ვაკის პარკის ტრაგედიაზე დაკავებულია 9 პირი, დაკავებულთა წრე შესაძლოა გაფართოვდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დაკავებულთა წრე გაფართოვდეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს“ – აღნიშნული განცხადება შსს-ში სპეციალურ ბრიფინგზე გაკეთდა,

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახა მურადაშვილი დაკავებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს.

კითხვაზე: საქმის კურსში არ იყო თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მისი მოადგილის ქმედებასთან დაკავშირებით, მურადაშვილმა ასე უპასუხა: „გამოძიება გრძელდება, არ დასრულებულა. შესაძლოა, გაიზარდოს ბრალდებულთა წრე. დანარჩენს მოგახსენებთ შემდეგში“, – განაცხადა კახა მურადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, როცა შადრევანში სამ მოზარდს დენმა დაარტყა, ერთი კი გარდაიცვალა, 9 პირი დააკავეს, მათ შორის არიან “გრინსერვის პლუსის” დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

მსგავსი თემები