,,კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის კოორდინაცია”- კობახიძე

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კენჭისყრაზე გამოჩნდება კოორდინაცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის არსებობს.

„პირველ რიგში, შევა წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს დასჭირდება მსჯელობა, დასკვნის დადება. მიუხედავად იმისა, რომ საქმე არის ცხადი, მკაფიო, შავით თეთრზე წერია ყველაფერი კონსტიტუციაში, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ოფიციალურად დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თვითონ კენჭისყრას, კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება კოორდინაცია, რომელიც არსებობს სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის და ეს კოორდინაცია რომ მიმართულია ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

,,მივიღეთ გადაწყვტილება, პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა”- ირაკლი კობახიძე

მსგავსი თემები