ვერც კი წარმოიდგენთ, რომ ეს საოცარი ნაკეთობები ბამბუკის ძაფებისგან მზადდება

ბამბუკით ქსოვა, ბამბუკზე კვეთა, ბამბუკის შამფური, ბამბუკის საპირფარეშოს ქაღალდი,  ლამინირებული მასალა, ბამბუკის ავეჯი, ჩანთები, ქოლგები, კაბები  და ასე შემდეგ, რას არ ნახავთ აქ – ბამბუკის ხელოვნების საერთაშორისო მუზეუმში, რომელიც ქალაქ ლეშანში მდებარეობს.

ითვლება, რომ ბამბუკის მცენარეს  იღბლიანი და გამწმენდი ენერგია მოაქვს სახლში.  იღბლიანი ბამბუკის მცენარე ათასობით წლის განმავლობაში გამოიყენება დადებითი ენერგიისა და სიმდიდრის შესაქმნელად.

ბამბუკს აქვს უმაღლესი სიმტკიცე ბევრ ჩვეულებრივ ხისტ ხესთან შედარებით.  მისი სიძლიერე აღემატება მუხისა და ნეკერჩხლის სიძლიერეს.

ეს მუზეუმი 503 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. აქ, ბამბუკის ძაფებიდან კლასიკურ ნამუშევრებსაც კი ქმნიან, რაც ურთულესი სამუშაოა. ერთი მცირე ნახატის შექმნას კი დაახლოებით 2 თვე სჭირდება.

მუზეუმი რამდენიმე სართულს მოიცავს და ყოველი სართული თემატურია. მაგალითად, ერთ სივრცეში გამოფენილია ბამბუკის ავეჯი; მეორე სივრცეში ბამბუკის ჩანთები, ბამბუკის აქსესუარები, ბამბუკის ძაფებით შექმნილი ნახატები,  ჭურჭელი და ათასი სხვა.

ბამბუკის  ხელნაკეთობები საკმაოდ პოპულარულ, ძვირადღირებულ და შრომატევად საქმედ ითვლება. ვინც ამ მუზეუმში მოხვდება, ისეთ საოცარ ნაკეთობებს ნახავს, ვერც კი წარმოადგენთ, რომ ბამბუკისგან მსგავსი ნამუშევრის შექმნა შესაძლებელია. და, კიდევ ერთი, აქ, ბამბუკისგან საპირფარეშოს ქაღალდსაც კი ამზადებენ.

 

მსგავსი თემები