,,არ დავუშვებთ, რომ სამოქალაქო ომი კვლავ მოხდეს, დავიცავთ ჩვენს ხალხსა და სამშობლოს” – პუტინი

,,არ დავუშვებთ, რომ სამოქალაქო ომი კვლავ მოხდეს, დავიცავთ ჩვენს ხალხსა და სამშობლოს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა.

პუტინმა „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვის რეაგირება მკაცრი იქნება.

„ეს არის ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნისთვის ზურგში დარტყმა. სწორედ ასეთი დარტყმა მიაყენეს რუსეთს 1917 წელს, როდესაც ქვეყანა აწარმოებდა პირველ მსოფლიო ომს. თუმცა, გამარჯვება მას მოჰპარეს. ინტრიგები, დავები, პოლიტიკანობა ხალხის ზურგს უკან მობრუნდა უდიდესი კატასტროფით, არმიის დანგრევით და სახელმწიფოს დაშლით, უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვით, საბოლოო ჯამში, სამოქალაქო ომის ტრაგედიით. რუსები კლავდნენ რუსებს, ძმები ძმებს. ანგარებიან სარგებელს კი, პოულობდნენ სხვადასხვა სახის ლიტიკური ავანტიურისტები და საზღვარგარეთული ძალები, რომლებიც ყოფდნენ ქვეყანას, ხევდნენ მას ნაწილებად. ჩვენ არ დავუშვებთ ამის განმეორებას. დავიცავთ ჩვენს ხალხს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას ნებისმიერი საფრთხეებისგან, მათ შორის შიდა ღალატისგან, ხოლო ის, რის წინაშეც ჩვენ დავდექით, სწორედ ღალატია. უსაზღვრო ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა შედეგად გამოიღო ქვეყნისა და ხალხის ღალატი, ასევე იმ საქმის ღალატი, რომლისთვისაც გვერდიგვერდ ჩვენს სხვა სამხედრო დანაყოფებთან იბრძოდნენ და იღუპებოდნენ „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლები და მეთაურები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

მსგავსი თემები