,,ისრაელი ღიაა ლიბანში კონფლიქტის დეესკალაციის იდეებისთვის” – გაეროში ისრაელის ელჩი

,,ისრაელი ღიაა ლიბანში კონფლიქტის დეესკალაციის იდეებისთვის”, – განაცხადა გაეროში ისრაელის ელჩმა, დანი დანონმა. მისი თქმით, ისრაელი სერიოზულად განიხილავს მოკავშირეთა იდეებს დეესკალაციის შესახებ.

ამასთან, დანი დანონმა აღნიშნა, რომ ისრაელს ურჩევნია კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა.

„ჩვენ არ გვინდა სადმე სახმელეთო შეჭრა, გვირჩევნია დიპლომატიური გადაწყვეტა. ჩვენ ჯერ კიდევ ვფიქრობთ, რომ ძალიან გვიან არ არის ლიბანის მთავრობისთვის, ლიბანელი ხალხისთვის, რომ მოახდინონ ზეწოლა „ჰეზბოლაზე“, რათა შეაჩერონ მათი აგრესია“, – განაცხადა დანონმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა იდეებს განიხილავენ ამჟამად, დანონმა განაცხადა, რომ დეტალების შესახებ ვერ ისაუბრებს.

მსგავსი თემები