სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა მიტოვებული ჩვილი იპოვეს.
პარკში გახვეული ახალშობილი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანისთვის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება გულისხმობს.