თურქეთში ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ამოტრიალდა

თურქეთში, ევშეჰირის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 18 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება.

მედია წერს, რომ მიკროავტობუსს ტურისტები გადაჰყავდა, როცა კაპადოკიიდან ანტალიისკენ მიმავალ გზაზე ამოტრიალდა. დაშავებულებს შორის 15 ტურისტი, 2 მძღოლი და ერთი გიდია.

პოლიციის ინფორმაციით, წვიმიანი გზის გამო, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტომობილი ამოტრიალდა.

მსგავსი თემები