის ალიანსს, შეუერთდებიან” – politico

„ნიდერლანდური და ესპანური ულტრამემარჯვენე პარტიები გეგმავენ შეუერთდნენ ახალ მემარჯვენე ალიანსს, რომელსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აყალიბებს“, -აღნიშნულთან დაკავშირებით  politico წერს.

“უნგრეთის ლიდერს მათი მხარდაჭერა საკუთარ მემარჯვენე ალიანსისთვის და ევროპის პარლამენტში ოფიციალური ჯგუფის კვალიფიკაციისთვის სჭირდება. ეს ნაბიჯები ვიქტორ ორბანს შესაძლებლობას მისცემს, მოიპოვოს წევრების საკმარისი რაოდენობა, რათა ოფიციალურად ჩამოაყალიბოს მემარჯვენე ჯგუფი და პოტენციურად, შეასუსტოს იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის ძალაუფლება, რომელმაც ჯგუფის წევრები უკვე დაკარგა”, – წერს politico.

ნიდერლანდელმა ხეერტ ვილდერსმა აღნიშნა, რომ “თავისუფლების პარტია” “პატრიოტებს ევროპისთვის” შეუერთდება. პარლამენტის წესების მიხედვით, ოფიციალურ ჯგუფს შვიდი ქვეყნის 23 დეპუტატი სჭირდება.

ინფორმაციისთვის, გასულ კვირას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ავსტრიის ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტიის” ლიდერმა ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფი – “პატრიოტები ევროპისთვის” შექმნეს.

 

 

მსგავსი თემები