“ჩემი შვილის დაბადებამ საოცარი ემოცია მაჩუქა, ყოველ დღე ბედნიერი ვიღვიძებ”- ხვიჩა კვარაცხელია

“ერთ დღეს იღვიძებ და უკვე მამა ხარ, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემი შვილის დაბადებამ საოცარი ემოცია მაჩუქა, ყოველ დღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედია, ამ სიხარულს ყველა ადამიანი გამოცდის ცხოვრებაში”- ამბობს ხვიჩა კვარაცხელია

FIFA-ს ჟურნალისტის კითხვას თუ რას ნიშნავსმისთვის ქართველობა, საქართველოს ნაკრების  ფეხბურთელმა ასე უპასუხა:

„მინდა, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის. როცა ვუყურებ, რას ვაკეთებ ამ მომენტში, მჯერა, რომ ჩემი საქმით ვეხმარები საქართველოს, საქართველოც მეხმარება მე. უზომოდ ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში დავიბადე და ამ ისტორიული ქვეყნის შვილი ვარ. ყოველთვის მაქსიმუმს გავიღებ, რომ ჩემმა ქვეყანამ მისი შვილით იამაყოს”.

ხვიჩა კვარაცხელიამ შვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისმა დაბადებამ საოცარი ემოცია აჩუქა.

“ერთ დღეს იღვიძებ და უკვე მამა ხარ, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემი შვილის დაბადებამ საოცარი ემოცია მაჩუქა, ყოველ დღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედია, ამ სიხარულს ყველა ადამიანი გამოცდის ცხოვრებაში. მინდა ჩემს შვილს ვასწავლო, როგორ უნდა იყოს ძლიერი, რადგან ცხოვრება სირთულეებითაა სავსე და ყოველთვის, როცა პრობლემას გადააწყდები, უნდა იპოვო შენში ძალა, რომ აწიო თავი და გადალახო ყველა დაბრკოლება. ბედნიერი ვარ იმ გზით, რომელიც ცხოვრებაში გავიარე, ამ გზამ შექმნა ხვიჩა კვარაცხელია”- აღნიშნა კვარაცხელიამ.

მსგავსი თემები