საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 9 ოქტომბერს, „ჯვაროსნებმა“ პოზნანში მესამე ვარჯიში გამართეს. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი გველესიანი ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდნენ.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეკრებაზე 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.